Thursday, October 23, 2008

Hate!

დავიღალე რა :(

სახლში მინდა
ცხელი ჩაი მინდა ლიმნით
კომპთან მინდა მოკალათება და ლოსთის ყურება :(

ლეტისთან და ბაკბიკთან მინდა თამაში
ჯემასთან ჩახუტება
მეგობრებთან ლაპარაკი

რამე საინტერესოს კითხვა

ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ვატარებ იქ, სადაც ძირფესვიანად ვითხრები და ვიძაბები,
ჯერ მარტო ჩემს უფროსთან ურთიერთობით ვიწამლავ ცხოვრებას

ერთი ტუალეტი მქონდა და ახლა ეგეც აღარ მაქვს, მთელი დღა ვითმენ

:მად:

Thursday, October 16, 2008

Men are beautiful



(  )


































 

Wednesday, October 15, 2008

wanted :mo:

მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდეს კითხვა თვენახევრის წინ დავამთავრე, მაინც ვერ გამოვსულვარ პოტერის გავლენიდან..  რა გასაკვირია მამენტ, რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, ვკითხულობ და ველოდები..

ივლისში გამოდის მეექვსე ფილმი სხვათაშორის .. :მო:


ხოდა რისი თქმა მინდა ამით ..
მშურს პოტერის ყველა პერსონაჟის, იმიტომ,რომ მათ ყველაფერი აქვთ რაზეც ოდესმე მიოცნებია :(
 

 მაგალითად ეს :

 

უჩინმაჩინის მოსასხამი


ერთი ერთი საჩუქარია სიკვდილისგან, იმ სამი ძმიდან უმცროსს გადასცა, საჩუქრების მთავარი პრინციპი ისაა, რომ ჭკვიანურად უნდა მოიხმარო, ორ ძმას ჭკუა არ ეყო, ერთმა იმდენი იმარიაჟა elder wand ით, რომ ბოლოს ვიღაც ბომჟმა ყელი გამოჭრდა და წაართვა და მეორემ კიდე სიცოცხლის ქვით შეყვარებული გააცოცხლა, მარა ბოლომდე ვერ დაბრუნდა, შეხებაც კი არ შეეძლო, ხოდა ბოლოს ადგა და თავი მოიკლა ..

მოკლედ მინდა..
ყველაფერს თავი დავანებოთ, უსიამოვნო ხალხში გავლის საუკეთესო საშუალებაა, ვერავინ დაგინახავს და შესაბამისად, ტვინს არავინ გაბურთავს უსიამოვნო კითხვებით

ფილოსოფიური ქვა



აქცევს ყველა მეტალს ოქროდ და გამოიყენება სიცოცხლის ელექსირის დასამზადებლად..

მართალია, ნიკოლას ფლამელი გარდაიცვალა,მარა სანტიაგოს ვკითხავდი, კაი ხანი ალქიმიკოსთან ცხორობდა და ეცოდინება რამე :უსერ:

Polyjuice Potion



იგივე მრავალწვნიანი სასმელი, რამდნიმე საათით გადაიქცევი სხვა ადამიანად, დააშავებ რამეს და დაბრუნდები უკან.. ოღონდ ამისთვის საჭიროა იმ ადამიანის თმის ღერი.. სასმელის გემოს ავკარგიანობა და გადასაქცევი ადამიანის პიროვნული თვისებები ერთმანეთის პროპორციულია.

Time-Turner



შეუძლია გამოგზაუროს დროში..
გამოვასწორებდი ყველაფერს, რაც არ მინდოდა, რომ მომხდარიყო...


მინდა :(

დამპლები :(

GSS

ბოლო დროს უსაქმურობამ შემაწუხა სამსახურში (ხეზე კაკუნი)
თან 2 დღით day off ს ვიღებ და ისე მიხარია, ჭკუაზე არ ვარ, ანუ ხვალ მოვალ სამსახურში და მერე ოთხი დღე არ მოვალ, ჩემს ადგილას გია იქნება, იმასაც უხარია, რა მაგარია ნაკლები საქმე მექნებაო, გია რომ არ იყოს აქ, რა მეშველებოდა, ისე ახლა დავფიქრდი 

უი ახლა შემოვიდა თანამშრომელი სიგარეტით ხელში, არადა რომ იკითხო, აქ არავინ ეწევა, ხოდა კიდევ მაგრად ვკაიფობ იმაზე, რომ ამათ რაც არ უნდა უთხრა, პასუხს ამით იწყებენ : In Turkey... 

.............


ვერა და ვერ ჩავამთავრე წერა, ჩემს ნიშნობაზე მელაპარაკებოდა ერთი თურქი და სად გაიცანიო მკითხა და პოპკორნის პოზა მიიღო :D ფორუმ.გე ზე თქო ვუთხარი, მარა ბევრს ვერაფერს მიხვდა, მეილ რუს პონტიაო და კითქო, რა მეთქვა მეტი :(

ხოდა მაგარი რაღაც მითხრა ამ ტიპმა როცა ცოლი ქმარზე დიდია, family will get rich ო, თურქეთში ეგრეა, თავს დავდებო

ავშენებულვართ და ეგაა 

ახლა გავეთრევი ორ ლულაში და ვჭამ 

ლობიანს

:vıs:

Monday, October 13, 2008

:love:

ორ დღეში ბოლომდე იქნებიან მზად




ავადმყოფი

დღეს აღმოვაჩინე, რომ ხვალ დასვენებაა და პირდაპირ აღარ ვიცი, რომელ ექიმთან წავიდე

გინეკოლოგთან მისასვლელი ვარ ანალიზების პასუხებით, მერე იმედი ლ ის ოჯახის ექიმთან, თავზე რენტგენის გადაღება უნდა გამოვაწერინო და შევამოწმო, ჰაიმორიტი ხომ არ მაქვს, ამასთან, თვალებიც უნდა შევიმოწმო, ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ დავკარგე მხედველობა

ზეგ ხელფასს ავიღებ
ერთი საშინელი საქმე მაქვს მოსაგვარებელი სამსახურში
პარასკევს Day Off ს ვიღებ

შაბათს რაც მოხდება, მერე მოგიყვებით

Tuesday, October 7, 2008

On a day like today

საშინლად მცივა, კბილი მტკივა, გუშინ თითქმის არ მეძინა, თმები ჯერ კიდევ სველი მაქვს, უსაზიზღრეს ხასიეთზე ვარ, მშია, რამდენიმე დღის წინ სიგარეტით თითი დამეწვა და გუშინ, ნერვული შეტევის დროს გავიხეთქე და ეგეც  მტკივა, ამ ყველაფერთან ერთად ჩემი პანიკიორი მენატრება, ერთად რომ ვიყოთ ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა :(

საქმე არ მაქვს ჯერჯერობით :ბის:
გვერდით კი მიდევს სამეწარმეოს კომენტარები, მარა წაკითხვაც მეზარება, ცოტა ხანი უსაქმურად რომ ვიყო, რა უჭირს? ხო არაფერი.? ხოდა ვიქნები რა :(

რა იქნება, რომ მქონდეს მაღალზე მაღალი სიცხე, ვიწვე ლოგინში ვუყურებდე ლოსთს,ვჭამდე  ჯემას მოტანილ შოკოლადებს და პახოდუ დაუსრულებლივ ვწუწუნებდე იმის თაობაზე, რომ ვარ უზომოდ მძიმე ავადმყოფი, შრომის და სწავლის უუნარო, ყოველხრივ დაჩაგრული, გარიყული და ვსაჭიროებ მორალურ და მატერიალურ დახმარებას 

რათქმაუნდა, მოვა ჩემი უფროსი ჩემს  სანახავად,გამიღიმებს, მზრუნველობით გადმომცემს კონვერტში ჩადებულ 1000 $ ავტო სესხის თანამონაწილეობისთვის, მეტყვის რომ მე ეს დავიმსახურე, მწუხარებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ სხვა ვერაფრით მეხმარება და შემპირდება, რომ ბანკად გადაკეთების შემდეგ თავად იკისრებს ჩემი კრედიტის სრულად დაფარვას, მთავარია დავაცადო

რა საყვარლად ისმის ახლა მისი ყვირილი, როცა ჩხუბობს , (და ეს საკმაოდ ხშირად ხდება)რატომღაც მგონია, რომ ჩემზეა გაბრაზებული, სამწუხაროა, მისის წივილ-კივილის შინაარსი რომ არ მესმის, ბევრს ვკარგავ..




წავედი კაი მოვკვდები და მოვალ 

Saturday, October 4, 2008

Marriage

 

2 კვირაში აღარ შემეზიზღება აღარც სამსახური, აღარც უნივერსიტეტი და აღარც 11 საათი :თან:

დილით სახლიდან ერთად გავალთ, ლექციებზე მოვახერხებთ ერთმანეთის ნახვას და 11 საათს დავიკიდებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სახლში წასასლველი აღარ ვიქნები :თან:

და ძალიან მაინტერესებს ესენი როგორ მოთავსდებიან ჩვენს თითებზე :ცჰუპს: