Thursday, June 25, 2009

უსიგარეტობის პირველი დღე


გუშინ, როგორც იქნა, ჩემმა ქმარმა შემაგნებინა, რომ საკუთარი კომფორტის გამო მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა შევუქმნა და გადავწყვიტე, მოწევისთვის თავი დამენებებინა. 

გუშინ საღამოს კოლოფში დარჩენილ ერთადერთ ღერს  კოცნით გამოვემშვიდობე, უკანასკნელად მოვუკიდე და ფილტრის ჩაწვამდე არ ჩავაქრე 

18 წლიდან ვეწევი, თან საკმაოდ ბევრს. არავისთან მოწევის პრობლემა არ მქონია ჩემი ექსის გარდა, რომელმაც ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან პირველსავე დღეს ამიკრძალა მოწევა, მეც როგორც გამოსლევებული ადამიანი, ერთი წლის განმავლობაში მისგან ფარულად ვეწეოდი. ერთი სული მქონდა, სახლში წასულიყო- მივსულიყავი, რომ ჩუმად მომეწია და და უცებ თმები დამებანა სუნის გასაქრობად  

ხოდა, როცა მივხვდი, რომ მისი ისტერიკები ფეხებზე მეკიდა, უკვე მისი თანდასწრებით დავიწყე მოწევა. 

მაქვს საშინელი დისკომფორტის შეგრძნება, უფრო ჩვევის, ვიდრე დამოკიდებულების გამო.  მარა არა ისეთი, რომ ვერ ავიტანო. 

მიყვარს სიგარეტი, I really do, მაქსიმალურად ვეცდები, რაიმე ღირსეული შემცველლი მოვუძებნო . 

თან ყოველ დილით აყროლებული საფერფლის სუნიც აღარ გამაღვიძებს 

:მო:

Tuesday, June 23, 2009

უსაქმურობა

სამსახურში 15 წუთით დავიგვიანე. იმიტომ რომ, გუშინ "მეცადინეობისგან დაღლილი" რომ დავწექი, ჰიროუსის პირველი სეზონის ბოლო სერია შემომეყურა და დღეს დილით ალარმმა რომ დარეკა, სნუზი არ მივეცი იმ იმედით, რომ ამ ერთხელ დარეკილზე მკვირცხლად წამოვხტებოდი. ნურას უკაცრავად. თვალები რომ გავახილე, 9:41 იყო, მაშინ როცა 9:30 ზე აქ უნდა ვყოფილიყავი. 

დეტალები არ მახსოვს, მთავარია მოვაღწიე.

ჩემმა ქმარმა საიდანღაც მოიტანა ეს თამაში და მესამე ლეველზე ძლივს გავედი, ყოველი ახტომის დროს შიშისგან მუცელი მეჭიმება

და ყინულები მეცემა თავში

 

სიზარმაცე

Its 3:44 am
და ნაცვლად იმისა, რომ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს ვკითხულობდე, ჯერ რესტორანში შევიხედე, საჭმელი ვაჭამე ჩემს მონებს, მაგიდების განლაგება შევცვალე, იმიტომ რომ რეიტინგი მეცემოდა,მერე ფეთში, მარა მომბერზრდა უკვე წინ და უკან სირბილი 2 კაპიკის მოსაპოვებლად, ფერმაც იმხელა გავხადე, მეზარება დათესვა და მარქეთფლეისში მათხოვრობა და ახლა აქ ვარ და ვფიქრობ, Return of a king ხო არ გავაგრძელო


My Preciouse

რა ვქნა !!!

რა ჯანდაბა ვქნა , არ ვიცი, შაბათს მაქვს გამოცდა. დღეის მდგომარეობით, 3000 ტესტიდან მაქსიმუმ 500 მქონდეს ნასწავლი. მეზარება, სამსახურში  მუშაობასაც ვერ ვუდებ გულს, სახლშიც ვერ ვმეცადინეობ, იმიტომ რომ სხვა მილიონი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. მაგალითად Return of a king ის ყურება დავიწყე გუშინ, შუა გზაში ჩამეძინა.ით მინს დღეს უნდა გავაგრძელო და თუ გავითვალისწინებთ ორი წინამორბედი ფილმის ხანგძლივობას, სამი დღე მაინც ვერ მოვრჩები ამის ყურებას. 

რა ვქნა, აი რა. სულ ცალ ფეხზე მკიდია ამ ეტაპზე ვინ აწერს ხელს მთავრობის ბრძანებულებს და განკარგულებებს  და ვისი წარდგინებით ინიშნება სახლემწიფო მინისტრი ან ვინ ამტკიცებს ტერიტორიული ორგანოს დებულებას.

დღევანდელი ლექციაც მკიდია, დავიღალე რა, დამანებონ თავი , მეზარება ყველაფერი

დიეგოსთან მინდა ცეკვა 

Tuesday, June 9, 2009

დღეს ვიყავი რონიკოში, რა ფერიც მინდოდა, ისეთი სათვალე არ ჰქონდათ, მაგრამ აქვთ თეთრ ჩარჩოში შავი შუშით და ჯემასტვის ერთი შავ-თეთრი, იგივე ფორმის ზუსტად. ხვალ განვადებას თუ დამიმტკიცებენ, ორივეს ვყიდულობ.

ეს ახკა 20 % ფასდაკლებით არის და ხვალიდან აქცია იწყება რაღაც და უფრო დააკლებენ. პირველადი შენატანი 150 ლარი გამოდის. სასწაულად მინდა..
გამოდის, რომ თურქეთში თითქმის ორჯერ ძვირი ღირდა ეს სათვალე, კიდევ კარგი, იქ არ ვფშიკე ფეხები, მინდათქო.

heroes ყურება დავიწყე, ჯერჯერობით არ მომწონს, მარა მაინც ვუყურე.
დღეს ვუყურე Beethoven ს, ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი ფილმი. სენბერნარი კრისი გახლავთ მთავარ როლში.


ისე მეძინება ვკვდებ, კარგი განწყოვბით :მო

Monday, June 8, 2009

..

დღეს რონიკოში მივდივარ. 

სანამ ეს არ მექნება, ვერ მოვისვნებ ^_^


Friday, June 5, 2009

ქორწილი

ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის ტრადიციული, ქართული ქორწილი.
რაიმე პაკაზუხური რესტორანი, მორთული, ბანწებით შეკაზმული სკამები, ოქროსფრად აბიბინებული გარემო, ერთი და იგივე გამომეტყველების მქონე მუსიკოსები, სიმღერები მარტზე, სიყვარულზე, მულატ ქალიშვილებზე, წვიმაზე, თოვლჭყაპზე, აყეფებული თამადა, ღიპგადმოგდებული ბიძების დაუსრულებელი ცოხნის პროცესი და .შ
ვინაიდან დაქორწინება არის ერთ ერთი ბედნიერი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, არათქმაუნდა, სასურველია, თუ არ გვაქვს ფინანსურად ამის შესაძლებლობა, გავყიდოთ სახლები, მანქანები, ავიღოთ კრედიტები და გადავიხადოთ იმდენ კაციანი ქორწილი, რომ ერთი ნაცნობიც კი არ დაგვრჩეს უკმაყოფილო.
ჩავიცვათ 100 კილოიანი, თვალმარგალიტით შემკობილი კაბა, რომ იქ მყოფი საზოგადოება აღვაფრთოვანოთ ჩვენი ბრწინვალებით. ასე მოვიაროთ მთელი თბილისი, სიგნალებით, მაქსიმალუტად მეტი საგზაო შემთხვევებით, რაც  ისეთივე აუცილებელია, როგორც  ფუნიკულიორზე ასვლა და პოზირება სურათების გადაღების მიზნით.
შემდეგ ეს დამშეული ხალხი მივიყვანოთ მორთულ-მოკაზმულ დარბაზში, სადაც კიდევ ასეულობით ღიპებზე ხელებდაწყობილი ადამიანი დაგხვდება და შევუდგეთ ცოხნას.
ჩვენ მოკრძალებულად დავსხდეს ნეფე-პატარძლის ადგილას და რაც შეიძლება ფართოდ გავიღიმოთ, ხალხმა რომ დაინახოს რომ ბედნიერები ვართ და სულ არ გვანაღვლებს ის ფაქტი, რომ მათ დაუსრულებელ ცოხნაში ათასობით ეროვნული ან თუნდაც უცხოური ვალუტა გადავიხადეთ.
შეზარხოშების შემდეგ ცეკვის დრო მოვა, ეს არის ყველაზე სასიამოვნო მომენტი მთელი ქორწილის განმავლობაში, რამდენიმე წუთის მანძილზე ისვენებ, მაგრამ მალევე გაისმის თამადის ყეფა. რომელიც ადგილების დაუყოვნებელი დაკავებისკენ იმპერატიულად მოგიწოდებს.
რამოდენიმე საათი ზიხარ გაღიმებული, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გეზიზღება ეს კაბა, რომელიც გაცვია და არაკომფორტულად გრძნობ თავს მაღალქუსლიან ფეხსაცმელში.
საბოლოოდ დანაყრებული და ღიპდაგრძელებული ხალხი  თვალის ჩაკვრით და სხვა გამამხნევებელი შეძახილებით გტოვებს და შენ გრძნობ რომ შენი ქორწილის პირველ ღამეს თითოეული მათგანი შენს გვერდითაა.
მერე რა, რომ ხვალ სამსახურში მარშუტკით მოგვიწევს წასვლა, სამსახურში იმიტომ, რომ დასვენების ფული არ დაგრჩა. მთავარია ამ დღემ კარგად ჩაიარა, კრედიტებს რომ გადავიხდით 10 წლის შემდეგ, კიდევ ვიყიდით მანქანას.
ძალიან მაინტერესებს რა შევცოდე ასეთი.

ყველაფერი კარგად იქნება