Wednesday, December 30, 2009

წლის უკანასკნელი დღე

დღეს პირველამდე ვმუშაობ, შემდეგ სასწრაფო წესით ვნახავ დედიკოს, დავემშვიდობები, ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ, წამოვალ სახლში, გავემზადები, ლეტის მოვისურვილებ, ზურას გადავულოცავ და წავალ ბაკურიანში.

ისეთი ახალი წელი მექნება, როგორზეც ვოცნებობდი, ოღონდ ლეტი და ჩემი რამდენიმე მეგობარი თან არ მეყოლება.

ხელფასი ჯერ არ ჩამრიცხვია და ისტერიკის პირას ვარ.

მომავალი წლის მიზნები:

  • ახალი სამსახური
  • ახალი სახლი
  • მანქანა
ყველას გილოცავთ ახალ წელს, სურვილების ასრულებას გისურვებთ :)

Friday, December 18, 2009

საჯარო რეესტრი და ავადმყოფობა

დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა ბანკების იურისტებთან შეხვედრა. იმდენად საჭირო და კარგ რაღაცეებს აკეთებენ, რაღაც მომენტში სულ გადამავიწყდა, მათზე განრისხებული რომ ვიყავი.

სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია 1 იანვრიდან მოხდება საჯარო რეესტრში, შპს ს რეგისტრაცია დაჯდება სულ 100 ლარი, აღდგება წესდების წარდგენის ვალდებულება, რომელიც დასკანერებული სახით ედებათ საჯარო რეესტრის საიტზე და, დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დროს შეგეძლება ჩამოტვირთვა და ნახვა. ამონაწერს რაც შეეხება, დეტალურად გაწერენ ინფოს დამფუძვნებლების შესახებ და მკითხაობით აწი აღარ შევიწუხებ თავს.


ბოლომდე ჩამოყალიბებული ინსტრუქცია ჯერ არაა, პირველი იანვრიდან შედის ეს ცვლილება ძალაში და იქამდე კი გამოგვიგზავნიან.

მიხარია.

მე და ჩემი ქმარი ორი დღეა ცუდად ვართ. მე მაინც ვმუშაობ, ჯემა სახლშია. ჩემი ტემპერატურა დღის განმავლობაში მოძრაობს ქვემოდან ზემოთ და პირიქით. საშინლად მტკივა ყელი და მახველებს.

ღორის არა, ალბათ ჩვეულებრივი ვირუსია.
სამსახურში ვთქვი, ღორის გრიპი მაქვსთქო მარა მაინც მიმათრიეს, გადადების არ ეშნიათ ეტყობა.



Tuesday, December 15, 2009

New Year dream

ცოტა ხნით მინდა მოვწყდე ჩემს რუტინულ ყოფას და ჯადოსნურ სამყაროში გადავინაცვლო, თუნდაც მხოლოდ ორი დღით და მთელი წელი ბედნიერი ვიქნები.

მინდა ახალ წელს შევხვდე იქ, სადაც ბევრი თოვლია, სადაც თოვლში სირბილით გათანგული ლეტი აძიგძიგებულ ბუხართან თბება, სადაც გემრიელი საჭმელების სუნია და სადაც მკრთალი შუქის ფონზე, მეგობრების ლაპარაკი ისმის.

გარეთ თოვლის ბაბუა დგას, სტანდარტული, მრგვალი, სტაფილოს ცხვირით და ნახშირის თვალებით. ჩვენი გაკეთებულია.

ნაძვის ხე არც თუ ისე დიდია, მაგრამ ლამაზი, მწვანე, წითელი სათამაშოებით, რამდენიმე წვიმით და ფერადი ნათურებით.

იქ ძალიან თბილა და დიიდ, რბილ ლოგინში გვძინავს.
მეგობრების გარდა იქ არავინაა..
მეგობრები, ჯემა და ლეტი


Saturday, December 12, 2009

გორი სითი

დღეს მე, ჯემა, ნათია და ცუგა ორში ვისხედით და სპონტანურად მოგვივიდა იდეა, გორში წავსულიყავით ახალი გზის სანახავად. ჩვენ ოთხნი, როგორც წესი, ერთად დავმოგზაურობთ, სრული იდილიაა, აგრე ერთადერთი პრობლემა გვქონდა - ცუგა არ ეწეოდა და არც გზაში გვაწევინებდა, თუმცა ახლა ეგეც მოგვარებულია.

მოკლედ წავედით, 40 წუთში გორში ვიყავით. ერთი სული მაქვს, ბათუმამდე როდის გაიყვანენ გზას, უძალიანმაგრესია.

ქალაქში ცხოვრება რათქმაუნდა ჩამკვდარია, ქალაქის მთავარ მოედანზე ამაყად აღმართული სტალინის ძეგლის წინ ერთადერთი coffee house დგას და ისიც 10 საათზე იკეტება, არ შეგვიშვეს. შემდეგ რაღაც კაფე ვიპოვეთ ფიტულებით გაფორმებული და იქ დავსხედით საჭმელად.

აქედან მე მხოლოდ ლიმნიანი ჩაი შემხვდა. ჯემა მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ თვითონ ეჭამა და ჩემთვის ჭამა აეკრძალა, მერე რა, რომ ესე რომ არ მოქცეულიყო, ახლა ისევ მექნებოდა ნაღვლის ბუშტის შეტევა, ხო მშიოდა.






ეს რქები, რომლებიც იმ გოგოს ქმარს დარჩა კაფეში.



გარეთ გამოსვლისას ზოო გეი პორნოც ვნახეთ ლაივში სამი ძაღლის მონაწილეობით, ბევრი ვიხალისეთ და წამოვედით.


Monday, December 7, 2009

ისეთი რაღაც მაინც მჭირდეს, რომ სახლში ყოფნა იყოს აუცილებელი

დრო მოვიდა, მივხედო საკუთარ კუჭს, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე თვეა, დადგენილი პერიოდულობით, ისეთი შეტევები მაქვს, რომ მირჩევნია ერთხელ გამისკდეს, დავისვენო და მოვკვდე.

ინტერკლინიკაში მივდივარ გვილიასთან, რათქმაუნდა, როგორც ყველა დიდ ექიმს ახასიათებს, მასთან ჩაწერა არ ხდება, ცოცხალი რიგია.

მაალოქსი დავლიე ახლა, ცოტა მომეშვება.


Tuesday, November 17, 2009

ზეგ

Monday, November 16, 2009

2012


ერთი კვირით ადრე მქონდა დაჯავშნული 15 ბილეთი ამირანში, შესაბამისად, ერთი საათით ადრე მივედით ბილეთების ასაღებად და აღმოჩნდა, რომ ჩემს გვარზე ბილეთები დაჯავშნული არ იყო. როგორც ჩანს, ვიღაც ტუგადუმმა არასწორად ჩაწერა ჩემი გვარი და ჩემს არჩეულ რიგზე 15 ბილეთი ამაყად იყო დაჯავშნული ოღონდ სხვა გვარზე, რომელსაც ცოცხალი თავით არ ასახელებდნენ ბილეთების გამყიდველები.

სანამ ჯავშნის ახსნის დრო არ მოვიდა, ჩვენი ბილეთები არ მოგვცეს. გაგვხვიეს ტყუილების კორიანტელში, ყველაფერი რათქმაუნდა იმას დააბრალეს, რომ მე მომეჩვენა რომ ბილეთები დავჯავშნე და მათ, რათქმაუნდა არ მოსვლიათ შეცდომა.

მოკლედ ბილეთები ავიღეთ, ამირანის ადმინისტრაციის ორგანიზებულობის გამო ფილმი 10:15 ის ნაცვლად 10:30 დაიწყო.

ფილმზე რა გაწყობითაც ვიჯექი, ადვილი წარმოსადგენია, კატასტროფულად რეალურადაა გადმოცემული ყველაფრის დასასრული. შენც იქ ხარ და შენთვის ისეთივე რეალურია ის კილომეტრნახევრიანი ცუნამი, ვულკანები და ნგრევები, როგორც ფილმის გმირებისთვის.

საერთო ჯამში ფილმი არ მომეწონა, უბრალოდ შემძრა.
ან როგორ შეიძლება მსგავსი შინაარსის ფილმი მოგეწონოს, არ მესმის.
გარდა იმისა, რომ ენით აუწერლად საშინელი შეგძნებაა, როგორ გენგრევა თავზე სამყარო, აუტანელია იმის განცდა, რომ სადღაც შენი ახლობელი იღუპება.

თუ ოდესმე ასეთი რაღაც მოხდება, იმედია მე პირველი მოვკვდები.







Wednesday, November 11, 2009

sick

აი ასრულდა ჩემი ოცნება და როგორც იქნა ამიწია ტემპერატურამ. სულ იმას ვამბობდი, რა ამბავია, სულ შიშველმა რომ ვიარო სიცივეში, არ ამიწევსთქო და აი, მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მეღირსა.

წინ თანამშრომლის გაკეთებული ცაცხვის ჩაი მიდევს და სუნი გულს მირევს. თითებში ძალა არ მაქვს და ჩემმა უფროსმა ორჯერ დამაბარა უმძიმესი ბაინდერებს ჩამოღება თაროდან და რაღაც საბუთების ამოღება. ნახევარი საათი მოვუნდი დაახლოვებით.

19 ში New Moon ის პრემიერაა. კაია რომ უშვებენ საქართველოში, თორე ტრაბზონში მაგის საყურებლად ახლა ნამდვილად ვერ წავიდოდი.

დღეს ჩემი დირექტორის უკანასკნელი დღეა ბანკში, საღამოს ბანკეტი ეწყობა და ძალიან ტეხავს, რომ არ წავიდე.

შევეცდები მალე გამოვიდე და 10 ზე 2010 ის პრემიერასაც მივუსწრებ.




Monday, November 9, 2009

ვერ ვარ

საშინლად მცივა, თავი მტკივა, მშია, გული მერევა, ექიმთან ვარ წასასვლელი და მეზარება ჩემი უფროსისთვის იმის ახსნა, რომ შეიძლება შესვენებიდან ცოტა დავაგვიანო, საქმე მაქვს უამრავი და ვერ ვფიქრობ საქმეზე.

ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემა შემომაწვა ბოლო დროს და ისტერიკამდე მივყავარ.


საკუთარი სახლი მინდა.

სადიპლომო თემის განაცხადი მაქვს 20 მდე წარსადგენი

ბლინ

:(


Monday, October 12, 2009

5 dreams of my life

მადლობა სვითის დათაგვისთვის, ასევე იდეის ავტორს.

წარმოგიდგენთ ჩემს 5 ოცნებას:

1. Mind Control შესაძლებლობა, რომლითაც ყველაფერს მიაღწევს, მაღალი ხელფასით დაწყებული, WORLD PEACE-ით დამთავრებული.
2. invisibility coat - I will use it well, I promise.
3.Apparition - დროის დაზოგვის საკეთესო საშუალება- გადაადგილება ნებისმიერ ადგილას. აღარასოდეს დავაგვიანებდი, დავიკიდებდი ტაქსებს,საცობებს, სუნიან ტრანსპორტებს, საბაჟოებს. ვიქნებოდი იქ, სადაც მომინდებოდა და როცა მომინდებოდა.
თუმცა, მანქანას მაინც ვიყიდდი.
4. Time turner - საკუთარი თვალით ვნახავ მსოფლიო ისტორიას. დავესწრები ქვინის, დორსის, ბიტლზების ლაივებს. არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება, გავლენა მოვახდინო ადამიანების ბედზე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ფრედი ახლა ცოცხალი იქნებოდა.
5. Curing ability - მე თვითონ მივალ მათთან, ვისაც დახმარება სჭირდება.. აპარაციის გამოყენებით.




Wednesday, October 7, 2009

კაბა!

18 ში გვაქვს ჯვრისწერა და კაბა ვერ შევარჩიე!
არ მინდა თეთრი, საპატარძლო (ომგ), მძიმე, თვალმარგალიტით მორთული კაბა, რომელსაც შემდეგ გარდერობში მტვერი უნდა დედოს. მინდა რაიმე ლაღი, მსუბუქი, ლამაზი, მაგალითად ასეთი :


ის, რაც აქამდე მომწონებია, ტანზე კარგად მაქვს , მაგრამ მკერდთან არ მეკვრება. ხოლო რაც მკერდთან მეკვრება, ტანზე მაქვს დიდი.

აღარ ვიცი უკვე სად ვნახო.
შემეკერა მაინც თავის დროზე.

წავალ თავს მოვიკლავ : )

Monday, September 28, 2009

If I die

რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ, ამ წამს რომ მოკვდე, რაზე დაგწყდება გულიო, არაფერზეთქო გეტყოდით. არაფერი მქონდა დასაკარგი, პირიქით, სიკვდილი მესახებოდა ერთგვარ ხსნად "აუტანელი და არაფრისმომცემი ყოფიდან" სადაც ყველაფერი შენს საწინააღმდეგოდ ხდება, სადაც არაფერი გამოგდის და სადაც არასოდეს იქნები ბედნიერი.


მეშინოდა გადაწყვეტილების მიღების, რადიკალური ცვლილებების და არასასურველი ადამიანების დაკარგვის.

ხოდა, რომ გეკითხათ, დიახ, სიკვდილზე დიდი ხსნა მართლა არაფერი იყო ჩემთვის. მხდალი არ ვიყავი? უნიათო? თითს არ ვატოკებდი იმისთვის, რომ შემეცვალა ჩემი ცხოვრება. დედაჩემი ჩემი ოფიციალური მტერი იყო, რადგან ჩემი არ ესმოდა. მეგობრებიც მტრები იყვნენ, იმიტომ რომ ცდილობდნენ თვალი აეხილათ, და მთავარ მტერს ვერ ვხედავდი ზედმეტი ედიქთობის გამო.

მეშინოდა ცვლილებისთქო და, როცა,ბოლოსდაბოლოს დადგა მისი დრო, ვერ აგვიქვი, გავატარე და ცვლილებამდე არსებული ემოციებით დატვირთული, ინერციით ვაგრძელებდი ცხოვრებას.

ყველაფერი ძაან ბუნდოვანი და არასასურველი იყო მანამდე, სანამ ჯემას გავიცნობდი. მან დამანახა, ბედნიერება, ისევე როგორც ნებისმიერი მიზანი ძალიან ადვილად მიღწევადია, დამანახა რომ ადამიანს შეიძლება ვუყვარდე ისე, რომ ვიყო ბედნიერი ყოველგვარი დადებითი ემოციების გამოწოვის გარეშე, წარმოიდგინეთ, მივხვდი, რომ თურმე ჩემს გარშემომყოფებს ვუყვარვარ და მართლა ზრუნავენ ჩემზე. არადა თვალთმაქცობა მეგონა ეს და მეტი არაფერი.

და დღეს, ორი წლის შემდეგ რომ მკითხოთ, რომ მოკვდე, რას კარგავო, გიპასუხებთ, ძალიან ბევრ რამეს ვკარგავ რომ ვკარგავ ჩემს ქმარს, რომელსაც უჩემოდ ძალიან გაუჭირდება. ვკარგავ დედას, რომლისთვისაც, ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი დამთავრდება, დას, რომელსაც დედაზე მეტად ვუყვარვარ, მეგობრებს.. ნათია, ნანა, თამო, ზურა და ა.შ

არ ვიცი რა მოაკლდებათ ჩემგან, არც ის ვიცი რას ვაძლევ მათ, მაგრამ მე მოვაკლდები. ფორუმელი მეგობრებიც გახსნიან თემას და დაიწყებენ ფულის შეგროვებას ( :დ ) ეკოს გული დასწყდება იმაზე, რომ ამდენი ხნის მანძილზე ვერ მხედავდა, ბევრს იტირებს, მარა სხვა რამე კი მოეშვებოდა გულზე :პ

თანამშრომლები სურათს დაკიდებენ. ზაზა ყველაფერს კოკა კოლას და სხვა "საწამლავების" აქტიურ მიღებას დააბრალებს. ნათიას შეიძლება არც გააგებინონ ორსულობის გამო :დ
ნათესავების რეაქცია არ ვიცი და მკიდია.

უკან დამრჩება შვილი, ჯემასთან ერთად გასატარებელი მთელი ცხოვრება. დედიკოს და თიკოს მხარდაჭერა, მეგობრებთან ერთად მხიაურელება.

და ნერვები მეშლება საკუთარ თავზე, რატომ ვერ ვხედავდი ამ ყველაფერს ადრე.

რა უაზრობაა ეს ყოველივე :დ

Sunday, September 20, 2009

ჩამოვიდა

ისეთი ლამაზი იყო ჯემა და ისეთი ფერადი აეროპორტში <3
სახლში რომ მოვედით, ლეტიმ სიხარულსგან ჩააფსა

გუშინ ლეტი ჯემას ადგილას დავაწვინე, წვიმის გამო გარეთ ვერ გავიყვანე და ვიფიქრე, კომფორტულად იძინებს და ღამე მოსაქმების სურვილი არ გააღვიძებსთქო. დილით რომ გავიღვიძე, გვერდით მეწვა მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ღამე მაინც ამდგარა, ჩემი ტანსაცმელები შეუგროვებია დივანზე და ზედ დაწოლილა.

ფრინჯმა დააინტერესა, ერთ სერიას გულმოდგინედ უყურა.


Wednesday, September 16, 2009

მიყვარხარ

ჩემი ცხოვრება <3
რა ვქნა უშენოდ ეს სამი დღე? ხვალ გავიღვიძებ დილით მარტო, ლეტის გავიყვან, წავალ სამსახურში და იქ არ მექნება იმედი რომ საღამოს გნახავ. მეორე დღეს იგივე და მესამე დღეს ისევ იგივე.

დისტანცია მკლავს, როგორც მიმაჩვიე სულ ერთად ყოფნას, კეთილი ინებე და სულ ჩემთან იყავი.











Tuesday, September 15, 2009

Rest In Peace, Zaza

დღეს ჩემი თანამშრომელი გარდაიცვალა დილას 37 წლის ასაკში.

ვიცოდი, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რამენაირად გამოძვრებოდა. არ იმსახურებდა ის ასეთ დასასრულს, არც ასეთ ტანჯვას, კარგად უნდა ყოფილიყო, უნდა გადარჩენილიყო.

კიბო საშინელებაა და ძალიან კარგი ადამიანები კვდებიან ბოლო დროს. Cant stand it, აღარავინ მოკვდება, მორჩა.

Eyes of a Blue Dog

THEN SHE LOOKED AT ME. I thought that she was looking at me for the first time. But then, when she turned around behind the lamp and I kept feeling her slippery and oily look in back of me, over my shoulder, I understood that it was I who was looking at her for the first time. I lit a cigarette. I took a drag on the harsh, strong smoke, before spinning in the chair, balancing on one of the rear legs. After that I saw her there, as if she'd been standing beside the lamp looking at me every night. For a few brief minutes that's all we did: look at each other. I looked from the chair, balancing on one of the rear legs. She stood, with a long and quiet hand on the lamp, looking at me. I saw her eyelids lighted up as on every night. It was then that I remembered the usual thing, when I said to her: "Eyes of a blue dog." Without taking her hand off the lamp she said to me: "That. We'll never forget that." She left the orbit, sighing: "Eyes of a blue dog. I've written it everywhere."

I saw her walk over to the dressing table. I watched her appear in the circular glass of the mirror looking at me now at the end of a back and forth of mathematical light. I watched her keep on looking at me with her great hot-coal eyes: looking at me while she opened the little box covered with pink mother of pearl. I saw her powder her nose. When she finished, she closed the box, stood up again, and walked over to the lamp once more, saying: "I'm afraid that someone is dreaming about this room and revealing my secrets." And over the flame she held the same long and tremulous hand that she had been warming before sitting down at the mirror. And she said: "You don't feel the cold." And I said to her: "Sometimes." And she said to me: "You must feel it now." And then I understood why I couldn't have been alone in the seat. It was the cold that had been giving me the certainty of my solitude. "Now I feel it," I said. "And it's strange because the night is quiet. Maybe the sheet fell off." She didn't answer. Again she began to move toward the mirror and I turned again in the chair, keeping my back to her. Without seeing her, I knew what she was doing. I knew that she was sitting in front of the mirror again, seeing my back, which had had time to reach the depths of the mirror and be caught by her look, which had also had just enough time to reach the depths and return--before the hand had time to start the second turn--until her lips were anointed now with crimson, from the first turn of her hand in front of the mirror. I saw, opposite me, the smooth wall, which was like another blind mirror in which I couldn't see her-- sitting behind me--but could imagine her where she probably was as if a mirror had been hung in place of the wall. "I see you," I told her. And on the wall I saw what was as if she had raised her eyes and had seen me with my back turned toward her from the chair, in the depths of the mirror, my face turned toward the wall. Then I saw her lower he eyes again and remain with her eyes always on her brassiere, not talking. And I said to her again: "I see you." And she raised her eyes from her brassiere again. "That's impossible," she said. I asked her why. And she, with her eyes quiet and on her brassiere again: "Because your face is turned toward the wall." Then I spun the chair around. I had the cigarette clenched in my mouth. When I stayed facing the mirror she was back by the lamp. Now she had her hands open over the flame, like the two wings of a hen, toasting herself, and with her face shaded by her own fingers. "I think I'm going to catch cold," she said. "This must be a city of ice." She turned her face to profile and her skin, from copper to red, suddenly became sad. "Do something about it," she said. And she began to get undressed, item by item, starting at the top with the brassiere. I told her: "I'm going to turn back to the wall." She said: "No. In any case, you'll see me the way you did when your back was turned." And no sooner had she said it than she was almost completely undressed, with the flame licking her long copper skin. "I've always wanted to see you like that, with the skin of your belly full of deep pits, as if you'd been beaten." And before I realized that my words had become clumsy at the sight of her nakedness she became motionless, warming herself on the globe of the lamp, and she said: "Sometimes I think I'm made of metal." She was silent for an instant. The position of her hands over the flame varied slightly. I said: "Sometimes in other dreams, I've thought you were only a little bronze statue in the corner of some museum. Maybe that's why you're cold." And she said: "Sometimes, when I sleep on my heart, I can feel my body growing hollow and my skin is like plate. Then, when the blood beats inside me, it's as if someone were calling by knocking on my stomach and I can feel my own copper sound in the bed. It's like- -what do you call it--laminated metal." She drew closer to the lamp. "I would have liked to hear you," I said. And she said: "If we find each other sometime, put your ear to my ribs when I sleep on the left side and you'll hear me echoing. I've always wanted you to do it sometime." I heard her breathe heavily as she talked. And she said that for years she'd done nothing different. Her life had been dedicated to finding me in reality, through that identifying phrase: "Eyes of a blue dog." And she went along the street saying it aloud, as a way of telling the only person who could have understood her:

"I'm the one who comes into your dreams every night and tells you: 'Eyes of a blue dog.'" And she said that she went into restaurants and before ordering said to the waiters: "Eyes of a blue dog." But the waiters bowed reverently, without remembering ever having said that in their dreams. Then she would write on the napkins and scratch on the varnish of the tables with a knife: "Eyes of a blue dog." And on the steamed-up windows of hotels, stations, all public buildings, she would write with her forefinger: "Eyes of a blue dog." She said that once she went into a drugstore and noticed the same smell that she had smelled in her room one night after having dreamed about me. "He must be near," she thought, seeing the clean, new tiles of the drugstore. Then she went over to the clerk and said to him: "I always dream about a man who says to me: 'Eyes of a blue dog.'" And she said the clerk had looked at her eyes and told her: "As a matter of fact, miss, you do have eyes like that." And she said to him: "I have to find the man who told me those very words in my dreams." And the clerk started to laugh and moved to the other end of the counter. She kept on seeing the clean tile and smelling the odor. And she opened her purse and on the tiles with her crimson lipstick, she wrote in red letters: "Eyes of a blue dog." The clerk came back from where he had been. He told her: Madam, you have dirtied the tiles." He gave her a damp cloth, saying: "Clean it up." And she said, still by the lamp, that she had spent the whole afternoon on all fours, washing the tiles and saying: "Eyes of a blue dog," until people gathered at the door and said she was crazy.

Now, when she finished speaking, I remained in the corner, sitting, rocking in the chair. "Every day I try to remember the phrase with which I am to find you," I said. "Now I don't think I'll forget it tomorrow. Still, I've always said the same thing and when I wake up I've always forgotten what the words I can find you with are." And she said: "You invented them yourself on the first day." And I said to her: "I invented them because I saw your eyes of ash. But I never remember the next morning." And she, with clenched fists, beside the lamp, breathed deeply: "If you could at least remember now what city I've been writing it in."

Her tightened teeth gleamed over the flame. "I'd like to touch you now," I said. She raised the face that had been looking at the light; she raised her look, burning, roasting, too, just like her, like her hands, and I felt that she saw me, in the corner where I was sitting, rocking in the chair. "You'd never told me that," she said. "I tell you now and it's the truth," I said. >From the other side of the lamp she asked for a cigarette. The butt had disappeared between my fingers. I'd forgotten I was smoking. She said: "I don't know why I can't remember where I wrote it." And I said to her: "For the same reason that tomorrow I won't be able to remember the words." And she said sadly: "No. It's just that sometimes I think that I've dreamed that too." I stood up and walked toward the lamp. She was a little beyond, and I kept on walking with the cigarettes and matches in my hand, which would not go beyond the lamp. I held the cigarette out to her. She squeezed it between her lips and leaned over to reach the flame before I had time to light the match. "In some city in the world, on all the walls, those words have to appear in writing: 'Eyes of a blue dog," I said. "If I remembered them tomorrow I could find you." She raised her head again and now the lighted coal was between her lips. "Eyes of a blue dog," she sighed, remembered, with the cigarette drooping over her chin and one eye half closed. The she sucked in the smoke with the cigarette between her fingers and exclaimed: "This is something else now. I'm warming up." And she said it with her voice a little lukewarm and fleeting, as if she hadn't really said it, but as if she had written it on a piece of paper and had brought the paper close to the flame while I read: "I'm warming," and she had continued with the paper between her thumb and forefinger, turning it around as it was being consumed and I had just read ". . . up," before the paper was completely consumed and dropped all wrinkled to the floor, diminished, converted into light ash dust. "That's better," I said. "Sometimes it frightens me to see you that way. Trembling beside a lamp."

We had been seeing each other for several years. Sometimes, when we were already together, somebody would drop a spoon outside and we would wake up. Little by little we'd been coming to understand that our friendship was subordinated to things, to the simplest of happenings. Our meetings always ended that way, with the fall of a spoon early in the morning.

Now, next to the lamp, she was looking at me. I remembered that she had also looked at me in that way in the past, from that remote dream where I made the chair spin on its back legs and remained facing a strange woman with ashen eyes. It was in that dream that I asked her for the first time: "Who are you?" And she said to me: "I don't remember." I said to her: "But I think we've seen each other before." And she said, indifferently: "I think I dreamed about you once, about this same room." And I told her: "That's it. I'm beginning to remember now." And she said: "How strange. It's certain that we've met in other dreams."

She took two drags on the cigarette. I was still standing, facing the lamp, when suddenly I kept looking at her. I looked her up and down and she was still copper; no longer hard and cold metal, but yellow, soft, malleable copper. "I'd like to touch you," I said again. And she said: "You'll ruin everything." I said: "It doesn't matter now. All we have to do is turn the pillow in order to meet again." And I held my hand out over the lamp. She didn't move. "You'll ruin everything," she said again before I could touch her. "Maybe, if you come around behind the lamp, we'd wake up frightened in who knows what part of the world." But I insisted: "It doesn't matter." And she said: "If we turned over the pillow, we'd meet again. But when you wake up you'll have forgotten." I began to move toward the corner. She stayed behind, warming her hands over the flame. And I still wasn't beside the chair when I heard her say behind me: "When I wake up at midnight, I keep turning in bed, with the fringe of the pillow burning my knee, and repeating until dawn: 'Eyes of a blue dog.'"

Then I remained with my face toward the wall. "It's already dawning," I said without looking at her. "When it struck two I was awake and that was a long time back." I went to the door. When I had the knob in my hand, I heard her voice again, the same, invariable. "Don't open that door," she said. "The hallway is full of difficult dreams." And I asked her: "How do you know?" And she told me: "Because I was there a moment ago and I had to come back when I discovered I was sleeping on my heart." I had the door half opened. I moved it a little and a cold, thin breeze brought me the fresh smell of vegetable earth, damp fields. She spoke again. I gave the turn, still moving the door, mounted on silent hinges, and I told her: "I don't think there's any hallway outside here. I'm getting the smell of country." And she, a little distant, told me: "I know that better than you. What's happening is that there's a woman outside dreaming about the country." She crossed her arms over the flame. She continued speaking: "It's that woman who always wanted to have a house in the country and was never able to leave the city." I remembered having seen the woman in some previous dream, but I knew, with the door ajar now, that within half an hour I would have to go down for breakfast. And I said: "In any case, I have to leave here in order to wake up."

Outside the wind fluttered for an instant, then remained quiet, and the breathing of someone sleeping who had just turned over in bed could be heard. The wind from the fields had ceased. There were no more smells. "Tomorrow I'll recognize you from that," I said. "I'll recognize you when on the street I see a woman writing 'Eyes of a blue dog' on the walls." And she, with a sad smile--which was already a smile of surrender to the impossible, the unreachable--said: "Yet you won't remember anything during the day." And she put her hands back over the lamp, her features darkened by a bitter cloud. "You're the only man who doesn't remember anything of what he's dreamed after he wakes up."

Monday, September 14, 2009

მეზიზღება ოდნოკლასნიკები

დღეს ჩემი ძველი მეგობარი ვიპოვე. 6 კლასამდე ერთად ვიყავით, რაღაც განსაკუთრებულად მიყვარდა. თვითონ ჩემი ცხოვრების ის პერიოდი ძალიან მიყვარს. სიგიჟეები, ლეონარდოზაცია, ბავშვობა და პოხუისტობა, მხოლოდ იმაზე ფიქრი, ნეტავ ლეომ დღეს რა ჭამა ან ვისთან დაწვა, ჟურნალების ყიდვა და სურათბის ამოჭრა იქიდან, კედელზე გაკვრა, ფეტიში :)

ძალიან ბევრი რამ მაკავშირებდა ამ გოგოსთან და დავკარგეთ ერთმანეთი, სხვა ქვეყანაში წავიდა საცხორებლად. მერე ვკონტაქტობდით, გვენატრებოდა ერთმანეთი, ჩამოვიდა ცოტა ხნით, რამდენჯერმე ვნახე, შემდეგ ისევ წავიდა, დაიკარგა, ვეღარ ვნახე..

სულ მახსოვდა და მიყვარდა.

დღეს ვიპოვე

მარა მისი გულისთვისაც კი არ დავრეგისტრირდები ოდნოებზე :(
ახლა უფრო შემძულდა

Sunday, September 13, 2009

Sympathy for the Devil

10 ში დაიწყო ახალი სეზონი. დილის 9 საათზე უკვე გადმოწერილი მქონდა ტორენტ რუდან (მადლობა ცუგას ნიკის უშრეტ შესაძლებლობას) და ველოდებოდი საღამოს, რომ მივსულიყავი სახლში და მენახა. ფორუმზე თემაში ფეხს აღარ ვადგავდი, იმიტომ რომ, თხოვნის მიუხედავად, სპოილერების რისხვა დამატყდა თავს.

პრიკოლი ისაა, რომ როდესაც სერია გადმოვწერე, ვამოწმებდი ფეიქი ხომ არ იყო შემთხვევით და ზუსტად იმ მომენტზე ჩავრთე, ბობი რომ მუცელში ირტყავს დანას. მე სასწრაფოდ გამოვრთე და ნახ ეთფორუმზე რა ხდება.

"აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ cry.gif

რა კაცი დავკარგეთ cry.gif

თან რა კაცურად მოიკლა თავი cry.gif

არ დავწერ ვინ თორე დამჭრით"
ახლა მე ხომ მივხვდი, რომ რობიზე იყო ლაპარაკი, უკვე ვიცოდი, მარა რომ არ მცოდნოდა, ხო იქნებოდა შოკი. მარა ნახე 2 წუთში რას შვება :

"ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე გადარჩა როჟა wow.gif

რა კაცია givi.gif "

ამის მერე ფეხი აღარ დამიდგამს. სახლში მივედი, მინდოდა ჯემასთან ერთად მეყურა, მარა ღამე სვაიაკის სათამაშოდ წავიდა. ჩავრთე, შუქი ჩავაქრე და დავიწყე ყურება. ლეტი არ დავაძინე, პერიოდულად მეშინოდა ხოლმე და და ლეტის ვაღვიძებდი, ყურადღება მომაქციეთქო.

Castiel tells Sam and Dean that he is going to search for God, who will be able to defeat Lucifer. Bobby's old hunter friend, Rufus, is panicked about demons attacking his town, and begs Bobby for help. Sam and Dean arrive at the town and realize there is a spell over the townspeople, making them hallucinate that they are demons and causing them to kill one another.

შემდეგი სერიის სპოილერი. აღარ შემიძლია ლოდინი

Wednesday, September 9, 2009

Tiflis again

რაც ჩამოვედი, იმდენი საქმე მქონდა დაგროვილი, რომ ვერ მოვახერხე იმის დაწერა, რომ ძალიან მაგრად დავისვენე. . მარტო ერთ დღიანი დაივინგი ღირდა მთელი ორ კვირად. მერე რა რომ გემზე ცუდად გავხდი და კლდეებზე ფორთხვისას ცხოვრება კინაღამ ტრაგიკულად დავასრულე. ღირდა.

ჩამოვედი თუ არა, ორი ჩემი უსაყვარლესი ადამიანი ვნახე, პირადად არ ვიცნობდი აქამდე.

ყველაზე დიდი სიურპრიზი ლეტიმ დაგვახვედრა. საჭმელს როდესაც ვჭამთ, თავის ადგილზე ზის. ვინც ლეტის იცნობს, მიხვდება ეს რას ნიშნავს.

გუშინ ვილი გავიცანი. აქამდე ბავშვებიდან მხოლოდ ჩემს დისშვილთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ის უკვე დიდი ბიჭია და სულ დავიწყებული მქონდა რა გემრიელი სუნი აქვთ ბავშვებს და რა თბილები არიან.

ხვალიდან Supernatural იწყება.

Thursday, August 20, 2009

Lost without you

გავჭედე ამ სიმღერაზე, დელტას შესრულებით მკიდია :დ

და ამ კაცზე ხომ ვჭედავ მთელი შეგნებული ცხოვრება :ფრენა:

ეს ვიდეო მისი ახალი ალბომიდანაა.


გიკალს <3

ვაიმე ერთად ვიზრდებით <3>

როგორ მახსოვს, ერხელ ვარსკვალებში დაიბეჭდა ამ სურათებიდან ერთ ერთი, ვჭრიდი და ვაგროვებდი <3

აქ ჯერ კიდევ ეკითხება ბავშვი, რამდენი მეგობარი გოგო გყავდაო :უსერ:

ეს ინტერვიუ ამობეჭდილი მაქვს

ჯემასავით ამასაც მაიმუნი უყვარს ცხოველებში ყველაზე მეტად :დ

Wednesday, August 19, 2009

ბავშვობაში მეგონა

სვითიმ დამთაგა. თავიდანვეე მინდა ვთქვა, რომ არ მქონია ბავშვური ბავშვობა. ძალიან ადრეულ ასაკში დამატყდა თავს პრობლემები და უცნაური შიშები. მაღაზიის წინ გაწოლა და ფეხების ქნევა იმისთვის რომ ვიღაცას რაღაც ეყიდა ან რაიმე სხვა კაპრიზი დაეკმაყოფილებინა, ძალიან ადრეული ასაკის მიღმა დარჩა.

ბავშობაში თავი მეგონა ისეთი ჭკვიანი, რომ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა მიტყდებოდა და ყოველთვის ჩუმად ვიყავი. ბაღის ასაკში განსაკუთრებით. სამაგიეროდ სხვებს ვეგონე იმდენად დებილი, რომ მაშინ, როცა თითქმის ყველა საბავშვო, ქართული ნაწარმოები ზეპირად ვიცოდი, ორ ტაეპიან ლექსს მაძლევდნენ ღონისძიებებზე დიდი მოწიწებით, იქნებ ეს მიანც დაძლიოსო.

ბავშვობაში მეგონა, რომ არასოდეს გადავაგდებდი მაწოვარას. 6 წლის ასაკამდე ვცოხვრობდი ჩემს განუყრელ სოსი- საბასთან ერთად. პროცედურა მარტივი იყო, მაწოვარა პირში, სახეზე ცხვირსახოცი. 6 წლამდე. და ახლა ვიმკი მის უარყოფით შედეგებს ბრეკეტების ტარების სახით.

მეგონა, რომ ტელევიზიის ყველა წამყვანი ტოტო კუტუნიოს ნათესავი იყო.

ბავშვობაში ვიცოდი რა იყო სექსი და როგორ ისახებონენ ბავშვები, ასე რომ წეროს არსეობის არასოდეს მჯეროდა. ვთვლიდი, რომ სექსის დროს პენისით კი ხდებოდა penetration, არამედ მისი მიმდებარე ორგანოებით და ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებნენ შეტენვას და დანარჩენ ყველაფერს :)

მას შემდეგ რაც ვეზიარე მისტიკის საიდუმლოს, დავრწმუნდი,რომ დედაჩემი იყო ვამპირი. ვიტანჯებოდი, მეშინოდა, ვაკვირდებოდი, რამდენად ხშირად იკიდებდა ჯვარს, რამდენად ადრე ბრუნდებოდა სახლში, (თუ აგვიანდებოდა, ე. ი ჰანთინგზე იყო წასული)რამდენად გვიან იღვიძებდა და რამდენად ხშირად აფარებდა ფარდებს მზის შუქისგან თავის დასაცავად.

მეგონა, რომ ყველა დაავადება მე მჭირდა. მაგალითად დიფტერია, ყოველ დილით ვიღვიძებდი და სარკეში ვიხედებოდი და სასის მდგომარეობას ვამოწმებდი. ეს მას შემდეგ, რაც მეცხრე კლასის ბიოლოგიის წიგნი ჩამივარდა ხელში.

ასევე დარწმუნებულივიყავი რომ ერთ მშვენიერ ღამეს ავდგებოდი ძილბურანში და დედაჩემს დანას დავარტყამდი. რამდენიმე თვე ამის გამო თითქმის არ მძინებია.

და როგორ ჩამოვყალიბდი ყოველივე ამის შემდეგ ნორმალურ ადამიანად?

ვთაგავ კარამელს, ქეთის, აივერსონს, როცა ჩამოვა :)

Friday, August 14, 2009

...

ეს სიმღერა ავტორმა თავის გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა.
მირას ვუთანაგრძნობ :(

Cool breeze and autumn leaves
Slow motion daylight
A lone pair of watchful eyes
Oversee the living
Feel the presence all around
A tortured soul
A wound unhealing
No regrets or promises
The past is gone
But you can still be free
If time will set you free
Time now to spread your wings
To take to flight
The life endeavour
Aim for the burning sun
You're trapped inside
But you can still be free
If time will set you free
But it's a long long way to go

Keep moving way up high
You see the light
It shines forever
Sail through the crimson skies
The purest light
The light that sets you free
If time will set you free

Sail through the wind and rain tonight
You're free to fly tonight
And you can still be free
If time will set you free
And going higher than the mountain tops
And go high like the wind don't stop
And go high
Free to fly tonight

Thursday, August 13, 2009

გრძელფეხება წვიმა

ისევ ნაწვიმარია, გუშინ ცხელოდა. ამინდის პროგნოზით ასეთი დაინტერესებული ჯერ არ ვყოფილვარ. მთელი დღე Science daily- ს ვკითხულობ, სადაც დეტალურადაა აღწერილია, თუ როგორ იწვევს გლობალური დათბობა ამინდის გაუარესებას გარკვეულ ტერიტორიაზე.

რამდენიმე დღეა, ჯინ ვებსტერის Daddy long leg მახსენდება აქტიურად და დღეს გადავწყვიტე, გადამეკითხა. ძალიან მიყვარს. მთავარი პერსონაჟია ობოლი გოგონა ჯერუშა, რომელიც იზრდება ობოლთა თავშესაფარში და რომლესაც ერთ ერთი მდიდარი მეურვე, პირობითად ჯონ სმიტი, დააფინანსებს და ერთ ერთ პრესტიჟულ კოლეჯში გაუშვებს სასწავლებლად. ერთი პირობაა, წერის კულტურის გასავითარებლად ჯერუშამ ყოველდღე უნდა მისწეროს მას წერილი და არასოდეს მოითხოვოს მასთან შეხვედრა. ასე, რომ ის ქმნის წარმოსახვით პერსონაჟს, აუცილებლად მელოტს და გრძელფეხებას, არქმევს daddy long legs და იწყებს წერილების წერას. მოულოდნელად, ერთ ერთი ჯგუფელის ბიძას, ჯერვის პენდლტონს გაიცნობს :)

უბრალოდ საინტერესოა, რატომ არის კორეა ერთადერთი, რომელმაც, 50 იანი წლების შემდეგ, პირველმა მოიფიქრა ამ წიგნის ეკრანიზაცია ამ წარმოსადეგი ახალგზარდების მონაწილეობით?


და რატომ რატომ არის ჯეინ ეარი მილიონჯერ გადაღებული?


მოკლედ, მე ჰიუ ჯეკმანს აუცილებლად ვათამაშებდი ჯერვის პენდელტონს :)

*******************

შესვენებაა, არსად ვარ გასასვლელი, გინდაც ვიყო, არ გავიდოდი, იმიტომ რომ წვიმს.

რა მახარებს ამ წუთას:
  • დღეს პარასკევია და წინ განცხრომის ორი დღე მელის
  • ჩემი თანამშრომელი აქ არ არის და გული არ მერევა
  • შემდეგ პარასკევს გულთბილად ვაკოცებ ჩემს თანამშრომლებს და ორი კვირით დავემშვიდობები
  • წინ ბათუმი და მეგობრები მელოდებიან
  • მალე ხმელთაშუა ზღვის თბილ ტალღებს ჩავეხუტები
  • ხელფასი მომიმატეს
  • დღეს თმებს ვიღებავ
  • მერე ვიტყვი :პ
  • 10 სექტემბრიდან Supernatural იწყება
  • დღეს საზამთროს ვჭამ
რა არ მახარებს:
  • ზედმეტი 10 კილოგრამი
  • თავშეკავება :@
  • ცუდი ამინდი, თუმცა ეს ზემოთ უკვე ვთქვი

ვახ :შ

ორი დღის წინ დავიწყე დიეტა. გუშინწინ 5 ცალი მოხარშული კარტოფილი ვჭამე, გუშინ 5 მოხარშული კვერცხი და მაწონი. დღეს ჩირი უნდა მეჭამა და გავიღვიძე კანკალით. ადგომის თავიც არ მქონდა, ვერაფერს ვხედავდი, იქიდან დავიწყე აზროვნება, ჯემას მოტანილი ცივი საზამთრო რომ შევჭამე.

მართლა ვეცადე, დამეცვა რაღაც დიეტა, მაგრამ ვერ ავიტანე. მზად ვიყავი დღეს ის დამპალი ჩირიც მეჭამა და ერთი დღე მხოლოდ ნაბეღლავზე ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ გავქაჩე ფიზიკურად.

არ შემიძლია მე ჭამის გარეშე ცხოვრება :(

მოვედი სამსახურში, მოვიტანე ძეხვი და არაჟანი, ვჭმე და ცოტა მოვედი აზრზე.

Tuesday, August 11, 2009

BLACK HOLE SUN WONT U COME, WONT U COME??



დავიღალე ამ მოღუშული ამინდით, სიცივით, ტალახით და ნესტით მე :(

Sunday, August 9, 2009

4400

Im so into 4400. მეორე სეზონს ვამთავრებ თითქმის, ძალიან საინტერესოა, ერთი ის მინუსი აქვს, რომ მსახიობები ერთმანეთზე მახინჯები არიან. იმედია, მთავარ გმირებს შორის არანაირ რომანტიკას არ ექნება ადგილი, მაგათი ზასაობის წარმოდგენაზეც კი ცუდად ვხდები :ს

მარა თვითონ სიუჟეტი ისეთი საინტერესოა, რომ სულ მკიდია ჯოელ გრეტჩის გაპრუწული ტუჩები.

დროა გავაგრძელო.

Saturday, August 8, 2009

...

4400 ის პირველ სერიას ვიწერ, მაინტერესებს რა ხილია. ბოლო დროს მირჩევნია სერიალებს ვუყურო, ვიდრე ფილმებს, იმიტომ რომ არჩევასა და კამათში იმდენი დრო მიდის, თუ მოვახერხეთ და რაღაც ჩავრთეთ, 10-15 წუთში ვითიშები.

ჯემა სერიალებზე თავიდან ბურდღუნს იწყებს და მერე თვითონაც უყურებს, ერთადერთი სმოლვილთან ვერ დავამეგობრე :დ

დღეს სიცხე ჰქონდა :( გახურებული მოვიდა სამსახურიდან, უკანასკნელი 1 წელი ვოცნებობ მაღალ სიცხეზე, ისეთზე, წოლით რეჟიმს, კარგ კვებას და უამრავ წამალს რომ უნიშნავენ და მაინც ამას დაემართა :ს


დღეს ფორუმელებმა გაშეშების 2 წუთი მოვაწყეთ შარდენზე. არ ვიცი რა ხდებოდა, ვიდეოებიც ბუნდოვანი იყო და ხალხის რეაქცია კარგად ვერ დავაფიქსირე გაშეშებული მზერა კი მხოლოდ წყლის ბოთლისკენ მქონდა მიმართული და ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი.

აღარ გადმოიწერა.. ე.ი გუგლ ქრომზე, გადმოწერის პროცესში, ფაილები გომით არ იხსნება. მე კიდევ მეზარება სხვა ბრაუზერით გახსნა.

ძალიან მშია.

Friday, August 7, 2009

ჩეეემი

დღეს მათემ თავისი და ჯემას ძველი სურათი დადო, აქამდე არ მქონდა ნანახი ვუყურებდი ამ სურათს, სიყვარულისგან ვგიჟდებოდი და თან გვერდით ვიხედებოდი, როგორ ეძინა იგივე ადამიანს ჩემს გვერდით და უბრალოდ ვერ გადმოვცემ რა გრძნობა იყო.. თითქოს ძალიან სანუკვარი ოცნება უცებ რეალობად იქცა.. ხო შეიძლება ამ დროს სიხარულისგან გაგიჟდე :დ
ვერ ვაანალიზებდი ვერაფერს, ვერ ვაცნობიერებდი, რომ ის ჩემია, უბრალოდ მიხაროდა
ძალიან ბედნიერი ვიყავი

დამაცადოს რა ვუქნა

Monday, August 3, 2009

მანგლისი

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წელს ზაფხული არ არის.
მიზეზი #1: ვერაფრით გავთბი, ყოველ ღამე ვიყინები, მიუხედავად იმისა, რომ 2 რაღაც მაფარია ზემოდან + ჩემის თბილი გვერდით და მიზეზი #2: წვიმა წვიმა და ისევ წვიმა
გუშინ მანგლისში ვიყავი ჩემებთან, ნაწვიმარი იყო რათქმაუნდა და ციოდა. დედაჩემი ისეთი გარუჯულია, დორბლი წამომივიდა, კიდევ კარგი შარვალი მეცვა და ჩემს ქათქათა ფეხებს მალავდა.
იქ ერთადერთი გართობის ადგილი როშაა,იქ ორი კოკა კოლის ჯიხური და ამდენივე სკამი დგას, ამას ეძახიან კაფეს და აქ ატარებს ახალგაზრდობა დროს. როშა ძალიან ლამაზია, დედაჩემის თქმით, მთელი ბავშვობა მანდ მაქვს გატარებული, მარა არაფერი მახსოვს. სახლში რამდენ ფულს იხდიან და არც ცხელი წყალია და არც ნორმალური ტუალეტი, გუშინ მთელი დღე თავი შევიკავე და მაინც არ შევედი, დიდი ორმო ლუქდ სქეარი.

მე იქ 3-4 დღეზე მეტს რომ ვერ გავქაჩავ, ზუსტად ვიცი. მეორე დღეს მობეზრებული მექნება მთელი რომანტიკა და მესამე დღეს ვიქნები ბედნიერი იმით, რომ ამ ყველაფერს უკანასკნელად ვხედავ.
თუმცა, ბავშვთან ერთად წასვლა სხვაა ალბათ :)

სისულელე ჩავიდინე, როშაში ისე გავედი, ფულის წაღება დამავიწყდა და ცხენზე ვერ დავჯექი. მთელი საღამო ჩემებს ტვინი ვუჭამე და ბოლოს ჯემამ დაიწყო:
- როგორ ფიქრობ აბა ცხენს სიამოვნებს, ზედ ვიღაც რომ აზის ატარებს?
ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ვინაიდან მე ვაიძულებდი ცხენს დაკავებულიყო მისთვის არასასიამოვნო საქმით, ცხენები არ მიყვარდა. მე კონტრშეკითხვით მივმართე, ლეტის თუ სიამოვნებს პავადოკით სიარულითქო, გამოდის არც შენ გიყვარს ლეტითქო და შემდეგ ცოტა ხანი კიდევ იბურტყუნა რაღაც და გაჩერდა. საერთოდ, ზესიამოვნებაა მისთვის რამის მტკიცება :)

გუშინ ღრმა ბავშვობის შემდეგ პირველად, მანქანებზე დავჯექი. ერთი ტიპი რომელიც 3 ჯერ თუ 4 ჯერ იჯდა ზედიზედ, სიგარეტს არ უშვებდა ხელიდან. ეტყობა მისთვის არ წარმოადგნედა პრობლემას, ვიღაც ბავშვი რომ დაჯახებოდა და ის სიგარეტი თვალში ან სადმე სხვა ადგილას ეკრა. ან შენიშვნა მაინც როგორ არ მისცეს, საინტერესოა.

ძალიან მინდა გარეთ, ძალიან შემცივდა :(



Monday, July 6, 2009

ნახევარპრინცი თუ?

ძალიან ბევრ საიტზე ვნახე პოტერის ტრეილერი სათაურით: "ჰარი პოტერი და ნახევარსისხლა პრინცი". ძალიან ბევრი ვიცინე, მაგრამ რა მაცინებდა ნეტა, რომ დავფიქრდი, საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. ქართული თარგმანი ფაქტიურად ვერ მოვიფქრე. აბა Half Blood Prince როგორ შეიძლება რომ ქართულად გადმოითარგმნოს ისე რომ სასაცილო წასაკითხი არ იყოს და სათაურის აზრიც შენარჩუნდეს? 

Half blood -ის ქვეშ, მაგიურ სამყაროში იგულისხმება ისეთი ადამიანი, ვისაც ორივე მშობელი ჯადოქარი არ ყავდა, ასეთ ადამიანებს wanna be pure-blood ხალხი ეძახდა mudblood ებს, ანუ ჭუჭყიან სისხლიანებს,რაც დედის გინებაზე უარესია, ფაქტიურად. 

ნახევარპრინცი უფრო ნორმალურია ვითომ?აქ საერთოდ იკარგება აზრი. გამოდის, რომ არა ნახევარსისხლაა, არამედ ნახევარპრინცა, ანუ აქცენტი გაკეთებულია პრინცზე, როცა უნდა იყოს სიხლზე. 

რას გვერჩის როულინგი, სათაურიც ვერ გადაგვითარგმნია ნორმალურად :D

Thursday, June 25, 2009

უსიგარეტობის პირველი დღე


გუშინ, როგორც იქნა, ჩემმა ქმარმა შემაგნებინა, რომ საკუთარი კომფორტის გამო მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა შევუქმნა და გადავწყვიტე, მოწევისთვის თავი დამენებებინა. 

გუშინ საღამოს კოლოფში დარჩენილ ერთადერთ ღერს  კოცნით გამოვემშვიდობე, უკანასკნელად მოვუკიდე და ფილტრის ჩაწვამდე არ ჩავაქრე 

18 წლიდან ვეწევი, თან საკმაოდ ბევრს. არავისთან მოწევის პრობლემა არ მქონია ჩემი ექსის გარდა, რომელმაც ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან პირველსავე დღეს ამიკრძალა მოწევა, მეც როგორც გამოსლევებული ადამიანი, ერთი წლის განმავლობაში მისგან ფარულად ვეწეოდი. ერთი სული მქონდა, სახლში წასულიყო- მივსულიყავი, რომ ჩუმად მომეწია და და უცებ თმები დამებანა სუნის გასაქრობად  

ხოდა, როცა მივხვდი, რომ მისი ისტერიკები ფეხებზე მეკიდა, უკვე მისი თანდასწრებით დავიწყე მოწევა. 

მაქვს საშინელი დისკომფორტის შეგრძნება, უფრო ჩვევის, ვიდრე დამოკიდებულების გამო.  მარა არა ისეთი, რომ ვერ ავიტანო. 

მიყვარს სიგარეტი, I really do, მაქსიმალურად ვეცდები, რაიმე ღირსეული შემცველლი მოვუძებნო . 

თან ყოველ დილით აყროლებული საფერფლის სუნიც აღარ გამაღვიძებს 

:მო:

Tuesday, June 23, 2009

უსაქმურობა

სამსახურში 15 წუთით დავიგვიანე. იმიტომ რომ, გუშინ "მეცადინეობისგან დაღლილი" რომ დავწექი, ჰიროუსის პირველი სეზონის ბოლო სერია შემომეყურა და დღეს დილით ალარმმა რომ დარეკა, სნუზი არ მივეცი იმ იმედით, რომ ამ ერთხელ დარეკილზე მკვირცხლად წამოვხტებოდი. ნურას უკაცრავად. თვალები რომ გავახილე, 9:41 იყო, მაშინ როცა 9:30 ზე აქ უნდა ვყოფილიყავი. 

დეტალები არ მახსოვს, მთავარია მოვაღწიე.

ჩემმა ქმარმა საიდანღაც მოიტანა ეს თამაში და მესამე ლეველზე ძლივს გავედი, ყოველი ახტომის დროს შიშისგან მუცელი მეჭიმება

და ყინულები მეცემა თავში

 

სიზარმაცე

Its 3:44 am
და ნაცვლად იმისა, რომ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს ვკითხულობდე, ჯერ რესტორანში შევიხედე, საჭმელი ვაჭამე ჩემს მონებს, მაგიდების განლაგება შევცვალე, იმიტომ რომ რეიტინგი მეცემოდა,მერე ფეთში, მარა მომბერზრდა უკვე წინ და უკან სირბილი 2 კაპიკის მოსაპოვებლად, ფერმაც იმხელა გავხადე, მეზარება დათესვა და მარქეთფლეისში მათხოვრობა და ახლა აქ ვარ და ვფიქრობ, Return of a king ხო არ გავაგრძელო


My Preciouse

რა ვქნა !!!

რა ჯანდაბა ვქნა , არ ვიცი, შაბათს მაქვს გამოცდა. დღეის მდგომარეობით, 3000 ტესტიდან მაქსიმუმ 500 მქონდეს ნასწავლი. მეზარება, სამსახურში  მუშაობასაც ვერ ვუდებ გულს, სახლშიც ვერ ვმეცადინეობ, იმიტომ რომ სხვა მილიონი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. მაგალითად Return of a king ის ყურება დავიწყე გუშინ, შუა გზაში ჩამეძინა.ით მინს დღეს უნდა გავაგრძელო და თუ გავითვალისწინებთ ორი წინამორბედი ფილმის ხანგძლივობას, სამი დღე მაინც ვერ მოვრჩები ამის ყურებას. 

რა ვქნა, აი რა. სულ ცალ ფეხზე მკიდია ამ ეტაპზე ვინ აწერს ხელს მთავრობის ბრძანებულებს და განკარგულებებს  და ვისი წარდგინებით ინიშნება სახლემწიფო მინისტრი ან ვინ ამტკიცებს ტერიტორიული ორგანოს დებულებას.

დღევანდელი ლექციაც მკიდია, დავიღალე რა, დამანებონ თავი , მეზარება ყველაფერი

დიეგოსთან მინდა ცეკვა 

Tuesday, June 9, 2009

დღეს ვიყავი რონიკოში, რა ფერიც მინდოდა, ისეთი სათვალე არ ჰქონდათ, მაგრამ აქვთ თეთრ ჩარჩოში შავი შუშით და ჯემასტვის ერთი შავ-თეთრი, იგივე ფორმის ზუსტად. ხვალ განვადებას თუ დამიმტკიცებენ, ორივეს ვყიდულობ.

ეს ახკა 20 % ფასდაკლებით არის და ხვალიდან აქცია იწყება რაღაც და უფრო დააკლებენ. პირველადი შენატანი 150 ლარი გამოდის. სასწაულად მინდა..
გამოდის, რომ თურქეთში თითქმის ორჯერ ძვირი ღირდა ეს სათვალე, კიდევ კარგი, იქ არ ვფშიკე ფეხები, მინდათქო.

heroes ყურება დავიწყე, ჯერჯერობით არ მომწონს, მარა მაინც ვუყურე.
დღეს ვუყურე Beethoven ს, ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი ფილმი. სენბერნარი კრისი გახლავთ მთავარ როლში.


ისე მეძინება ვკვდებ, კარგი განწყოვბით :მო

Monday, June 8, 2009

..

დღეს რონიკოში მივდივარ. 

სანამ ეს არ მექნება, ვერ მოვისვნებ ^_^


Friday, June 5, 2009

ქორწილი

ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის ტრადიციული, ქართული ქორწილი.
რაიმე პაკაზუხური რესტორანი, მორთული, ბანწებით შეკაზმული სკამები, ოქროსფრად აბიბინებული გარემო, ერთი და იგივე გამომეტყველების მქონე მუსიკოსები, სიმღერები მარტზე, სიყვარულზე, მულატ ქალიშვილებზე, წვიმაზე, თოვლჭყაპზე, აყეფებული თამადა, ღიპგადმოგდებული ბიძების დაუსრულებელი ცოხნის პროცესი და .შ
ვინაიდან დაქორწინება არის ერთ ერთი ბედნიერი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, არათქმაუნდა, სასურველია, თუ არ გვაქვს ფინანსურად ამის შესაძლებლობა, გავყიდოთ სახლები, მანქანები, ავიღოთ კრედიტები და გადავიხადოთ იმდენ კაციანი ქორწილი, რომ ერთი ნაცნობიც კი არ დაგვრჩეს უკმაყოფილო.
ჩავიცვათ 100 კილოიანი, თვალმარგალიტით შემკობილი კაბა, რომ იქ მყოფი საზოგადოება აღვაფრთოვანოთ ჩვენი ბრწინვალებით. ასე მოვიაროთ მთელი თბილისი, სიგნალებით, მაქსიმალუტად მეტი საგზაო შემთხვევებით, რაც  ისეთივე აუცილებელია, როგორც  ფუნიკულიორზე ასვლა და პოზირება სურათების გადაღების მიზნით.
შემდეგ ეს დამშეული ხალხი მივიყვანოთ მორთულ-მოკაზმულ დარბაზში, სადაც კიდევ ასეულობით ღიპებზე ხელებდაწყობილი ადამიანი დაგხვდება და შევუდგეთ ცოხნას.
ჩვენ მოკრძალებულად დავსხდეს ნეფე-პატარძლის ადგილას და რაც შეიძლება ფართოდ გავიღიმოთ, ხალხმა რომ დაინახოს რომ ბედნიერები ვართ და სულ არ გვანაღვლებს ის ფაქტი, რომ მათ დაუსრულებელ ცოხნაში ათასობით ეროვნული ან თუნდაც უცხოური ვალუტა გადავიხადეთ.
შეზარხოშების შემდეგ ცეკვის დრო მოვა, ეს არის ყველაზე სასიამოვნო მომენტი მთელი ქორწილის განმავლობაში, რამდენიმე წუთის მანძილზე ისვენებ, მაგრამ მალევე გაისმის თამადის ყეფა. რომელიც ადგილების დაუყოვნებელი დაკავებისკენ იმპერატიულად მოგიწოდებს.
რამოდენიმე საათი ზიხარ გაღიმებული, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გეზიზღება ეს კაბა, რომელიც გაცვია და არაკომფორტულად გრძნობ თავს მაღალქუსლიან ფეხსაცმელში.
საბოლოოდ დანაყრებული და ღიპდაგრძელებული ხალხი  თვალის ჩაკვრით და სხვა გამამხნევებელი შეძახილებით გტოვებს და შენ გრძნობ რომ შენი ქორწილის პირველ ღამეს თითოეული მათგანი შენს გვერდითაა.
მერე რა, რომ ხვალ სამსახურში მარშუტკით მოგვიწევს წასვლა, სამსახურში იმიტომ, რომ დასვენების ფული არ დაგრჩა. მთავარია ამ დღემ კარგად ჩაიარა, კრედიტებს რომ გადავიხდით 10 წლის შემდეგ, კიდევ ვიყიდით მანქანას.
ძალიან მაინტერესებს რა შევცოდე ასეთი.

ყველაფერი კარგად იქნება

Thursday, May 28, 2009

ანგელოზები, დემონები, პოტერი, ლეტი, სტამბული

ბოლო დროს 9 :25 ზე მეღვიძება რატომღაც, მაშინ, როცა სამსახურში უნდა ვიყო 9:15 ზე. არ ვიცი რა მემართება, ვერ ვიღვიძებ ვერაფრით, არც მაღვიძარა მშველის, არც არაფერი :( ჩემი სასწაულმოქმედი ტაქსისტი რომ არა, სულ კატასტროფულად დავიგვიანებდი სამსახურში. დილით როგორ ვდგები, როგორც ვიცმევ, როგორ გამოვრბივარ და 3 წუთში სამსახურში როგორ ვხვდები, არ მამახსოვრდება.

17 ივლისს ჰარი პოტერის პრემიერაა სტამბულში. ვიცი რომ აქ რამდენიმე თვე არ გაუშვებენ, სასტიკად მინდა წასვლა და ყურება. ფულის პრობლემა რომ არ იყოს, წამით არ დავფიქრდებოდი და რამდენიმე დღით წავიდოდი. ლეტის ლეკვებთან ერთად ვინმე სანდო პირს ჩავაბარებდი, თან მშვიდად ვიქნებოდი, იმიტომ , რომ ლეტი ლეკვებს არაფერს მოაკლებს, უბრალოდ თვითონ მას დასჭირდება ჭამა, გასერინება და ა.შ.

სადღაც 300 $ დაგვჭირდება მინიმუმ და ჩემს წინაშე დგას საკითხი - სად ვიშოვო ფული. სათარგმნის აღებაზე ვფიქრობ, ივნისში უფრო უკეთესად დავფიქრდები :)

ლეტუნას მუცელი უკვე გამოებზიკა და ძუძუები დაებერა, 7 ივლისისთვის ველოდებით მატებას. 

ამირანში დაიწყო "Angels And Demons" -ის ჩვენება დენ ბრაუნის ერთ ერთი წიგნის ეკრანიზაციაა. ევან მაგრეგორი თამაშობს სადღაც მეორეხარისხოვან როლში, ტრეილერში ვნახე, ავღელდი და ხელფასის აღებისთანავე მივდივარ საყურებლად. 

Wednesday, May 27, 2009

Farmtown on Facebook

Facebook ში არის ერთი ასეთი თამაში - Farm Town,  სადაც ფლობ ვირტუალურ ფერმას, მოგყავს მოსავალი, მუშაობ, ამუშავებ სხვებს და აკეთებინებ ფულს და ა.შ. 

გუშინ ამ თამაშის წყალობით, პირველად გავიგე, რომ ბრინჯი, თურმე თავიდან წყალში ითესება. 

და პრინციპი ისაა, რომ იყიდი თესლებს, თითოეულს თავისი ვადა აქვს, დათესავ და თავის დროზე უნდა აიღო მოსავალი. სხვას თუ ააღებინებ, უფრო ძვირად გაყიდი, თან ის სხვაც ერთ ფილდზე  მინ 20 ქოინს იღებს, გააჩნია მოსავლის ხარისხს და ღირებულებას. ყველაზე ძვირი , რაც შემხვედრია, გოგრის აღებაა, 95 ქოინი ღირს მგონი, მარა იშვიათად მხვდება ფერმებში. ალბათ იმიტომ, რომ გარკვეულ ლეველამდე ვერ ყიდულობ და თან ძვირია. 

ხოდა ახლა შუა თამაშის დროს ჩემი უფროს დამადგა თავზე :უსერ:

რა მინდა ახლა მე

რამდენიმე მიწიერი ოცნება, რომელიც სრულყოფილს გახდიდა ჩემს ცხოვრებას 

1. მაღალანაზღაურებადი სამსახური 

2. საკუთარი სახლი დიღმის მასივში

3. ბავშვი

4. სწავლა საზღვარგარეთ 

5. კარგი დასვენება

6. ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანების (ცხოველების) ჯანმრთელობა

7. სენბერნარი 

8. მანქანა

და მორჩა 

Wednesday, May 20, 2009

ციტატები ფილმებიდან

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფილმებიდან ციტატების ჩაწერა, ტელევიზორთან ვჯდებოდი რვეულით და ვიწერდი ჩემი საყვარელი მსახიობების ფრაზებს საყვარელი ადგილებიდან. თან მაგ დროს არამარტო სიტყვებს, არამედ ტემბრებს და გამომეტველებებსაც ვიმახსოვრებდი: ვინ როგორ წევს წარბს, ვინ წაიდან იყურება და ა.შ

ბევრი რომ არ გავაგრძელო : 

The man in the iron mask: 

დარტანიანი იგებს, რომ ფილიპი ლუის ძმაა და შოკში ვარდება. ჭკუა მეკეტება ამ მომენტზე 

დ'არტანიანი: -  Not once have I ever asked anything
  for myself. I ask now. Forgive
  this man, this prisoner... your
  brother.
ლუი:  Get out of my way.

დარტანიანი:  Your Majesty... Every day of your
  life, I have watched over you. No
  angel could have stood a more
  faithful vigil. I have bled for
  you, and have prayed, every day, to
  see you become greater than your
  office, better than the law. Show
  me now what my faith and blood have
  purchased. Show mercy.

ფილიპი:  Please, may I speak? M'lord... I
  beg that you kill me. I release
  you, before Almighty God, from any
  claim of sin in taking my life. In
  fact I will pray that God reward you
  for your mercy to do it. But do not
  -- I beg you -- return me to the
  prison, where I have lived so long.
ლუი:  D'Artagnan, you will hunt down
  Aramis, Porthos and Athos, and bring
  me their heads, or I will have
  yours. And as for you, Phillippe...
  Back to the prison you shall go, and
  into the mask you hate.
Wear it until you love it. And die
  in it!!

დარტანიანის სიკვდილი: 

დარტანიანი:  All my life, this is the
  death I have wanted. To die among
  you. One for all... and all for...
ფილიპი: You
  were the Man in the Iron Mask.

Interview with the vampire: 

მომენტი,როდესაც მელოი ტვინს უბურღავს ბრედ პიტს, მეც გამხადე ვამპირიო, წყობილებად გამოვა, ყელში ეცემა მაღლა ასწევს და რაღაც სასწაული სახით უყვირის: You like it? You like being food
for the immortals? You like dying?
Is it beautiful? Is it intense?

რავიცი რატომ გამახსენდა ახლა, არადა ისე მეძინება 

Friday, May 15, 2009

Premonition

დღეს Supernatural ის ბოლო სერიაა და ფორუმზე თემაში ვერ შემიხედავს. სხვადასხვა იუზერების მიერ სინანულით წარმოთქმული სპოილერების მიხედვით უკვე გავიგე, რომ რუბი ისეთივეა როგორც ყველა დემონი.

იქ ფეხის შემდგემლი აღარ ვარ და ახლა რა მოხდება ჩემი აზრით:

- კასტიელი იმიტომ გამოუშვებს სემს თრეფიდან, რომ ლილიტი მოკლას და ვინაიდან ამას სჭირდება დემონის საკმაო რაოდენობის სისხლის დალევა, სემი ფაქტიურად მონსტრად გადაიქცევა და ანგელოზების ღრმა რწმენით, ამის გამო, დინი მოკლავს სემს.

- რუბი მიეკუთვნება დემონთა იმ კატეგორიას, რომლებსაც, აზაზელის მსგავსად სჯერათ, რომ სემი მოუტანს ლუციფერის ლაშქარს გამარჯვებას და არა ლილიტი, ამიტომაც უნდა ლილიტის თავიდან მოცილება, ან შურის გამო, იმიტომ რომ ლუციფერის პირველია ან რაიმე სხვა მიზეზით.

- კასტიელი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, აღარ დაემორჩილება ზემოდან მოსულ ბრძანებებს და დინს დაეხმარება. 

- სემი ადამიანს და დემონს შორის გარდამავლად რომ არ დარჩება 

და დინის როლი ამ აპოკალიპსის დასრულებაში ძალიან ბუნდოვანია, არც მგონია, ამ სეზონში რომ გაირკვეს რა ხდება 

მოკლედ ვნახოთ 

Thursday, May 14, 2009

ხოდა ისა

ხვალ supernatural ის მეოთხე სეზონის ბოლო სერიაა, აქედან გამომდინარე, მონატრების დასაოკებლად, გადავწყვიტე, ბლოგისთვის შემეცვალა სახელი  

დინ, ძალიან მომენატრები, შენი ხმა განსაკუთრებით

სემ შენ არა, რატომღაც არასოდეს მომწონდი მე მაპატიე  

კეს, შენც მომენატრები, თუმცა უკანასკენ დროს ვერაფრით ამიხსნია შენი საქციელი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ასე მხოლოდ იმიტომ იქცები, რომ თავს დამნაშავედ გრძნობ ანგელოზების წინაშე, იმის გამო, რომ სიმპატიები გაგიჩნდა ადამიანის მიმართ, ალბათ ამიტომ წაგიყვანეს და მიგაკაჩავეს, მაგრამ ადრე თუ გვიან გაგიგებენ, მთავარია აღიარო რატომ გააკეთე ის, რაც გააკეთე 

Wednesday, May 13, 2009

Smallville

სამწუხაროა, სმოლვილის მეხუთე სეზონი მარტო ოფლაინ გეზე რომ დევს, ფიაილ გეზეა ატვირთულიდა  იქიდანაც ნახევრად ფასიანია გადმოწერა, ასე რომ ერთი ჩემი უსაყვარლესი მეგობრის ნიკი გავთელე და ტორენტიდან გადმოვწერე, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ გაგებით მოეკიდება ჩემს ზომბირებას და არ გამიბრაზდება, იმის გათვალისწინებით, რომ კიდევ 3 სეზონი მექნება გადმოსაწერი. 

ჯენსენის პერსონაჟმა კრახი განიცადა. დედამისი შუა საუკუნეების ვეძმის რეინკარნაცია იყო, რომელიც ლანას მოკვლას ცდილობდა, ჯენსენი მართალია, ცდილობდა ლანას დაცვას, მარა საბოლოოდ დედამისთან შეკრული აღმოჩნდა და მეტეორიტების წვიმისას გარდაიცვალა იმ მომენტში ,როცა კლარკის დედას სცემდა :ს

გუშინ დასვენება იყო და მთელი დღე ლოგინში გავატარეთ მე ჯემამ და ლეტომ.. 

:bis:

სკუტერი მინდა :s 

Sunday, May 10, 2009

ლეტის ვნებიანი ვიქენდი და smallville

გავითვალისწინეთ რა ის გვერდითი ეფექტები, რაც შეიძლება მოყვეს ამას და აგეთვე ის ფაქტი, შემდეგი რამდენიმე თვის გატარება ძაღლთა მონობის ქვეშ მოგვიწევს, შაბათს ლეტი შევაჯვარეთ. 

ჩემი თავდაპირველი შეთანხმება ერთ ერთ ფორუმელთან შევარების თაობაზე იმით დამთავრდა, რომ უკანასკნელ მომენტში გამორთო მობილი და გადაიკარგა. აი რა ხდება, მაშინ, როცა მნიშვნელოვან საქმეს უცხო ადამიანთან ერთად გეგმავ :p

საბოლოოდ ისევ ლეტის წინა პარტნიორთან შევაჯვარე. ან რად მინდოდა საერთროდ იმ გოგოსთან მოლაპარაკება, ფანტასტიური ძაღლია პანჩო,( პატრონზე რომ არაფერი ვთქვათ) მართალია ძალიან დაღალა ლეტომ, მაგრამ მამაკაცური ვალი მაინც პირწმინდად მოიხადა. 

smallville შემდეგ სეზონებში უფრო იხვეწება, მართალია, ჯემას არ მოსწონს და ბუზღუნებს და სულ თავის ლეპტოპშია ჩამძვრალი, ლექს ლუტერის სახე რომ არ დაინახოს, მაგრამ თვალს ვერ ვაშორებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯენსენ ეკელსი გამოჩნდა ჯეისინ ტიგის როლში. 

ჯენსენი 22 ეპიზოდშია მხოლოდ, მთელი სიამოვნება მელოდება წინ, იმედია ვინმეს მოსყიდული ან რაღაც მსგავსი არ იქნება და მოკლავენ და ისე წავა.. არ მინდა, როგორც ცუდმა ტიპმა, ისე დატოვოს სერიალი, მინდა მის წასვლაზე ვიტირო :უსერ:

 

Tuesday, May 5, 2009

ესღა მაკლდა :ს

დღეს ლექცია მაქვს და იმდენად მეზარებოდა წასვლა, რომ დავიგრუზე, მერე გამოვთვალე და სადღაც 30 აპრილს დაიწყო სწავლა და 30 აპრილი არ იყო სამშაბათი, ანუ დღეს მაქვს პირველი ლექცია და რომ არ მივიდე, არაფერი მოხდება. 

ხოდა წავალ სახლში და იმაზე ვინერვიულებ, რომ ხვალ ციხისელთან მივდივარ

ნეტა რას მიზამს :(

Sunday, May 3, 2009

მშვიდობის დიადი დასაწყისი

დღეს მე და ჯემამ აღთქმა დავდეთ, რომ აღარ ვიჩხუბებთ და თუ ოდესმე მაინც მოხდება ეს, ჩხუბის დამწყები მეორეს საჩუქარს ჩუქნის।

იმედია ახლა იმაზე არ ვიჩხუბებთ, თუ ვინ იყო ჭეშმარიტი ჩხუბის დამწყები

ანუ მე

:უსერ:

მტკიცე გადაწყვეტილება

უბრალოდ იმდენად გავსივდი, რომ ძველი ტანსაცმელი ხო ოფიციალურად აღარ მეტევა და თუ ჩავეკვეხები რამეში, ტანზე მეხევა. მერე, ახლებიც ვერ მიყიდია, იმოტომ რომ სასწაული უნდა მოხდეს, რამე რომ მომიხდეს :დ
დღეს მთელი დღე დავდივარ მაღაზიებში, ჯემამ ხომ არასოდეს იღებდა ხმას ჩემს სიმსუქნეზე და დღეს, სიარულისგან გაწამებულს, კაბის მოზომვის პროცესში, აღმოხდა , აუცილებლად უნდა დაიკლოო।
ეგრეც ვიზამ,დღეს გადავწყვიტე ხვალიდან დავიწყო უმკაცრესი დიეტა - არავითარი ტკბილეული თაფლის გარდა, არავითარი სპაგეტი (ცრყ) პელმენი ქოთანში და მსგავსი ეშმაკის სათამაშოები, მხოლო ७ ჭიქა ჩაი და ბონუსის სახით २०० გრამი ქათმის ხორცი, ეგეც იმიტომ რომ სადმე გული არ წამივიდეს। მეტის ღირსი ვარ, ყოველთვის რომ გამხდარი ვიყავი და ყველაფერი მიხდებოდა, თავში ამივარდა და ამ შედეგამდე მივედი :მად:

და კიდევ ლეტი ახლა თუ შევაჯვარე, ივლისის დასაწყისში იმშობიარებს, ერთი თვე ლეკვები მე უნდა მყავდეს, აგვისტოში დარწმუნებული ვარ, ვერ გავასხვისებ ყველას, ხოდა მომიწევს მთელი ზაფხული კიდევ აქ ყოფნა...

უნდა ვიყოჩაღოთ და ყველაფერი კარგად იქნება :ბის:

Friday, May 1, 2009

ლეტის კრიტიკული დღეები

რაღაც ახალი სერიალის ყურება დავიწყე smallville- მაგარი ტუტუცობაა და ლოსტის და supernatural ის სერიებს შორის მონაკვეთებს კლავს.
ნუ ლოსთის სერია იყო საოცრება გუშინ, არეულობა დაიწყო და ვნახოთ რა მოხდება. დღეს ვუყურე S -ის მეოცე ეპიზოდს, საყვარლად დამთავრდა - კასტიელი გასწერვებული დაბრუნდა სამოთხიდან -im not serving men, im serving heaven ო, ეტყობა იქ მაგრად მიაკაჩავეს..დემონის სისხლზე დახამებული სემი კი რობიმ და დინმა გამოამწყვდიეს..

ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ორივე სეზონი მალე მთავრდება. სრული კატასტროფა.

ლეტის კრიტიკული დღეები დაეწყო, ამიტომაც გამოვაწყეთ პამპერსში, გამოვაყოფინეთ კუდი და სიარულის დროს კედელს ეხახუნება, იქნებ გამძვრესო. ალბათ შევაჯვარებ პოიზონ გერლის პერისთან.. სადღაც ერთ კვირაში.
სამსახურში მაპახავებენ თითქმის 9 საათამდე იქ ვზივარ ეს კვირა, FSA გვამოწმებს, ხოდა ყველა ლეტის ვბაძავთ და პამპერსებით დავდივართ შიშისგან :დ
სწავლაც დამეწყო, ერთი ლექცია კვირაში არაფერიც არაა, გადავიტან
საგადასახადოსაც დავესწრები ხოლმე თავისუფალი მსმენელის ამპლუაში.

ჩემი ქმარი ნერვების მიშლის კიდე..
ლეტის როცა აწვალებს, შიშისგან ეფსმება..
დღეს სპეციალურად აწვალა რომ ჩაფხმოდა, მერე მითხრა მიდი მოწმინდეო
რატომ უნდა მომეწმინდა მე.. ხოდა სამართალმა იზეიმა და თავად მოწმინდა, აწი გაითვალისწინებს, რომ აღარ უნდა აწვალოს საწყალი ძაღლი, რომელიც ფაქტიურად, უკვე დარწმუნებულია, რომ ყოველი მისი მოფსმა ჯემას ბრალდება და სულ მალე ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დაგვაფსამს თავზე.

ჩემი გუშინ აღებული ხელფასიდან მხოლოდ 20 ლარი დამრჩა. .
მარა ხვალ დედიკოს ვნახავ და ყველაფერი შეიცვლება.

Tuesday, April 14, 2009

ამონარიდი პროკლამაციიდან

" ჩვენ არ ვებრძვით მხოლოდ ერთ ადამიანს და მის სისუსტეებს (მასაჟისტი, სუში, თხილამურებზე სრიალი), ჩვენ არ ვცდილობთ მის გამოსწორებას, ჩვენ ვებრძვით მას, როგორც ამ სისტემის შემოქმედს, ამ სისტემის თავს, ამ სისტემის ბოროტ სულს. ჩვენ არ გვინდა მიშას დასჯა, მისი განადგურება"

ხო მე ვარ @# და არ ვიცოდი, მასაჟი სუში და თხილამურები სისუსტე რომ იყო 


http://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/38906.html&hd_line=1

Monday, April 13, 2009

ჩვენ ნაცარქექიები

საერთო პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში - გუშინ მოხდა რეზიდენციასთან კარვებებს გაშლა გრეჩიხას მონობასა შიდა არსებული სასოწარკვეთილი ხალხის მიერ, რომელსაც ჯერ კიდევ დარჩა იმის იმედი, რომ საკანში გამომწყვდეული შუშანიკი გრეჩიხად წოდებული მისი ძმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძუძუებს გაუდიდებს და პენისებს დაუგრძელებს თითოეულ ქართველს..

მაისაშვილი პრეზიდენტს კვლავ დედას შეაგინებს ,  გრეჩიხა  სასწრაფო მანქანას არ გაატარებს  რუსთაველის გამზირზე, რადგან მიიჩნევს, რომ თუ მძღოლი თბილისელია, ის უფრო ადვილად გაიგნებს გზას ავადმყოფისკენ, რომელიც შესაძლოა, იმ მომენტში, სახლში სულს ღაფავს,  სანაპიროს ქუჩით. 

პრეზიდენტთან დიალოგზე უფროსი გრეჩიხას დიდი სურვილია,  შუშანიკი მივა და უფრო მეტი ტანჯულის გამომეტყველება რომ ჰქონდეს, ასტამი დაიცემს და თვალს დაიშანთავს (მერე, რათქმაუნდა მიშას დააბრალებს)

მე კიდე ნაცარქექია ვარ, ლოგინზე ვკოტრიალობ ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ერს გვერდით ვედგე , პარანოიკის ბრძანებებს დავემორჩილო, ცოცხალი კურდღლები ვისროლო რეზიდენციის მიმართით  და თავისუფალ დროს გულს ვირევ ხოლმე მათზე.  

Monday, April 6, 2009

დიეტის პირველი დღე

ომგ მიდევს წინ 2002 წლის ჭანტურიას და  ნინიძის კომენტარები მეწარმეთა შესახებ კანონზე და ვცდილობ რამენაირად მაინც გამოვიყენო რეფერატისთვის. აქ ჯერ ისევ შპს -ს საწესდებო კაპიტალი 2000 ლარია. 

როგორ მეზარება წერა :( 

დღეს პირველი გამოცდა მაქვს საზღვარგარეთის სამეწარმეო სამართალში, ხვალ კორპორაციულ მართვაში, 11 ში სანივთო და 13 ში ფასიანი ქაღალდები 

ეს 13 მართალია ცუდად მენიშნა, მაგრამ არაუშავს.

აუ კრევეტების წვნიანი მინდა :(

Thursday, April 2, 2009

ბოლო ლექცია

ნუ მთლად ბოლო არა, იქით სემესტრში ერთი ორი საგნის აღებას კიდევ ვაპირებ :) გუშინ უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ პრეზენტაციით, ჩემი 200+30 ქულით და პრეზენტაციის შემდეგ ნაჭამი სპაგეტით 

კმაყოფილი ვარ ჩემი ხელმძღვანელით, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ქალია, ვინც კი ოდესმე მინახავს, კმაყოფილი ვარ ჩემი ძაღლით , იმიტომ რომ უჭკვიანესია, კმაყოფილი ვარ ჩემი ლამაზი კუტპუტკუნით, ჩემი დით, რომელსაც დღეს ვნახავ, დედით, რომელიც მენატრება, ბაკბიკით, რომელიც ყოველ დილით ჩვენი საწოლის თავზე ზის და დაგვყურებს, ნეტა თვალები ღია ჰქონდეთ რომ ამოვკორტნოო, ჩემი მეგობრებით, რომლებიც დიდი ხანი არ მინახავს, სემით და დინით, რომლებსაც ხვალ ვუყურებ, იმ საიტით, რომელიც მათი ყურების საშუალებას მომცემს, ოღონდ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ფერებში და ხვალინდელი დასვენებით

არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ქეითმა და სოიერმა ბენი სხვებს მიუყვანეს გადასარჩენად, როცა იციან, რაც გამოვა ამის შემდეგ, არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ რეფერატი მაქვს დასაწერი შედარებით კორპორაციულში ორშაბათისთვის და პახოდუ, ფინალური მაქვს.. არ ვარ კმაყოფილი ჩემი უფროსით, რომელსაც არ ვიცი საიდან მოვუტანო სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა, არ ვარ კმაყოფილი არაფრით!!!!!!!!! :gıvı:

Friday, March 27, 2009

ე.ი

მეგობრებო








და კიდე ვინც აქ არ ხართ, იმიტომ რომ თქვენი სურათი აქ მაქვს 

მენატრებით ბლიად 

Tuesday, March 24, 2009

On presentation

როგორც იქნა, გუშინ 12 ის ნახევრისთვის (ჩვენ 11:59 ს ვვარაუდობდით) გავაგზავნე პრეზენტაცია, თემა, რომელმაც უკანასკენლი სამი დღის განმავლობაში სისხლი გამიშრო 

გუშინ 7 საათისთვის მე სლაიდები მქონდა დასამთავრებელი, ეკას თემა უნდა დაემთავრებინა სქოლიოებით და მთელი ნავაროტკებით და 12 მდე გაგვეგზავნა. ბედად, ლექცია წარმოუდგენლად გაგრძელდა, 2 100 ქულიანი ქეისი მოგვიტანეს და დროც გაგვიგრძელეს 11 ის წუთებამდე.. სახლში მოვდივარ და ვფიქრობ, ახლა რომ ჯემამ კარები გამიღოს და ტრაგიკული სახით მითხრას, ინტერნეტი არ გვაქვაქვსო და წარმომიმდგენია, რა პანიკაში ჩავვარდებითქო, მაგრამ ნუ ეს იზ ობლასწი ფანტასწიკიათქო და, ნუ სახლში ამაყად მივედი..

ჯემა მიღებს კარებს, ზუსტად ისეთი სახე აქვს, როგორიც წარმომდეგინა 

- ან ინტერნეტი არ გვაქვს 

ნუ ახლა მართლა არ მახსოვს, რა ვქენი, მახსოვს მხოლოდ ის, რომ პრეზენტაციის კეთება დავამთავრე, ორ წამიანი ნეტის ჩართვის შემდეგ ეკას გადავუგზავნე მეილზე, მერე ნეტი გამოირთო ისევ, თუმცა იმის გამო, რომ სლაიდები უკვე გაგზავნილი მქონდა,მეკიდა 

ხოოდა ამ დროს რეკავს რეკავს ეკა 

-ან ინტერნეტი არ მაქვს

და იქ იწყება ნამდვილი პანიკა :დ

მე აქ სქოლიოსთვის ლინკებს ვკარნახობ ასო ასო (ოპერა კარგი მეხსიერება რომ არა, ვერც მაგას გავაკეთებდი) ინტერნეტი ირთვება-ითიშება, + ჩემი ჯგუფელი მირეკავს, ვალაუვლობის პრეზენტაცია გადმომიგზავნე სასწრაფოდ თავის თემიანადო..

მოკლედ, საბოლოოდ გავაგზავნეთ როგორც იქნა, დასვენებულები ვსხედვართ მე და ეკა და ბრახ.. უცებ აღმოვაჩინე, რომ ენრონის საქმეში სულ სხვა ტიპის სურათი დავდე 

ანუ ამ სანდომიანი ბერიკაცის მაგივრად 

ამისი 

მე მაპატიეთ 

p.s  ველოდები supernaturalის მორიგ სერიას 

დინი და სემი ჰანთერები არ არიან და ერთმანეთს არც იცნობენ 

სახლი ისეთი დასალაგებელია, რომ უარესი მდგომარეობა ბუნებაში არ არსებობს 

ლეტის მალე სექსი ექნება და მე და ჯემას მასზე მეტად გვიხარია 

Tuesday, March 17, 2009

პრეზენტაცია, თანამშრომელი, თიკო, ჯემა და დერენი

აააა ნეტავ გადამაგორებინა დღევანდელი დღე 

პრეზენტაცია მაქვს სანივთო სამართალში, სამეზობლო სამართალზე ვწერ თემას,ახლა გადავშალე წიგნები (3 ცალი) და მარტო ერთში წერია ის, რაც მაინტერესებს ,მეშინია, ცუდი თემა არ გამოვიდეს :(

ახლა უნდა ვიჯდე მთელი დღე და ვურტყა თავი, მეტის ღირსი ვარ..

ამ ოთახში არ მინდა ჯდომა.. ისეთი ცუდი აურა მოდის ჩემი თანამშრომლისგან, რომ დიდხანს ვერ ვიტან და იძულებული ვხდები, ოთახიდან ოთახში ვირბინო.. ძალიან ძნელი ჩემთვის ამის ატანა, ასეთი კონფლიქტი ცხოვრებაში არავისთან მქონია, მგონია რომ ვერევი თავს, მარა ხო ვიცი, რომ არ გამომდის, ყველაფერი მაღიზიანებს.. არაუშავს, მალე გამოაშკარავებს კიდევ საკუთარ თავს და მერე უკვე აღარ მოვითმენ : )

გუშინ თიკომ დედიკოს ტელევიზორი უყიდა, სურპრიზი მოუწყო, ნეტავ დედასთან ვყოფილიყავი იმ მომენტში, ტელევიზორი რომ რომ მიუტანეს, ძაან მაინტერესებს რა რეაქცია ჰქონდა, მერე კი დამირეკა გაგიჟებულმა, მარა ეგ არ ითვლება : )

როგორ მინდა, მეც შემეძლოს ჩემი დისთვის და დედასთვის ასეთი სურპრიზების გაკეთება, დისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ წლების მანძილზე ეგ უკეთებს ყველას სურპრიზებს, ყველას ეგ ახარებს, ჩვევაშიც კი აქვს გამჯდარი, მას კი ახარებს ასე ვინმე? :)

 მინდა, მეც ისევე გავახარო, როგორც ეგ მახარებს ხოლმე, one day i will :) 

გუშინ წარსულის გახსენების დღე გვქონდა მე და ჯემას, როგორ მსიამოვნებს ჩვენი ურთიერთობის დასაწყისზე ლაპარაკი, ახლაც ზუსტად ისეთივე ტკბილია ყველაფერი, როგორც ადრე, გარკვეულ დეტალებს თუ არ ჩავთვლით :დ მე, მაგალითად, თავიდან ვერ ვეუბნებოდი , რომ მიყვარდა : ) უბრალოდ მცხვენოდა..

ეჰ წავედი დავიწყო წერა :(

p.s დერენის მოსმენა დავიწყე აქტიურად, მომენატრა მისი ხმა და ლექსები

მთელი ბავშვობა სულში მეჯდა :(

ეს მისი ახალი სიმღერაა :ლოვე:

And Casey
When you go
Can you come and find me
Wanna be beside you
When you leave this town
I've been waving goodbye
Pretending not to cry
I want to be someone
If you take me away
All the pain will change
Into a memory...
Of when we were amazing


Sunday, March 15, 2009

არსებობს თუ არა სიცოცხლე მშობიარობის შემდეგ

В животе беременной женщины разговаривают двое младенцев. Один из них - верующий, другой - неверующий

Неверующий младенец: Ты веришь в жизнь после родов?

Верующий младенец: Да, конечно. Всем понятно, что жизнь после родов существует. Мы здесь для того, чтобы стать достаточно сильными и готовыми к тому, что нас ждет потом.

Неверующий младенец: Это глупость! Никакой жизни после родов быть не может! Ты можешь себе представить, как такая жизнь могла бы выглядеть?


 Верующий младенец: Я не знаю все детали, но я верю, что там будет больше света, и что мы, может быть, будем сами ходить и есть своим ртом.

 Неверующий младенец: Какая ерунда! Невозможно же самим ходить и есть ртом! Это вообще смешно! У нас есть пуповина, которая нас питает. Знаешь, я хочу сказать тебе: невозможно, чтобы существовала жизнь после родов, потому что наша жизнь - пуповина - и так уже слишком коротка.

 Верующий младенец: Я уверен, что это возможно. Все будет просто немного по-другому. Это можно себе представить.

 Неверующий младенец: Но ведь оттуда ещё никто никогда не возвращался! Жизнь просто заканчивается родами. И вообще, жизнь - это одно большое страдание в темноте.

 Верующий младенец: Нет, нет! Я точно не знаю, как будет выглядеть наша жизнь после родов, но в любом случае, мы увидим маму, и она позаботится о нас.

 Неверующий младенец: Маму? Ты веришь в маму? И где же она находится?

Верующий младенец: Она везде вокруг нас, мы в ней пребываем и благодаря ей движемся и живем, без нее мы просто не можем существовать.

 Неверующий младенец: Полная ерунда! Я не видел никакой мамы, и поэтому очевидно, что ее просто нет.

Верующий младенец: Не могу с тобой согласиться. Ведь иногда, когда все вокруг затихает, можно услышать и почувствовать, как она гладит наш мир. Я твердо верю, что наша настоящая жизнь начнется только после родов. А ты?


Thursday, March 12, 2009

The same

გუშინ გოგო და ბიჭი მანქანით მიდიოდნენ ტრასაზე, ღამე..უცებ წინ გზაზე კაცი დაინახეს, გოგო იჯდა საჭესთან, ცუდად დაამუხრუჭა, გადავარდა ხევში, გაიღვიძა, ქმარი გვერდით არ ყავს, გაგიჟდა, იარა, იარა რაღაც სახლი დაინახა, შევიდა, თან ქმარს ეძახდა, მარა მოხუცი კაცის მეტი იქ არავინ იყო, ზურგით იდგა, მიუხალოვდა, შემობრუნდა, საშინელი სახე მიიღო, გამოიქცა გოგო, ტრასაზე გამოვარდა, მანქნა დაინახა, გააჩერა, ვინ ისხდებოდნენ შიგნით თუ არა დენი და სემი :ლოვე:

family business 

წელიწადში ერთხელ,ერთსა და იმავე დღეს, ორი სული გამოდის ტრასაზე, ერთი მოკლული ფერმერის, რომელსაც შურისძიება სწყურია და მეორე იმ ქალის, ავარიაში დაიღუპა იმ ღამეს,როცა ეს ფერმერი ვიღაც ქალმა მანქანამ გაიტანა

Sunday, March 8, 2009

Superrrrrrnatural

საერთოდ, ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებ თავს, რაიმე სერიალში ჩავერთო, იმიტომ რომ მერე too eddicted ვხდები..

24/7 ან ვუყურებ, ან მასზე ვფიქრობ..

ასე იყო x files, ასე იყო კი არადა არის lost, beverly hills და ახლა, ღირსი ხარ ამ დამძიმებული და ჩაშავებული თვალებისთვის ჩამო ჩემო, ღირსი - supernatural

სულ მაინტერესებდა ეგ და Ghost Whisperer, მარა მაგის რამდენიმე სერიას ვუყურე და არ დამევას

მართლა დიდი ხანი ვიკავე თავი, მეყო 

დილით გავიღვიძე, ლეტის მოვკიდე ხელი, წავედით მაკდონალდსის ნობათი მოვიტანეთ, ჩავწექით და დავიწყეთ ყურება.. სადღაც 7 საათამდე არ ავმდგარვართ, თან ლეტის ვალერიანი ჰქონდა გადაყლაპული რამდენიმე ტაბლეტი და მთელი დღე ეძინა

საიდუმლო მასალებთან ვერასოდეს მოვა, მარა საინტერესოა..

აქაც same story- მოჩვენებები, ვამპირები, ეშმაკები, წყევლები, სიკვდილები

ბელა და ედვარდები 

ხო მართლა 

DVD rip დადეს ოფლაინ.გეზე 

შაბათს ინტერნეტი ჩამერთო თუ არა, მივასკდი

ძლივს ვნახე ედვარდის თეთრი სახე და ოქროსფერი თვალები :ლოვე:

და აი ისიც, რატომაც გაურბიან ვამპირები მზეს 

he sparkles 

 

supernatural ის ვამპირები სხვა როჟები იყვნენ, ჯვრის, მზის ნაკურთხი მზის და ა.შ არ ეშინიათ,დღისით უბრალოდ სძინავთ.. მზეზე, რათქმაუნდა, არ ბრწყინავენ : )

განსაკუთრებით ის სერია მომეწონა პირველ სეზონში, ბრმა როჟა ხალხს რომ ვითომ კურნავს და სინამდვილეში რომ მისი ცოლია სიკვდილთან შეკრული და ერთი ადამიანის გადარჩენით მეორე ადამიანს რომ კლავს :s

სიკვდილი იყო ძაან მაგარი როჟა

  

კიდევ ის სერია მომეწონა, ბავშვებს სიცოცხლეს რომ წოვს ტიპი 

ეგრევე მივხვდი, რომ ექიმში რაღაც ნეტოდ იყო, მიუხედავად იმისა,რომö დინი ამბობდა, ეგ დემონი ძირითადად ქალის სახეს ღებულობსო 

ხოდა პირველი სეზონი ცოტა ისე დამთავრდა, მსუბუქად რომ ვთქვათ, წარუმატებლად ..

დღეს ჩავუჯდები მეორეს 

როგორ მეძინება