Tuesday, November 25, 2008

პრამოკშიე სპიჩკი ნაძეჟდუ უბილი

აი ისე მეძინება, თვალებზე მზად ვარ, სკოჩები ავიკრა
წესიერად მაინც დამეძინა დილით, 7 საათზე დავაყენე მაღვიძარა, დილით ადრე ავდგები და ვიბანავებთქო, მარა სნზუბით ისე მივედი 9 საათამდე, რომ ვერც გავიგე, უბრალოდ 5 წუთში ერთხელ ვიღვიძებდი და ვთიშავდი...

რათქმაუნდა სამსახურში დამაგვიანდა
ღმერთო, როგორ მეზიზღება ზემფირას არივედერჩი

აი ახლაც დაყენებული მაქვს ალარმი და თავს ვიტანჯავ, 5 წუთში ერთხელ რეკავს, ძილის ასოციაცია მიჩნდება რაღაცნაირი :უსერ:
:(

ხვალ თამოს ქორწილია, სამსახურიდან გავეთავისუფლე, დიდი სიამოვნებით ვიძინებდი დილით, მაგრამ სალონში ჩავეწერე დილით 10 ის ნახევარზე და ვერ დავაგვიანებ :პერო:

შაბათ კვირას სიფოს სანახავად მივდივართ ქობულეთში, სურპრიზის გაკეთება გვინდოდა, მარა, მაგან ხო ყველაფერი უნდა გააფუჭოს და  რატომღაც გადაწყვიტა , რომ პარასკევს უნდა ჩამოსულიყო აქ, მერე ცუგამ საკუთარი მანქანა და გული შესთავაზა და დავითანხმეთ დარჩენაზე..კვირას იქიდან ერთად წამოვალთ, ბათუმშიც შევუვლით ჯემას მშობლებს :ჯუმპ:

თეკას როგორ გაუხარდება, წარმომიდგენია :ლოვე:

არადა სიფო რომ არა, მე და ჯემა ერთად არ ვიქნებოდით ახლა
მას რომ არ ექნა, ჩვენ არ ვიზამდით :(

მომენატრა სიფო
ჩემი სენტიმენტალური  

ჩვენ ერთმანეთს ზღვის ნაპირზე შევხვდებით 
ის უმღერის დაისს
უტირებს დელფინებს და ყველა თევზს, რომელსაც სცივა
უტირებს ჩვენს გრძნობას მისდანი
ის დაგვხატავს 
ის ლექსში ჩაგვაქსოვს 
იმ ლექსს მუსიკის ჰანგებად აქცევს 
და ზღვიდან მონაბერ ნიავს გაატანს 

 

 
გვაკლიხარ, სიფ :უსერ:

Sunday, November 23, 2008

გუშინ დილით დავიწყეთ სამი მუშკეტერის ყურება, წიგნზე საერთოდ ჭკუა მეკეტება, არაფერს ვიტყვი, ხოდა ეს ფილმი ბავშვობაში მაქვს ნანახი




კიფერ საზერლენდი ათოსის როლში ცოტა მიუღებელია ჩემთვის, დარტანიანი ვაბშე სხვა როჟა წარმომედგინა და არა კრის ო დონელივით ნაზი და ფუმფულა, ცისფერი თვალებით და ბავშვური ღიმილით..  თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ცუდად თამაშობს..

აი პორთოსია მაგარი კაცი

ამერიკის დედოფლის მიერ ნაჩუქარი ხმალი განსაკუთრებით სასაცილოდ ჟღერს :)
 ჩარლი შინი... რავიცი რავიცი.. ხმა მაინც აქვს არამისივით ტკბილი :))


ფილმზე რა ვთქვა, ძირითადი აზრი შეცვლილია..

მუშკეტერებს დაითხოვენ, აღარ არსებობენ, ლუი XIII 20 წლის ბიჭია, რომელსაც რიშელიე თავის ჭკუაზე ატრიალებს, ანა ავსტრიელს და მეფეს ერთმანეთი სიგიჟედე უყვართ, უბრალოდ, რატომღაც არ იმჩნევენ, ბუკინგემი ვაბშე არ ჩანს, უბრალოდ რაღაც საიდუმლო მიმოწერას აწარმოებს რიშელიე მასთან მეფის წინააღმდეგ, საერთოდ არაფერია ნათქვამი ანას და მის სიყვარულზე,  არადა ბრილიანტის დაბრუნების მომენტი წიგნში ერთ ერთი ჩემი საყვარელია :ლოვე:

აი მილედის ამბავია შოკისმომგვრელი :))

გრაფ დე ლა ფერის ცოლია, ოღონდ იმ განსხვევებით, ბრალი დასდეს და ტყუილად დაუსვეს დამღა ხელზე გრაფმა არ დაუჯერა, გააგდო თავის პროვინციიდან და მერე გახდა მკვლელი და გათახსირებული :დ
და ყველაზე პრიკოლი ისაა, რომ ათოსი ბოლოს პატიებას სთხოვს და ამის შემდეგ მილედი თავს იკლავს

რიდიკულუს :დ

ხოდა თემატურად გადავედით The man in the iron maskზე 

ზეფილმია და ზემსახიობები თამაშობენ.


ხოდა ისა

ხუთშაბათს თამოს ქორწილია და არ ვიცი სამსხურში რა ვქნა

გიამ უნდა მიშველოს რამე :)

Thursday, November 20, 2008

სუქ

ახლა დავამთავრე საბოლოოდ კრედიტის გაცემის პროცედურები, მივეცი ბოღაჩს და მაინტერესებს რას მეტყვის ამჯერად ...

აჰა მოიტანა 2 ასო იყო გასადიდებელი და ერთ სიტყვაზე ხაზი გასასმელი..

ლევანის თავზე დაახურა ყველაფერი, ზუსტად ორ საათზე დაიწყე მუშაობაო, არადა ბრეიქის დროს კლიენტი ედგა თავზე და როგორ უნდა ეჭამა ხო არ იცით..
ღრუბელზე უერესია ეს ტიპი, მართლა :ყეს:




მოგვიანებით, ალბათ, სასიამოვნო შეხვედრა მექნება ჩემს უფროსთან ამ პროექტის თაობაზე
ხელფასი რომ გამიზარდონ, ამ სტრესს ავიტან, მართლა

დავიღალე ამათი განსხავებული უზარო წესებით და ხასიათების ცვლილებით

დღეს გასაუბრებაზე ვიყავი
ჩემი თავით კმაყოფილი ვარ

ხოდა


ამაზე ცოტა გავხალისდი :პ

INSTALLING A HUSBAND


Dear Tech Support,

Last year I upgraded from Boyfriend 5.0 to Husband 1.0 and noticed a distinct slow down in overall system performance, particularly in the flower and jewellery applications, which operated flawlessly under Boyfriend 5.0.

In addition, Husband 1.0 uninstalled many other valuable programs, such as
Romance 9.5 and Personal Attention 6.5, and then installed undesirable programs such as
NBA 5.0,
NFL 3.0 and
Golf Clubs 4.1.

Conversation 8.0 no longer runs, and Housecleaning 2.6 simply crashes the system.

Please note that I have tried running Nagging 5.3 to fix these problems, but to no avail.

What can I do?

Signed,

Desperate

DEAR DESPERATE,

First, keep in mind, Boyfriend 5.0 is an Entertainment Package, while Husband 1.0 is an operating system.

Please enter command: ithoughtyoulovedme.html and try to download Tears 6.2 and do not forget to install the Guilt 3.0 update. If that application works as designed, Husband1.0 should then automatically run the applications Jewellery 2.0 and Flowers 3.5.

However, remember, overuse of the above application can cause Husband 1.0 to default to Grumpy Silence 2.5, Happy Hour 7.0 or Beer 6.1.
Please note that Beer 6. 1 is a very bad program that will download the Farting and Snoring Loudly Beta.

Whatever you do, DO NOT under any circumstances install Mother-In-Law 1.0 (it runs a virus in the background that will eventually seize control of all your system resources.)

In addition, please do not attempt to reinstall the Boyfriend 5.0 program. These are unsupported applications and will crash Husband 1.0.

In summary, Husband 1.0 is a great program, but it does have limited memory and cannot learn new applications quickly. You might consider buying additional software to improve memory and performance. We recommend:
Cooking 3.0 and
Hot Lingerie 7.7.

Good Luck !

Tech Support

Monday, November 17, 2008

18

18 მაისიდან მე და ჯემა ერთად ვართ,

აქედან გამომდინარე 18 მაისიდან დავიწყე ცხოვრება..

ჩემი მეორე დაბადების დღეა ფაქტიურად

იქიდან მოყოლებული ამ რიცხვს ყოველთვის განსაკუთრებულად ავღნიშნავდით..

იმდენად განსაკუთრებულად, რომ 18 ოქტომბერს დაემთხვა ნიშნობაც :)

ხოდა

დღეს დილას მოხდა ასეთი რამ

მოქმედების ადგილი:

http://forum.ge/?f=25&showtopic=33900231&st=465

ტაჩკა: "დღეს 18ია

18


2 თვის წინ... "

მე : " 1 თვის წინ

და 6 თვის წინ"

კასპერი : " აუ აზზე ხაართ?

ჩემთანაც 18 ში დაიწყო ყველაფერი

2 თვის წინ "

შვილი : " კაიფობთ?


აი ბოიიიიშყო თუ მეც 1 თვის წინ არა... 18ში"




im mad about 18
love 5 of you :love:

ხოდა

დღეს შეუძლიათ ჩემთან ლაპარაკით თავი არ შეიწუხონ არც ჩემმა ქმარმა და არც ჩემმა ძაღლმა..

ორივეს ვკიდივარ, ერთი გამოხატავს იმით, რომ ნახუიზე გაუშვა ჩემი თხოვნა და შედეგად ის მიიღო, რისიც მეშინოდა და მეორე იმით, რომ გუშინ ღამე ჩემს ფეხსაცმელებს დააფსა





და თუ კარგად არ მოიქცევა ლეტი, საკუთარ ფაფუკ ქათიბზე გამოსცდის ქუჩის ძაღლის ცხოვრებას თავის ფართო შესაძლებლობებით..

გავაგდებ

იქ სადაც ექნება ბევრი ნაგავი
ბევრი სიცივე
და სადაც ცხოვრებას გაუმწარებენ სხვა ძაღლები თავისი არსებობით


მაგრამ ექნება ბევრი მოსაფსმელი ადგილი
და თავს აღარ შეიწუხებს იმაზე ფიქრით, რომ აქ არ შეიძლება
რომ აქ ანა გაუბრაზდება

და ჩემს ქმარს რაც შეეხება
თუ უნდა სულ შიშველმა ირბინოს შუა ნოემბერში
ან თუ უნდა, მოითმინოს ერთ ორი თვე, რომ უფრო კარგად აცივდეს

და მერე ქნას
მაინც ქრონიკულად გაციებულია და უარესი არაფერი დაემართება

ნევერმაინდ


First cooking day

:D

მივიღე რა მხედველობაში ის ფაქტი, რომ ერთ მშვენიერ დილას შესაძლოა მე და ჩემს ქმარს შიმშილისგან სული ამოგვძვრეს, გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მოვეკიდო კულინარიასთან დაკავშირებულ საკითხებს..

ჯემა ჩემზე მაგარია მაგ სფეროში, მარა სულ მაგას ხო არ გავაკეთებინებ, კაცო, ცოდოა :(

პირველად იყო იდეა, ამეღო სახლიდან საგანგებოდ წამოღებული კულინარიის წიგნი და რომელიმე რეცეპტის მიხედვით გაგვეკეთებინა საჭმელი..

დიდი ამბით დავიწყეთ კითხვა, მარა ტერმინების ნახევარი ვერ გავიგე იქიდან, ვერც დავიმახსოვრე, თორე ვკითხავდი ვინმეს.. სავარაუდო განსხვავებას კი მივხვდი გამომცხვარ კარტოფილს და შემწვარ კარტოფილს შორის..

ფორუმზე რეცეპტების თემიდან გავაკეთებ აწი ყველაფერს, იქ გასაგები ენით მაინც წერია..

საღამოსკენ ბავშვები უნდა მოსულიყვნენ, ნათიას მეხმარებოდა და გავაკეთეთ მაკარონი ტუშონკით და მოხარშული კვერცხი მაიონეზით :ცჰუპს:

ჯემამ, ნათიამ, მაკუმ და გეგამ ჭამეს და ჯერჯერობით ცოცხლები არიან..

ჩემი უშვილესი და ზიკი გვიან მოვიდნენ და ვერ მიუსწრეს

მე არ ვითვლები, საკუთარი საჭმელი ვრიად ლი მომკლავდა :D

დილიდან ენერგიულად ვარ, რას ნიშნავს გამოსვლის წინ ჭამა :D

ა საჩემო რაღაც :D

"იღებთ ხახვს და ჭრით 5 მილიმეტრიან რგოლებატ, შემდეგ რგოლებს აცალკევებთ ისე რომ ცალკეული "ბეჭდები " მიიღოთ.
შემდეგ გვჭირდება 2 ფიალა , ერთზე ვთქვიფავთ 2 კვერცხს + მარილი+ შავი წიწაკა. მეორეზე კი ვყრით პურის ფქვილს ან დაფშხვნილ სუხარს. შემდეგ ჩვენ ხახვებს ამოვავლებთ ჯერ კვერცხში მერე სუხარში, ისევ კვერცხი ისევ სუხარი და ვცვავთ ზეთიან ტაფაზე (ზეთი იმდენი უნდა იყოს რომ ხახვი მესამედზე მაინც იყოშ შიგნით) , როცა ერთი მხარე შეიცვება , გადმოაბრუნებთ და მეორეზე ცვავთ.
წინასწარ მოამზადებთ დიდ თეფშს სადაც დააფენთ 2-3 გაშლილ ხელსახოცს (სალფეტკს) და დადებთ ტაფიდან ამორებულ ხახვებს.
(ეს ხელსახოცი აუცილებლადაა საჭირო რომ ზეთი შეიწოვოს ხახვიდან.)"

დღეს ვიზამ :D

Monday, November 10, 2008

ლექსიკონი

 
შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყავა – დილის სინონიმია.
სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ.
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები.
მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება.
ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალცალკე ცხოვრობენ.
გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს.
მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ.
თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა.
პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს.
მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები.

თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს.
ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.
ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის.
მონატრება – როდესაც ვეწევი და სიგარეტს ცალი მხარე ეწვება.
სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება.
ღმერთი – ის ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს.
ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან.


miss u :2kiss:

Friday, November 7, 2008

ნერვი აღარ მაქვს

მეზიზღება დღეს ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდება..
ჯერ იყო და დილით ჯემას ვეჩხუბე, ახლაც ვერ ვხვდები რატომ
სამსახურში მოვედი თუ არა, 30 კონტრაქტი მაჯახეს გასაკეთებლად, თან მშიოდა :(

 
ერთ ერთი პეროგარჭმული შპს ჩვენთან სესხს არ ფარავს, უზრნველყოფა ოხრად აქვს, ერთი მიწის ნაკვეთი, ერთი ბინა და ორი ფიზიკური პირის თავდებობა, ჩვენ ყველას წერილები გავუგზავნეთ და სესხს თუ არ გადაიხდის ის შპს, დაგენძრათქო ვუთხარით , ხოდა შესვენება სანამ დაიწყებოდა, ერთი მოხუცი კაცი მოვიდა ჩემთან :( ერთ ერთი ბინის მესაკუთრე, ცოლი გარდაეცვალა ორი დღის წინ, იმ შპს ს როგორ მისცა უზრუნველყოფა ახლაც არ ახსოვს და ტიროდა, სახლი არ გამიყიდოთო :(

არადა არც ეს შპს იცოდა რას წარმოადგენდა, არც მის დირექტრს იცნობდა და საერთოდ, აზრზე არ იყო, რა ხდებოდა :(

მოატყუეს

 საერთოდ ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობა მაქვს მოხუცი კაცების მიმართ და ახლა განსაკუთრებით დავიგრუზე :(

მარჯანიშვილის მეტროსთან რომ წიგნების მაღაზია იყო, იმის იმედი მქონდა, მარა მის მაგივრად დიდი სუპერმარკეტი დამხდა :(

გავედი ვაკეში, სადაც ახალგაზრდობაში ვყიდულობდი წიგნებს, ვერ ვიშოვე :(


მერე მითხრეს, კოლმეურნების მოედანზე ბონა კაუზა რომ არის, იქ მიდიო, ძლივს ვნახე :(

ქეში მქონდა 13 ლარი და წიგნი 14 ლარი ღირდა :(
მიმიწია გიგას ნაჩუქარი 5 ლარის დახარჯვა, იმიტომ რომ შანსი არ იყო, ახლოს სადმე ბანკომატი მეპოვა :(

არადა ზედ ეწერა,არ დახარჯოო :(

ერთი წელი ვინახავდი სადღაც :(

წამოვედი უკან, წამოვათრიე წიგნი და ენით აუწერელ საცობში მოვყევი 
სამსახურში ნახევარი საათით დავაგვიანე

დასვენება მინდა რა :(

Thursday, November 6, 2008

The ძაღლი

 მთლი ღამის განმავლობაში  ჩემს საწოლთან ფუსფუსებს , კუდის მედიდური რხევით დაბოდიალობს ოთხაში საკბილოს ძიებაში, ყველა ჭიქაში ცხვირს ყოფს იმ იმედით, რომ სადმე ლიმონს მაინც  წააწყდება და შესანსლავს.

მერე რა, რომ შოკოლადებს, შოკოლადის ქაღალდებს, სიგარეტებს, საფერფლეებს მუსრს ავლებს...
მერე რა, რომ გუშინ ღამე ჩემი ჩანთიდან ლაკალუტის კბილის პასტა ამომაცალა  ( სახლიდან გასვლის წინ შევამჩნიე..)და რაც თეთრი მასა იყო შიგნით, სულ გამოწოვა

არც იმას უშავს რამე, ყოველ დღე რომ ახალ-ახალ სიურპრიზებს გვახვედრებს

ან აქ რა მოსატანია ის ფაქტი, რომ კვირას დილის 6 საათიდან პრეტენზიულ კვნესას იწყებს, როგორმე აწიეთ ტრაკები და გარეთ გამიყვანეთო..აწიეთ ტრაკები, გარეთ გამიყვანეთ-მაჭამთო


რა ქნას აბა სხვა

დღეს სულ ტრაკის ქიცინით და ჰაერში ორმაგი სალტოების კეთებით  მიირთვა ჭიის წამალი ძეხვის არომატით

კატეგორიულად ეკრძალება ტკბილეული, მარა არ ესმის

24/7 მთელი არსებით დაფიქსირებულია იმაზე, რომ ნებისმიერი ხერხით მოიპოვოს ესა თუ ის საჭმელი..
მისი თეფში ყოველთვის ცარიელია
მას ყოველთვის შია
 
დამნაშავედ ვგრძნობ თავს, როცა ვჭამ და ეს ასეთი თვალებით მიყურებს..




 
მერე რა, რომ სამი კაცის სამყოფი მიირთვა, მაინც ხომ შია ...


რაც არ უნდა ქნას, ყველაფერს ვაპატიებ  
იმასაც, დაღლილ-დაქანცულმა ტორტის პატარა ნაჭერი ძლივს რომ ამოვათრიე, სამზარეულოში რომ დავტოვე და ჭიქის მოსატანად რომ გავედი მეორე ოთახში და რომ გამოვარდა ტუჩების ლოკვით და  მხოლოდ ტორტის ნარჩენი რომ დამიტოვა..

იმასაც , გამოცდის წინ მთელი წლის ნაწვალები კონსპექტი რომ დამიხია რომის სამართალში და სტუდბილეთი რომ შემიჭამა..

ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, მაცივრის, კედლების, ავეჯის განადგურებაც არაა პრობლემა..




ოღონდ აღარასოდეს გახდეს ცუდად და იყოს ასეთი თავისნათქვამა და მატყუარა

მსუნაგიც - ჰუ ქეარს

ჩემი ლამაზი ჭკვიანი კეთილი კოპლაკი

ჩემი მირავაია მამა



 
ჩეეეემი განუყოფელი :ლოვე:

Tuesday, November 4, 2008

Lost in Lost

აზრზე არ ვარ, რატომ ვაყენებ მაღვიძარას ყოველ დღეს 7.30 ზე.. ვითომ , იმ მოსაზრებით, რომ მაგ დროს გავიღვიძოთ, 8 მდე გამოვფფხიზლდეთ და 9 ის წუთებზე ავდგეთ .. როგორ შემზიზღდა ზემფირას არივედერჩი, არადა სპეციაულურად დავაყენე თავის დროზე, სასიამოვნოდ მაინც გამაღვიძებსთქო..  

არადა რა ჯობია დილით ქმართან ერთად კოტრიალს :(

და ლოსთის ყურებას.. მეოთხე სეზონის ბოლო სერიებზე ვარ და წარმოადგენაც კი მიჭირს რა მეშველება თებერვლამდე :(

საერთოდ აქამდე როგორ ვცხოვრობდი ლოსთის გარეშე :(

ყოველ საღამო ვიმარაგებთ ტკბილეულებს,ვისხამთ ჩაის, დავწვებით და ვიწყებთ ყურებას - ეს დღის ყველაზე და შეიძლება ითქვას, ერთადერთი ტკბილი ნაწილია 

ლეტო უეჭველი გვერდით დგას და შოკოლადის ქურდობის მორიგ გეგმას ამუშავებს


შემდეგ, უკმაყოფილების ნიშნად, ტრაკის დემონსტრაციული ქნევით მიდის და იძინებს..

ახლა ლოსთის 13 სერიას ვიწერ, მორჩა, ეს ბოლოა..
ვიცი, კუბოში რომ ლოკი წევს
და ისიც ვიცი, რომ მაიკლია ბენის კაცი ნოთ ფენის ბოუთზე

მე მაინტერესებს შემდეგი:

ლოკი ხომ არაა ეს




და ამას რა უნდა აქ