Thursday, January 29, 2009

ლექცია, სირცხვილი,ლაიდენი

გუშინ გავხდი საოცარი სანახაობის მოწმე:

ჩემი რამდენიმე კურსელი მთელი ჯგუფის თანდასწრებით თავს იმცირებს თავს ლექტორის წინაშე იმით,  რომ მათ  არ შეუძლიათ მიწოდებული მასალის ათვისება, იმიტომ რომ მასალა არის ინგლისურ ენაზე და საკმაოდ რთული.  ლექტორის არგუმენტზე, რომ სწავლის მაღალი სტანდარტის დაწესება ხშირად ეხმარება სტუდენტს მასალის უფრო კარგად ათვისებაში და სწორედ ასეთი მეთოდით აქვს მას ნასწავლი ჰოლანდიაში ეს საგანი, ერთ ერთი სტუდენტი პასუხობს: 

-ჰო, ზუსტად ჰოლანდიის დონეზე ვართ რა 

დედას გეფიცებით, შემრცხვა 

მართლა არაფრის ღირსნი არ ვართ 

Monday, January 26, 2009

ტვინის დღვნის თაობაზე

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში პათოლოგიასთან ჩემაა ხშირმა შეხებამ ჩმთლად გაანადგურა ჩემი ნერვული სისტემა, რამაც გარკვეული სირთულეები გამოიწვია როგორც ჩემს პირად ცხოვრებში და რეაბილიტაციას საკმარისი დრო დასჭირდა.. რომ არა ჯემა,  დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ ახლაც იგივე სიტუაციაში ვყოფილიყავი - განადგურებული ნერვებით და პუკე სმაილიკით. 

ხოდა ამით რისი თქმი მინდა..

According to abovementioned, იოტისოდენა სურვილიც არ გამაჩნია მსგავს  პათოლოგებთან ურთიერთობის, თავი მიჭირავს მათგან მაქსიმალურად შორს, იმიტომ რომ ისევ  abovementione იდან გამომდინარე, მათ მიერ დატოვებული ხლამი მაინც  ახდენს ჩემზე უარყოფით გავლენას და მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ახერხებს ჩემს განწყობაზე უარყოფით ზემოქმედებას. 

ხოდა დიდი სურვილი მაქვს, ასეთმა ადამიანებმა ყურადღების მისაქცევად თუ სხვა მიზნით გამოსაყენებელი მდაბიური ხერხები თუ ღრმა სულიერი განცდები ჩემსკენ არ მომართონ, ამით ისინი დაზოგავენ საკუთარ დროს და გაორმაგებული ძალებით დალაშქრავენ მაღალ მწვერვალებს.. ჩემს ნერვებიც თავისუფალიი იქნება უარყოფითი გარეგანი ეფექტებისგან.. 

დარწმუნებული ვარ ,ადრესატი მიხვდება :* 

სწავლა, ლოსთი, ფული, ახალი მთვარე და ა.შ

3336 ლარი მივათხლიშე კავკასიის უნივერსიტეტს :( 

ხელები მიკანკალებდა :(

ერთი საგნიდან უნდა ამოვეწერო, ფასიანი ქაღალდები ისეთი რთულია, რომ კიდევ ერთი ზედმეტი საგანი გადამწვავს

ლოსთი ისეთი ჩახლართულია, ვერ გაიგებ ჯერ ვერაფერს 

ესენი კუნძულზე ცდილობენ დაბრუნებას, ჰარლის ბენი მიაკითხავს, ამ დროს ჰარლის პოლიცია ეძებს და ბენს დაინახავს თუ არა, გარეთ გავარდება და ჩაბარდება, ოღონდ ეს მომეშვასო ..

კუნძულზე დარჩენილები დროში მოგზაურობენ..

მგონია ,რომ თვითმფრინავი იმავე დროს ჩამოვარდება, რა დროსაც პირველად ჩამოვარდნენ 

და ამით დაიწყება ნორმალური, კანონზომიერი სვლა :war: 

ედვარდი და ბელაც ამ ეტაპზე დაშორებულები არიან და ბელა მთელ დროს ჯეიკობთან ატარებს 

:D

სუფთა გრეიბექია რა 

Wednesday, January 21, 2009

Im getting lost :tan:

დღეს ლოსთი გამოვიდა, ფორუმზე თემებს გადავხედე და,ჯერჯერობით,ახალი სერია არცერთ საიტზე არ დევს . იმედია საღამომდე დადებენ, მე ყოველი შემთხვევისთვის სასუსნავს მოვიმარაგებ :ლოვე:

სწავლა დამეწყო :ს ჯერ არცერთ ლექციაზე არ ვყოფილვარ, დღეს მივდივარ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ცხრილი გავარკვიო, აღარ მახსოვს რა საგნები ავირჩიე, სარეგისტრაციო ფურცელიც არ მაქვს და ჩვენს ადმინისტრაციას რომ ვთხოვე, ცხრილი  გადმომიგზავნეთთქო,  ჩვენ შენი პირადი მდივნები არ ვართო.. ფულის გადახდის დრო რომ მოვა, მაშინ მდივნებიც ხდებიან და სავარძლებიც, თუ საქმეს დაჭირდება.

მიდნაით სან -ს ვკითხულობ

ოღონდ პდფ ში იმიტომ რომ მაიერის საიტიდან არის გადმოწერილი და არც დაპრინტერება ძალმიძს და არც დაკოპირება :(

არ ვაპირებდი ედვარზე ლაპარაკს (:ლოვე:) მაგრამ, რადგან დავიწყე, იმასაც მოვაყოლებ, რომ რამდენიმე დღის წინ ფილმი ვნახე  და იმის შემდეგ ყოველდღე მას ვუყურებ :ლოვე:

ფილმი ცდილობს ფეხდაფეხ მისდიოს წიგნს, მაგრამ ხანდახან ისეთი უხეში შეცდომები იპარება, რომ მთელ სიამოვნებას რამდენიმე წამში სპობს. 

წიგნში ბელა ხმას არ იღებს იმაზე, ედვარდმა როგორ გადაარჩინა და ედვარდი ამით აღფრთოვანებულია ედიც და ჩვენც  და ფილმში პირველივე შესაძლებლობისთანაცე ქარლაის მიახლის, შენი შვილი შორს იდგა და წამში როგორ გაჩნდა ჩემთან და ხელით როგორ გააჩერა ის მანქანახო არ იციო 

საერთო ჯამში მაინც კარგია

ეს ჩემი საყვარელი სცენაა 

წავედი მოვწიო მერე საქმე ვაკეთო 

Wednesday, January 7, 2009

In love with Vampire

თავიდან ბოლომდე გატაცებული ვარ ედვარდ კალენის პიროვნებით და არავითარი კულენი, ძალიან ცუდად ჟღერს

თან მის როლს ფილმში რობერტ პატენსონი თამაშობს, იგივე პოტერის სედრიკი, რომლის სიკვდილზეც ამხელა ქალს შუა კინოში მაქვს ნაბღავლები და სახე ჩამოხოკილი..


გუშინ გვიანობამდე ვკითხულობდი, რა ცუდია, როცა არ გინდა და გიწევს წიგნის გვერდით გადადება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეორე დღეს დილით უბრალოდ ვერ ადგები

ჯერ ბელამ არ იცის, რომ ედვარდი ვამპირია და ვერანაირად ხსნის მის ასეთ ძალას, სილამაზეს და სწრად რეაქციებს, ედვარდი ამ ყველაფერზე ჯერჯერობით მაგრად ხალისობს..

რა რომანტიული ბიჭია მაი გად :ლოვე:

ხო ამასწინ მე და ჯემა ამაზე ვიყავით -

The day the earth stood still


 
მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა კიანუს მიმართ, პოლნი სლეობა იყო

twilight ის ყურება მინდა :წეეპ:

Tuesday, January 6, 2009

:love:

ჯემამ როგორც იქნა, დაიწყო ჰარი პოტერის კითხვა (მადლობა მორეს) ისე მიხარია, თითქოს მე ვკითხულობდე პირველად :მორცხვ:


ხოდა, გადავწყვიტეთ, რომ ყოველი წიგნის დამთავრებისას შესაბამის ფილმს ვუყურებთ ..

გუშინ ფილოსოფიური ქვა ჩავრთეთ, მარა 10 წუთში მიგვეძინა..

აი როგორ მსიამოვნებს მე ეს წიგნი, ვერ ავღწერ 

აი ემ თოთალი ინ

ყველაფერი მომწონს, სიუჟეტი, იუმორი, სიტუაციები, გმირები.. რა იქნება, ეს კრებული მქონდეს, თავის ყუთით, ხო აღარასოდეს მოვკდებოდი :ცრყ:


ესეც მომწონს, მარა პოტერს ვერ ცვლის, ნუ ჯერ პირველ ნაწილზე ვარ და მეუბნებიან ყველაფერი წინააო, ვნახოთ :)



ხვალ გავალ 4 ვე ნაწილს ვიყიდი და თუ ფული დამრჩა რამე სხვას იგივე ჟანრში



 

Sunday, January 4, 2009

ჩინური ჰოროსკოპი



 როდესაც  ჩინეთის იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ წელიწადებისთვის გარკვეული თანმიმდევრობა მიენიჭბინა და თითოეულისთვის   დაერქმია ცხოველის სახელი, ღირსეულთა შორის ღირსეულების ასარჩევად გამოუცხადებია ცურვის კონკურსი და დაუწესებია პრიზი - ოქროს მედალი მათთვის, ვინც წარმატებით გადმოლახავდა ნაპირს.. 


კუნკურსის წინ ყველაზე მეტად კატა და ვირთხა ღელავდნენ (მაშინ საუკეთესო მეგობრები იყვნენ) მათ ერთი პრობლემა ჰქონდათ - ცურვა არცერთმა იცოდა დამაშინ, როდესაც მედლების აღების იმედი თითქმის გადაიწურეს,მიმართეს გამჭრიახობას და სთხოვეს ხარს, თუ შეძლებდა მათ გადაიყვანას მეორე ნაპირზე. ხარიც დათანხმდა და ორივეს საკუთარი ზურგი და ხელი შესთავაზა :დ

ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ ,სანამ ვირთხაში სივირთხემ არ გაიღვიძა და, შუა მდინარეში,  კატა ხარის ზურგიდან არ მოისროლა .. (ამის მერე ეზიზღებათ ერთმანეთი ალბათ :)

 ხარი, რათქმაუნდა პირველი მიცურდა ნაპირზე და როდესაც მისთვის საზეიმო ვითარებაში უნდა გადაეცათ მედალი პირველი ადგილისთვის, მის ზურგიდან ისკუპა ვირთხამ და პირველი გამოიჭიმა იმერაორის წინაშე.. ხოდა დაექრვა პირველ წელიწადს მისი სახელი.. მეორე შესაბამისად იყო ძლიერი, კეთილი საყვარელი და ჩაგრული ხარი :უსერ:

მესამე ადგილზე გავიდა ვეფხვი, მას ფეხდაფეხ მიჰყვა კურდღელი, თან სიკვდილის პირას მისული კატა მოჰყავდა- იმპერატორს გაუკვირდა კიდეც, ასე სწრფად როგორ მოხვედიო და აღმოჩნდა, რომ კურდღელს არ გადმოუცურია ზღვა, ის კლდეზე დახტოდა და შემდე შეუნიშნავს კუნძი და სიკვდილთან მებრძოლი კატა შუა მდინარეში,აუთრევია კუნძზე და მიუღწევია ნაპირამდე. 

შემდეგი იყო დრაკონი, რომელმაც თურმე იმიტომ დააგვინა, რომ გზად დასიცხული ხალხისთვის წვიმა მოუყვანია და  კუნძთან მებრძული კურდღელისთვის ქარი მიუვლენია, ნაპირისკენ გასვლაში რომ დახმარებოდა. 

ცხენიც დაგვიჩაგრეს :( როდესაც იმპერატოს იგი მედლით უდნა დაეჯილდოებინა, მისი ჩლიქიდან გამოსრიალდა გველი,ამაზე ცხენი უკან გადახტა და შესაბამისად, გველმა მეექვსე ადგილი მოიპოვა..

ცოტა ხანში ნაპირს ტივი მიუაცლოვდა, მასზე ისხდენე თხა, მამალი და მაიმუნი, რომლებსაც ერთობლივი შრომით მოუხერხებიათ ტივის გამართვა და ნაპირამდე მოღწევა..იმპერატორს მოუწონებია მათი გუნდური მუშაობა და მერვე ადგილი თხისთვის, მეცხრე მაიმუნისთვის და მეათე მამლისთვის მიუნიჭებია.

შემდეგი იყო ძაღლი, რომელმაც თურმე იმიტომ დაუგვიანია რომ მდინარის სისუფთავის წაბილწვის თავიდან ასაცილებლად ჯერ საგულდაგულოდ მიუღია აბაზანა და ისე გამოუცურავს.

და აი ბოლო იყო ღორი, რომელსაც შეჯიბრის პერიოდში ძილი და ჭამა მოუსწვრია, კარგად გამძღარი და გამოძინებული გადმოღრუტუნებულა ნაპირზე და დამსახურებულად მიუღია 12 ადგილი..

არადაჰოროსკოპი მკიდია, უბრალოდ ხარზე მწყდება გული :(