Wednesday, December 31, 2008

happy happy




გილოცავთ ყველას, პირველად მიხარია ახალი წელი, პირველად ვხვდები ჩემს ქმართან ერთად და პირველად ვაკეთებ ამ დღისთვის საჭმელს 

წარმატებები პირადშიც და კარიერაშიც 

ლეტის თავი სამოთხეში ჰგონია

დამაცადოს, წვიმა შევაბა ჯერ :D

Friday, December 26, 2008

რთული ბავშვობა

ე.ი საკუთარი  თავი მახსოვს დაახლოვებით 3 წლიდან  და აქედან მოყოლებული, ყოველთვის ვიღაც მიყვარდა..

3 წლისას შემიყვარდა მამაჩემის ძმაკაცი თამაზი, ნუ უბრალოდ სიყვარული არ გეგონოთ, ვააფანატებდი:

- დე ღამე კარები არ დაკეტოთ, თამაზი უნდა მოვიდეს,
-დე ამ საჭმელს არ შევჭამ და თამაზის დავუტოვებ
- დე მე შარვალი არ მიყიდო, თამაზის უყიდე და ა.შ . :(

შემდეგი პერიოდისთვის დღის წესრიგშია მეზობელ - კარატისტი - მიშკა 
 

ნუ ლეგენდად დადის ის ფაქტი, რომ 38 გრადუსიან, სიცხიან ბავშვს მიშკას დანახვაზე ფრთები შეესხა, სიცხემ დაუწია, წამოხტა, ორი დღის უჭმელმა საჭმელი ჭამა და ა. შ ..

ნეტა განახათ, რა მახინჯი იყო :(

ნუ შემდეგ დავინტერესდი მუსიკით, ლეტერატურით და ტელევიზიით ..

ხო გახსოვთ, ფირსაკრავი რომ იყო და იმაზე დიდი პლასტინკა რომ იდებოდა და იმ პლასტინკას უფრო დიდი ქავერი რომ ჰქონდა, იმაზე იყო ტოტო კუტუნიოს სურათი, რა დამავიწყებს, ნახევარი სახე ჩრდილში ჰქონდა,  გრძელი თმები სახეზე ჩამოყრილი.. მაგ სურათზე მეძინა, მაგით ვჭამდი საჭმელს და საერთოდ მაგით ვარსებობდი... ჩემს დას ვაყოლინებდი ზღაპრებს ტოტოზე, ვახატინებდი, მეც ვსწავლობდი ხატვას და  ა.შ :( ტელევიზორისთვის ყურება რომ მეცლია ჩემებისთვის, ყველა პოლიტიკოსი თუ წამყვანი ტოტოს ბიძაშვილი ან დეიდაშვილი იყო.. ვაიმე რაურთულესი ცხოვრება მქონია...

შეემდეგი ბრაიან ადამსი - დაახლოვებით 7 წლის ასაკში.. ნუ ისე მიყვარდა და ისე ვბაძავდი, რომ მუხლებზე შემოხეულ ჯინსებს და შეთელილ ჯინსის კურტკას ვერავინ მხდიდა, ეგ კი არა, ერთი მაისური მქონდა აკვიატებული, ლამბადა ეწერა, რა შუაშია არ ვიცი, მარა  ბრაიანიკოს მაისურის გავსთქო და სანამ დედაჩემმა დემონსტრაციულად არ გადამიხია, ვატარებდი :მო:

ნუ ბრაიანი ახლაც მიყვარს, ასე რომ არაფერი შეცვლილა..

შემდეგი ობიექი იყო კრისტოფერ ლამბერი.. ნუ გადამეკეტა, რატომღაც ვთვლიდი რომ 18 წლის იყო და ათასგვარ ისტორიას ვთხავდი მასზე.. აქედან დაიწყო ისტორიების შეთხზვა ჩემი სიყვარულის ობიექტებზე :დ

დაახლოვებით 2 წელიწადში ახალგაზრდებით დავიწყე დაინტერესებდა და ფილმ "Speed"ის ნახვის შემდეგ შემიყვარდა კიანუ რივზი... წარმოვიდგენდი, რომ ჩემსავით დადიოდა სკოლაში, ჩემსავით ეზიზღებოდა ფიზიკა, ჩემსავით საშინელი მასწავლებელი ჰყავდა ქიმიაში და მეგობრობდა ბრაიან ადამსთანდა ყველასთან, ვინც იმ პერიოდისთვის მომწონდა.. ბრედ პირი, მაგალითად ..Legends of the fall, მაშინ საერთოდ არავინ იცნობდა, არც მაგის სურათებით იყო აჭრელებული გაზეთები .. პოლაროიდით ვუთებდი ხოლმე ეკრანს :(

ნუ ლიტერატურულ გმირებს რაც შეეხება, მათი გადმოყვანა რეალურ სამყაროში მიჭირდა, სანამ ბარათაშვილი შემიყვარდებოდა.. მისი საფლავიდან საკუთარი ცრემლით დასველებული ფოთოლი მოვწყვიტე და სახლში წამოვიღე, ჩუმად ჩავიკეტებოდი ოთახში და ვტიროდი შემდეგი ტექსტით:

- საწყალი საქართველოშიც კი არ ეღირსა სიკვდილი და მისი ძვლები ხის ძირში ჩამოსულმა წყალმა :(

ხოდა მოკლედ.. კიანუს შემდეგ ისევ გაცხოველებული სიყვარული დამიბრუნდა ბრაიან ადამსის მიმართ...

და დაიწყო დიკაპრიოს ეპოქა..

ფანატიზმის პიკი შეიძლება დავარქვა ამას...

არ დავკონკრეტდები, ნერვები მეშლება საკუთარ თავზე...

ევან მაკრეგორსა და ჰიუ ჯეკმანზე ახლაც ვგიჟდები, წინებისგან განსხვავებით არა ავადმყოფურად..

ბოლოს იყო დერენ ჰეისი .. 1995 წელს პირველად მოვუსმინე  to the moon and back ს და ამით უკვე ყველაფერი იყო ნათქვამი ..

მაგ დროს უკვე მართლა დიდი ვიყავი და უნდა მეაზროვნე იმ დონეზე მაინც, რომ ასე არ გამეიდეალებინა და არ გამეფანატა პირველ რიგში ადამიანზე და და ამ ადამიანიდან გამომდინარე მის მუსიკაზე.. 

ნუ წლების განვალობაში ვეგუებოდი აზრს, რომ ასეთი კაცი მეორე არ არსებობს, რომ ისაა კაცთა შორის იდეალი და უნდა ვიჯდე ჩემთვის, ვეთაყვანო მას და იმედი ვიქონიო, რომ ოდესმე თითს შევახებ..

გავიდა წლები..

ჩემთვის უწყინრად ვათვალიერებ მის საიტს ნეტში, სადაც დიდი სიხარულით გვაცნობებენ, რომ  დერენ ჰეისმა, ორწლიანი ურთიერობის შემდეგ,როგორც იქნა იქორწინა ბოიფრენდ რიჩარდ კუნინზე




ეს როგორ გამიკეთა :(

არადა ახლაც ვგიჟდები მასზე, მართლა ვგიჟდები :(

Thursday, December 25, 2008

The tales of Beedle the Bard

ეს ალბათ პოტერიადას the end mighty ა , არასასმიამოვნოა, მარა ფაქტია.

ასე რომ მაქსიმალურად მისი კითხივს დროს და ვიხანგძლივებ სიამოვნებას.

The tales of Beedle the Bard ნახსენებია პოტერის Deathly Hallows ში, როგორც რუნულად დაწერილი ზღაპრების კრებული,, რომელიც დამბლდორის დამბლდორის ანდერით გადაეცა ჰერმიონს.. ნუ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ზღაპრებიმხოლოდ რონისთვის იყო ნაცნობი, იმიტომ რომ ჰერმი მაგლების ოჯახში, სინდარელაზე გაიზარდა,(საქართველოში რომ ეცხოვრა, ვიტყოდი, წიქარაზეთქო :მო:)  ნუ რაც შეეხება ჰარის, მისი რთული ბავშვობის ფონზე უხერხულიც კია ზღაპრებზე ლაპარაკი :)

მოკლედ ეს არის პოპულარული ზღაპრების კრებული ჯადოქარი ბავშვებისთვის, როგორც ჯო ამბობს, იმით განსხვავდება მაგლური ზღაპრებისგან, რომ თუ იქ ბოროტი ჯადოქარი ლამაზ უფლისწულს ურჩხულად აქცევს, ან მზეთუნახავს 100 წლით აძინებს, Beedle the Bard ის გმირები თავად იყენებენ მაგიას, მაგრამ მკითხველებს აჩვენებენ, რომ მაგია სულაც არაა იოლი გზა პრობლემების გადასაჭრად, მათ იგივე დაბრკოლებების გავლა უხდებათ, რაც ჩვენს გმირებს :)

კიდევ ერთი განსხვავება - Beedle the
Bard ის გმირები უფრო აქტიურად იბრძვიან მიზნის მისაღწევად და არ ელოდებიან, როდის გაბრყინებული უფლისრული კონკიასთან  და ჩამოაცმევს დაკარგულ ფეხსაცმელს ..

საერთო იდეა კი ერთია, სიკეთე იმარჯვებს სიბოროტეზე და ისინი, ვინც სიკეთისთვის იბრძვიან, გულუხვად ჯილდოვდებიან..

Deathly Hallows იმიტომ ვახსენე, რომ აქ დიდ როლს თამაშობს ამ კერბულიდან ერთ ერთი ზღაპარი, კერძოდ ისტორია სამ ძმაზე, რომლებსაც სიკვდილი დაასაჩუქრებს სამი ძვირფასი საჩუქრით- უფროსს ძლევამოსილ ჯადოსნურ ჯოხს, შუათანას გამაცოცხლებელ ქვას და უმცროსს - უჩინმაჩინის მოსასხამს, რომელიც აქტიურ როლს თამაშობს პოტერიში 7 ვე წიგნის განმავლობაში :დ



ამ ძმების ისტორიას რაც შეეხება - უფროსი იმდენს იტრაბახებს, ძლევამოსილი ჯოხი მაქვსო, რომ ბოლოს ძილში მოკლავენ და სხვები დაისაკუთრებენ ჯოხს, შუათანა გამაცოცხლებელი ქვით საცოლეს გააცოცხლებს, ოღონდ ბოლომდე დაბრუნებას ვერ მოახერხებს, შეირყევა ჭკუაზე მარტო ანარეკლის ყურებით და მოიკლავს თავს.. რაც შეეხება უმცროს ძმას, მაგლური ზღაპრების არ იყოს, აქაც მოხერხებულობით გამოირჩევა, შეძვრება უჩინმაჩინის მოსასხამში და მთელი ცხორება ემალება სიკვდილს.. ბოლოს, როცა მობეზრდება სიცოცხლე, მოიხსის მოსასხამს და მოკვდება :)

შემდეგ ეს მოსასხამი გადაეცა თაობიდან თაობას და ჰოგვორტსში მისვლის პირველსავე წელს ანონიმური გზავნილით ჰარის წარწერით use it well :)

რაც შეეხება დანარჩენ საჩუქრებს - ჯოხი აღმოჩნდება დამბლდორის მფლობელობაში, ქვა აწ დაჰორკრუქსებული ვოდემორის ბეჭედში.. ეს ბეჭედი იყო, ფაქტიურად, დამბის სიკვდილის მიზეზი :) და მოსასხამი ჰარის ჯიბეში :პ

ხოდა რატომ მოვყევი ყველაფერი ეს :)

ჯომ გამოსცა ამ ზღაპრების კრებულის 7 ხელნაწერი კოპია, საკუთარი ილუსტრაციებით



და აქედან ერთი 1,95 მილიონ ევროდ შეიძინა ჟურნალმა ამაზონმა :ბის: ეს ქავერი სპეციალურად ამაზონისთვის გაკეთდა, როგორ მინდა :ცრყ:



მიღებული თანხა ბავშვების თავშესაფრებს გადაეცემა..დანარჩენი 6 კი გადაეცა იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად იყვნენ ჩართულნი პოტერის სერიებში..



აქედან მხოლოდ ორი ადამიანის სახელი გახდა ცნობილი, ერთი არის ბანი კუნინგემი, მეორე არტურ ლევინი.. არ მესმის ჩემზე მეტად ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული, მარა მაინც..

ამ შეცდომასვპატიობ...


მე ელექტრონული ვერსია მაქვს, არახელნაწერი :ს

მარა ილუსტრაციები ადგილზეა..
ზღაპრებს თან ახლავს დამბლდორის კომენტარები
თითქოს პოტერში ვბრუნდები :მო:

Wednesday, December 24, 2008

ხელფასი როდის იქნება?

იმედია ამ კვირის ბოლოს, დეპრესიულ ფსიხოზში გადამეზედება ეს ფინანსური კრიზისი :(

Saturday, December 20, 2008

Pet Society

დღეს ახალი აბაზანა ვუყიდე ჩემს ბღარწიკს, იცით რა საყვარლად ხტება შიგნით და ბანაობს? :ლოვე:

დღეში რამდენჯერმე იმ ვარდისფერი საპონით თუ არ დაბანე, ბუზები დაეხვევა და მერე სახლში იზამს პროტესტის ნიშნად :დ

 

ერთი სული მაქვს, ფანჯარას როდის გამოვცვლი, გაზაფხული ჩანს :პ


 

აქ პრიზები შემოვყარე იმის გამო, რომ არც ერთ ოთახს არ უხდებოდა, მარა აქედანაც მალე გავიტან, მანდ დიდ სამზარეულოს ვგეგმავ :დ

როგორც კი ჯაკუზი გამოვა გაყიდვაში, ამ ოთახში გავაკეთებ, ყვავილებს მოუხდება :ლოვე:

ეს ჯემას ფეთი მეკია, ქუჩაში შეხვდა ბღარწიკი შემთხვევით 

არადა სახლში ვერ გვიყიდია ვერაფერი 

ნამდვილში :მო:


Friday, December 19, 2008

დდშვც

ე.ი დილიდან სიცხე მაქვს, მაკანკალებს, გული მერევა, ვზივარ და უამრავ საქმეს ვაკეთებ..
ხვალ გამოცდა მაქვს და მეცადინეობა არ დამიწყია ჯერ გასაგები მიზეზების გამო, დღეს კაცმა არ იცის, როდის წავალ სახლში, იმიტომ რომ დილის 12 საათიდან ვიღაც გამოყლევებულ ბანკს ველოდებით როდის მოგვწერს თავის გამოყლევებულ პასუხს ისეთ დიდ ბულშითზე რომ მსგავსი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს :(



რა დავაშავე :(

Tuesday, December 16, 2008

მომენატრე შე ჩემა

დიდი სიამოვნებით დავწერდი რას ვფიქრობ ადამიანებზე,რომლებიც ფიქრობენ რომ მეგობრობა შემოიფარგლება მხოლოდ და მეორე ადამიანის ხმარებით და მისი სასიცოცხლო რესურსების ამაქსიმალური გამოყენებით... მარა ალბათ არ ღირს, ისევე როგორც ყოველგვარი ''მონატრების''  მცდელობა

 მე უკვე ამოვიწურე

Sunday, December 14, 2008

თოვლითქო

გუშინ რაღაც სიმძიმით დავიძინე.. ახალი კვირა იწყება, უამრავი საქმე, სტრესი, თან გამოცდები :ვის:

დილით ცოტა გავლაითდი - პატარა თოვლი დამხვდა მოსული, მართალია, უფრო ტალახს დავარქმევდი, ვიდრე თოვლს, მარა მაინც ...

მალე ახალი წელია, როგორ მინდა ახალი წელი სადმე შორს თბილ სახლში გავატაროთ მე და ჯემამ მეგობრებთან ერთად..
გარეთ რომ დიდი თოვლი იყოს და სახლში ბუხარი გიზგიზებდეს
სახლში რომ შედიხარ გაყინული, ლოყებაწითლებული და სასწაულ სითბოს გრძნობ

მცივა ახლა მე
თან გამოცდა მაქვს

ვაიჰ

Friday, December 12, 2008

:ყაწნ:

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მაქვს კაზუსი შესაქმნელი და მისატანი ..
ნეტა ვარგა ესა?


სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმე წამოეწყო შპს “ ყვავის” წინააღმდეგ შპს “მტრედის” განცხადების საფუძველზე, რომელმაც 2008 წლის 21 ნოემბერს მიმართა სასამართლოს განცხადებით აღნიშნული წარმოების დაწყების თაობაზე. სასამართლოს განჩIნებით, საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, დაინიშნა გაკოტრების მმართველი და მომრიგებელი საბჭოს წევრები.

განჩIნების გამოტანიდან 2 დღის ვადაში გაკოტრების მმართველმა დანიშნა კრედიტორთა კრების პირველი დღე. კრებაზე კრედიტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაწყებულიყო მოვალის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება, გაკოგაკოტრების მმართველს დაავალეს სამეურვეო ქონების მოძიება და შეფასება.

მომრიგებელმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის შეწყვეტის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ სამეურვეო ქონება აღემატებოდა მოვალის ვალდებულებებს. სასამართლომ გადაწყვეტილება არ დაამტკიცა.

1) უნდა დაწყებულიყო თუ არა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
2) სწორად დაინიშნა თუ არა კრედიტორთა კრების პირველი დღე
3) სწორად დაინიშნა თუ არა გაკოტრების მმართველი და მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობა
4) რამდენად მართლზომიერია ზოგადად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცედურები






ურთულესი კაზუსია ფაქტიურად, არც ერთი წინადადება არ არის სწორი

ვა :(




Thursday, December 11, 2008

We are going on vacation, baby

ალბათ ვინც ლოსთს უყურებდა, ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო მეოთხე სეზონის ბოლო ეპიზოდი, J.J ს რამდენიმე კუბოში დასაწვენი კანდიდატი ჰყავდა, ა აგერ .. ბოლოს ლოკი აირჩია :პ



ალბათ, მის სიკვდილს რაიმე დატვირთვა ექნება..
როგორც კრისტოფერის სიკვდილს.. ის კუბოთი მიჰქონდა ჯეკს და ზუსტად მაშინ ჩამოვარდა თვითმფრინავი კუნძულზე .. შემდეგ გვამი დაიკარგა და კაცმა არ იცის, როგორ გაცოცხლდა და ჯეიკობთან როგორ აღმოჩნდა.. ან თვითონ ჯეიკობი ვინაა, ხეზ :დ

ხოდა ახლაც..
წაიღებენ ლოკს, წავლენ, ჩამოვარდება თვითმფრინავი და დაიწყება ყველაფერი თავიდან :ლოვე:

ოღონდ თუ წინა სეზონები მათი იდეაფიქსი უკან დაბრუნება იყო, ახლა ნამდვილად აღარ იქნება..

იმედია, დესმონდი თავს არ უშველის და სახლში არ დაბრუნდება
პენიზე ახლა ბენი ნადირობს შურისძიების მიზნით :ცჰუპს:

რაც მე მაგათ სიყვარულის ისტორიაზე ვიტირე :ცრყ:

ე.ი

ესენი ვნახე ımdb ზე

Season 5 Season 5, Episode 1: Because You Left
Original Air Date—21 January 2009
Season 5, Episode 2: The Lie
Original Air Date—21 January 2009
Season 5, Episode 3: Jughead
Original Air Date—28 January 2009
Season 5, Episode 4: The Little Prince
Original Air Date—11 February 2009
Season 5, Episode 5: This Place Is Death
Original Air Date—18 February 2009
Season 5, Episode 6: The Life and Death of Jeremy Bentham
Original Air Date—25 February 2009

ეს პრომო



ვაიმე ვაიმე რამდენ რამეს უნდა ველოდო :დ

Wednesday, December 10, 2008

აღარ შემიძლია ლოდინი

ვზივარ და დებილივით ვუყურებ
როდემდე :(





ერთ კადრში მგონი დამბლდორის სიკვდილი არის დაფიქსირებული..
-severus, please ..

რამდენი კითხვა გამოიწვია ამ ფრაზამ თავის დროზე.. აი ზუსტად ვიცოდი, რომ დაბლდორი სევერუსს არ სთხოვდა, არ მომკლაო, ასე არ დაეცემოდა.. პირიქით.. მისი სიკვდილიც მისი ჩანაფიქრის ნაწილი იყო..

ახლა ვნახე ფორუმზე ჩვენი თემის მესამე ნაწილი, ასეთი პოლი იყო გაკეთებული


თქვენი აზრით, როგორი იქნება "ჰარი პოტერის" დასასრული?
1. ჰარი მოკლავს ვოლდემორს. [ 23 ] [21.50%]
2. ვოლდემორი მოკლავს ჰარის. [ 7 ] [6.54%]
3. სნეიპი მოკლავს ჯერ ვოლდემორს, შემდეგ - ჰარის. [ 4 ] [3.74%]
4. ჰარი დაამარცხებს ვოლდემორს მეგობრების დახმარებით. [ 11 ] [10.28%]
5. სნეიპი დაამარცხებს ვოლდემორს. [ 3 ] [2.80%]
6. ჰერმიონი ან ჯინი დაამარცხებენ ვოლდემორს. [ 3 ] [2.80%]
7. ვოლდემორი მიხვდება, რომ სიყვარულით უფრო მეტს მიაღწევს და შეწყვეტს ომს. [ 3 ] [2.80%]
8. ჰარი მოკლავს ვოლდემორს და თავს მოიკლავს. [ 7 ] [6.54%]
9. დაამარცხებენ ვოლდემორს და მეგობრები მოკლავენ ჰარის, რომ ბოლო ჰორკრუქსი განადგურდეს. [ 6 ] [5.61%]
10. ბლეკი ან დამბლდორი დაბრუნდება და დაამარცხებს ვოლდემორს. [ 2 ] [1.87%]
11. "სიკვდილის მხვრელები" თავადვე დაამარცხებენ ვოლდემორს. [ 1 ] [0.93%]
12. სნეიპი, ჰერმიონი და ჯინი დაეხმარებიან ჰარის. [ 6 ] [5.61%]
13. ჯინი დაამარცხებს ვოლდემორს. [ 2 ] [1.87%]
14. სიყვარული გაიმარჯვებს, მტრობა დასრულდება. [ 5 ] [4.67%]
15. დასრულდება ისე, როგორც დაიწყო... ვოლდემორი ძალაგამოცლილი გადაიკარგება. [ 24 ] [22.43%]
Total Votes: 107

ყველაზე მეტი ხმა მეთხუტმეტეს ჰქონია, ალბათ ეგ იყო ყველაზე ლოგიკური დასასრული..

აღარ მახსოვს, მე რომელს მივეცი ხმა, მარა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჰარი იყო მეშვიდე ჰორკრუქსი (მართალიც აღმოვჩნდი) და ვოლდის საბოლოო დამარცხებისთვის მისი სულის უკანანასკნელი ნაწილის გასანადგურებლად თავს შეაკლავდა მას ან smth like this :D

ეს კითხვები, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებდა იმ დროს :დ

1 - გაიხსნება თუ არა ჰოგვარტსი და თუ გაიხსნება, დაბრუნდებიან თ უ არა ჰარი, რონი და ჰერმი ?
2 - სნეიპი კეთილია თუ ბოროტი?
3 - რა არის მნიშვნელოვანი იმაში, რომ ჰარის ლილის თვალები აქვს ?
4 - რამ გამოიწვია დამბლდორის ნდობა სნეიპისადმი?
5 - რატომ არ აპირებდა ვოლდემორტი ჯეიმსის მკვლელობის შემდეგ ლილის მოკვლას?
6 - ვინ არის რ ა ბ
7 - სად დამალა ვოლდემორტმა ჰორკრუქსები
8 - ვინ იქნება ფენიქსის ორდენის წინამძღოლი
9 - იქნება თუ არა ბილ უიზლი მაქცია
10 - მარტო იყო თ არა ვოლდემორტი ჰარის მშობლების მკვლელობის ღამეს გოდრიკ ჰოლოუში??
11 - რა იმალება ფარდის მიღმა მაგიის სამინისტროში?
12 - როგორ გაიგო დამბლდორმა ლილის მკვლელობის დეტალები თუ იმ ღამეს იქ არ იყო?
13 - რა იყო ის სითხე, რაც დამბლდორმა დალია გამოქვაბულსი და რას განიცდიდა ის ამ დროს..
14 - როგორ გაიგო ჰაგრიდმა ან სხვა ადამიანებმა ჰარის მშობლების ადგილმდებარეობა, როცა მხოლოდ გრძელკუდანმ იცოდა ამის შესახებ და როგორ მიაგნებს ამ სახლს ჰარი მომავალში
15 - მეხსიერების რა ნაწილი შეინახა სნეიპმა საფიქრალაში იმ დროს, როცა ოკლუმენციის გაკვეთილებს უტარებდა ჰარის


15 კითხვას ეძღვნება მთელი თავი, დამალა ის, რაზეცაა აგებული მთელი მისი ისტორია და რაზეც ღამის 5 საათზე ხმამაღლა ვბღაოდი :დ
11 კითხვას კი პასუხი საერთოდ არ გაეცა :)

ესეც ჩემი მოსაზრება სნეიპზე, ვენათალე ჩემს თავს

''მე ვიჯერებ უკვე რომ სნეიპი ცუდი ტიპი არაა

კოშკში იმ ღამეს სნეიპმა ჰარი 2 ჯერ გადაარჩინა სიკვდილის
1 - სნეიპი სულელი არ იყო და შენიშნავდა 2 ცოცს კოშკში, ის მიხვდებოდა რომ სადღაც ახლოს იყო უჩინმაჩინის მოსასხამში გახვეული, მან სასწრაფოდ მოკლა დამბლდორი და დააჩქარა დანარჩენი სიკვდილის მხვრელები, რომ დაეტოვებინათ იქაურობა

2 - შეაჩერა ერთ ერთი სიკვდილის მხვრელის მცდელობა მოეკლა ჰარი იმ სიტყვებით, რომ ჰარი ბნეელ ბატონს ეკუთვნის, სისულელეა

და კიდევ ერთი ფაქტი
სნეიპს თავისუფლად შეეძლო მოეკლა ლუნა და ჰერმი, როცა ისინი მის ოთახთან იცდიდნენ, უფრო მეტიც, მან მოაჯადოვა ფლიტვიკი და გოგოებს ჩააბა მისახედად - ამით ცდილობდა მათი უსაფრთხოების დაცვას"


ესეც იმის თაობაზე, თუ ვინ მოახერხა ნამდვილი მედალიონის გატაცება გამოქვაბულიდან

''რეგულუს ბლეკმა მოიპარა ალბათ კრიჩერის დახმარებით, კრიჩერი ნავსაც მოატყუებდა - არასრულწლოვანზე უარესია ეგ უბედური

და მედალიაონი სწორედ მასტან ინახება ახლა - თან როგორც ბლეკმა თქვა, რეგულუსი სიკვდილის მხვრელებმა მოკლეს დიდი ხნის წინ (თუ თვითონ დამბლდორმა არ მახსოვს)''


ამ ცხრილის თანახმად კი ჰარი მალფოის ბიძა გამოდის :სპყ:




ესეც ჯინის პოსტი
ვაღიარებ :დ

''რაბ მეც რეგულუსი მგონია და მედალიონი ან კრეჩერს აქვს, ან მანდანგუსს, მაგან ხო რაღაცეები მოიპარა ბლექების სახლიდან...''

მაგრად ვიხალისე :დ
ჩვენი შეკრებები, სურათები, მოლოდინი, გააფთრებული ინტერესი, ათასი თეორიები :მო:

რა საინტერესო ცხოვრება გვქონდა და არ ვაფასებდით

Friday, December 5, 2008

შაბათი

მთელი კვირა ვოცნებობ როდის მოვა შაბათი და როცა მოვა, ისე გადის, რომ ვერც ვაფასებ მის უნიკალურობას, შაბათის მერე ხო კვირაა, ე.ი მთელი დღე თავისუფალი ხარ.. კვირას ვერ ვიტან, იმის გამო, რომ შემდეგ ორშაბათი მოდის და თავიდან იწყება ყველაფერი..

აი ჰო შაბათი..

რა ყრია..

ჯემა სამსახურში წავიდა, მეც რამდენიმე წუთში წავალ LSAT ის ტესტი მაქვს დღეს.

5 საათი შესვენების გარეშე უნდა ვიჯდე გაყუნულ შენობაში და ვწერო..

ხო ვიცი რომ მომშივა, რა ჯანდაბა ვქნა? 

დარწმუნებული ვარ, ჩავაბარებ.

დედას ვუტირებ 

მთავარია, ფანქრის ყიდვა არ დამავიწყდეს 

ლეტი დილიდან პრეტენზიული წმუკუნით არის დაკავებული

ჩემი ნიანგი :ლოვე:

Tuesday, December 2, 2008

მთავრდება და მოდის

სწავლის ბოლო დღეებმა ათვლა დაიწყო, ახლოვდება ფინალურები
შემდეგ კვირას პრეზენტაციები მაქვს, თემების არჩევაზე ერთი ამბავი იყო, გაწევა-გამოწევა, არა ეგ ხო მე ვთქვი, შენ რა პონტში მახევ და ა.შ

გუშინ ავირჩიე სადაზღვეოში პირადი პასუხისმგებლობის დაზღვევა, პროფესიული მინდოდა, მარა ვინ გაცადა..

ვალაუვლობაში უკვე დავწერე გაკოტრების ორგანოები, მართალია, პრეზენტაციას საკურსოს სახე ჰქონდა, მარა არაუშავს.. ყველაზე ცუდი ისაა, რომ პრეზენტაციის გაკეთება თემის გარეშე მომიწია, ჩვენს უნივერსიტეტში პრინტერი, როგორც ასეთი აღიგავა პირისაგან მიწისა და ვინაიდან შაბათი დღე იყო, ვერ მოვახერხე ამობეჭდვა.. მარა მაინც კარგად გამოვიდა, ვნახოთ რა ქულას დამიწერს მიგრიაული..

საბანკო სამართალში და კორპორაციულში სამეთვალყურეო საბჭოს სამართლებრივ ბუნებას ვწერ, ამისთვის გუშინ ჭამტურიას და ლუთერის სიმპოზიუმები მოვარბენინე უზენაესის ბიბლიოთეკიდან , სილაბუსში ყველა ხსენებულ ლიტერატურას ვიყენებ, ლადო ჭანტურიას კორპორაციულ მართვაში 20 ლარი მივეცი და ჯერ კიდევ მწარედ განვიცდი ამას :( თუმცა, ვაანალიზებ, რომ შესაძლოა სადიპლომო ნაშრომისთვისაც დამჭირდეს ეს წიგნი და ცოტა ვწყნარდები..

ძალიან ვნანობ, საბანკო სამართალზე რომ არ ჩავაბარე
შემდეგ სემესტრში საბანკოს კერძოს ვეღარ გავდივარ იმის გამო რომ სხვა ლექციას ემთხვევა

თავის დროზე ამის გამო სერიოზული შოკი მივიღე, არჩევით საგნებში ძალიან დამჩაგრეს, საბანკოს კერძოს შანსი რომ არ იყო, სამოსამართლო და საადვოკატო უნარ-ჩვევები ავირჩიე ნათია წკეპლაძესთან - ერთერთი ჩემი საყვარელი ლექტორია, მარა რამდენიმე დღეში დამირეკეს, რომ ჯგუფი არ შედგაო და გადაეწერე სხვა საგანზეო.. სულ წავედი :(

სულ 60 საგანი იყო, ამ სამოციდინ ჩემს საქმიანობასთან ახლოს არცერთი იდგა, ძლივს ავირჩიესაბინაო-მიწის სამართალი, ვნახოთ რა იქნება..

მთავარია პრეზენტაციებმა და ფინალურებმა კარგად ჩაიაროს, ერთი ცალი უკვე მოვახრჩე :ბის:

20 ისთვის ყველაფერი მთავრდება
ახალი წელი პირველად მიხარია ცხოვრებაში
დროა უკვე სახლის მორთვაზე ვიფიროთ, პირველი ახალი წელია, რომელსაც მე და ჯემა ერთად ვხვდებით და განსაკუთრებულზე განსაკუთრებული უნდა იყოს..