Sunday, February 22, 2009

Want my husband back

4:45 AM 

ალბათ მალე გაფრინდება :( 

მიყვარს მიყვარს მიყვარს მიყვარს 

ვაფრენ,ვჭედავ, ჭკუა მეკეტება, ვგიჟდები, ვცოფდები, ვზომბდები, ვვამპირდები, ვმაქციებდი

დესკტოპზე მისი სურათი დავაყენე და ვუყურებ

feel fucking lost without him :(

4ზე აეროპორტში უნდა ყოფილიყო და ნახევარი საათით ადრე გამოურეს, წაიყვანეს..

მე და ლეტომ გავაცილეთ..

სახლში მოვდივარ ბღავილით, მეზიზღება ყველა და ყველაფერი,განსაკუთრებით ის მანქანა, რომელმაც ჩემგან შორს წაიყვანა და უცებ ვაანალიზებ, რომ მივლინების ფულის წაღება დაავიწყდა ..

გავვარდი აეროპორტში, ფული მივეცი, ბევრი ვკოცნე, გავჭყლიტე და გამოვვარდი უკან 

საშინლად მენატრება

უმაგისოდ არ შემიძლია არსებობა :(

Sunday, February 15, 2009

ვოთ ზი ჰელ ამ დუინ ჰიარ :მო:

დღეს თავისუფალი დღე მელის
ჩემმა უფროსმა მანქანა იყიდა და მაგის გარდა არაფერი აინტერესებს, ახლა შესამოწმებლად მიდის თეგეტაში, იმედია დიდი ხანი დასჭირდება

ლევანი არ არის და ვარ ჩემთვის, არავისთან კონტაქტის სურვილი არ მაქვს, სიგარეტის მოსაწევად გასვლაც კი მეზარება

რამოდენიმე ღერი დამრჩა, დღის ბოლომდე უნდა ვიმყოფინო
მორემ მითხრა, შესვენებაზე გამოგივლიო, ნეტა თუ გამოვა და თუ მაჭმევს რამეს

Saturday, February 14, 2009

ბოღმის ფრქვევის დღე 14/02/09

ჩემი ბღარწიკი ამ დღეს ყველაზე მოუთმენლად ელოდებოდა 

თან პიჟამოში

ორშაბათიდან ახალი ვეშები დადეს გასაყიდად, მე უფრო მეტს ველოდებოდი მარა არაუშავს

რაღაც კონკურსი იყო გამოცხადებული ოთახის მორთვაზე ხოდა ბევრი ბუშტები და ვარდები ვიყიდე და  

ხვალიდან ამ ყველაფრის ალაგება მომიწევს 

ხოდა რაც შეგვეხება ჩვენ, დიდად არ აგვიღნიშნავს, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ამ უფულობის ჟამს ერთმანეთს საჩუქრები ვუყიდეთ

ეს წიგნი პროსპეროში ვნახე ორი დღის წინ და ჭკუა გადამეკეტა

მადლობა ჯემას 

მე კიდე ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი ვაჩუქე 

არ გვქონდა და კითხვას ვერ აგრძელებდა 

ხოდა ამ ”ვონნა ბი განსაკუთრებული”  აზრების მფრქვეველებს იმის თაობაზე რომ ვალენტინობა არის ყლეობა და არ გესმით რატომ ახარებენ ერთმანეთს ამ დღეს შეყვარებულები,  მინდა გითხრათ, ყველაფერი სიმბოლურია და მარტივი, ცოტა დაწყნარდით 

Wednesday, February 11, 2009

ჯეიკს+როუზი+მსაჯი=დამპლებს

გუშინ, როგორც იქნა განვაახლე New Moon ის კითხვა და ჯეიკობის შუაზე გაგლეჯვა მომინდა როზალინთან ერთად   მაგათ გამო ედვარდი ფიქრობს რომ ბელა მკვდარია და იტალიაში წაეთრა ერთ ერთი ვამპირულ ოჯახს თავი უნდა მოაკვლევინოს 

ელისი და ბელა ედვარდის გადასარჩენად წავიდნენ, მეტი არ ვიცი 

ცალი თვალით საქართველო-ირლანდიის მატჩს ვუყურებდი, უფრო სწორად მაშინ ავხედავდი, როცა ჯემა კივილს იწყებდა

1-0 ვიგებდით ძლივს და უსამართლო 11 მეტრიანი დაგვიდეს 

მერე  კინმა გაგვიტანა და მერე დამეძინა, არ ვიცი  რა მოხდა 

ნეტავ ეს ცოცხალი მსაჯის ინსტიტუტი როდის აღმოიფხვრება, რამდენ თამაშს აგდებს, რამდენ გუნდს ძირავს :( კარგი იქნებოდა, მის ადგილას R2-D2 ტიპის რობოტი დარბოდეს და არასოდეს შეცდეს, თუნდაც ჩემი გუნდის სასარგებლოდ.

ეს ბიჭი კიდე მიყვარს 

Monday, February 9, 2009

devoted friends :love:

არ მეგონა, რომ ჯემას და სიფოს ზასაობის ხილვას შეეძლო ვინმეს აღელვება იმ დონემდე, რომ სასწრაფოდ დედაჩემთან მისულიყო და დაწვრილებით აღეწერა სურათის შინაარსი, მოქმედი პირების დახასიათება,   მოქმედების დრო, ადგილი და ა.შ არ გამოვრიცხავ, რომ აჩვენა კიდეც :)

ვინაიდან ფეისბუქს გააჩნია უნიკალური ფუნქცია - EDIT ALBUM - WHO CAN SEE THIS -CUSTOMISE-SOME FRIENDS - ადვილად შეგვიძლია დავასვკნათ, რომ ამ არჩეული მეგობრებიდან ვიღაცა ძალიან ზრუნავს ჩემზე 

ტეხავს პროსტა მთელი ცხოვრება სხვების აზრზე სიარული

: ) 

Wednesday, February 4, 2009

აღარ შემიძლია

Damn it :@

სამეცადინო მაქვს 

ქვეყნის!!!!

კითხვას ვიწყებ თუ არა, ძილი მინდება 

დდშვც 

არ ამომწერეს საგნიდან, დებულება წინ ედოთ და 6 კაციანი ჯგუფი დააქცევდა სიესელს,არადა ამოწერეს 

და უბრალოდ ჩემს მეგობარს რომ არ ეხებოდეს საქმე,  პასუხს მოვთხვოდი მთელ ადმინისტრაციას :)

არადა ელემენტარულად იმის დრო არ მაქვს, რომ მაღაზიაში გავიდე და რამე ვიყიდო..

კიდევ ერთხელ დდშვც 

Sunday, February 1, 2009

Yesterday

გუშინ ძალიან აქტიური დღე მქონდა :დ

შაბათს ხვიარამ დამირეკა, პოტერისტებზე რეპორტაჟს აკეთებენ და პორტალთან მოდით მთელი ატრიბუტიკითო :დ

ატრიბუტიკის ქვეშ იგულისხმება ჰოგვორტსის მაისური, მანტიები, მნათეუსის ჯოხი, რომელიც მთელი არსებით მინდა, ჯინის time turner და ა.შ 

პორტალის ისტორია ვაბშე საოცარია 

სპოილერს შეიცავს, ჯემამ არ წაიკითხოს :დ

6ის ბოლოს, ჰარი სლიზერინის მედალიონში წერილს აღმოაჩენს, სადაც ვიღაც წერს ვოლდემორს: 

To the Dark Lord
I know I will be dead long before you read this
but I want you to know that it was I who discovered your secret.
I have stolen the real Horcrux and intend to destroy it as soon as I can.
I face death in the hope that when you meet your match,
you will be mortal once more.
R.A.B

ხოდა მოკლედ ეს რ.ა.ბ არ ვიცით ვინაა და პირველ შეკრებაზე მოვხვდით შემთხვევით ალექსანდროვის ბაღში 

იქ ერთ უფორმო ქვა დევს, დამტვრეული რაღაც იეროგლიფებით და წარწერებით 

და ვიღაც ხელგაშლილი კაცის ქვეშ წერია 

R.A.B

ნუ ამის შემდეგ პირველ რიგში მანდ ვიკრიბებით და მერე იქიდან გადავდივართ პარალელურ სამყაროში 

გუშინ მივედით მე ჯემა ლეტი მორე და ხვიარა, შვილ, ჩაგვწერეს, ლეტის დასტოინი სახეც დააფიქსირეს, რომლის მეოცნებე თვალებიც მხოლოდ გირჩებისკენ და ფოთლებისკენ იყო მიმართული 

მე ჩემი ჰოგვარტსის მაისურით ვიყავი 

ხოდა ამის შემდეგ გამოვსკდით და წავედით ავსტრალიაზე...

ფილმი იმაზე გრძელი იყო, ვიდრე მეგონა :დ

ჰიუ ჯეკმანი შეუდარებელია 

ნიკოლ კიდმანი ცოტა დაბერებული, მარა მაინც მაგარი ქალი 

სიუჟეტი საკმაოდ საინტერესო 

ცხენები ულამაზესი 

ძაღლი უსაყვარლესი