Wednesday, December 30, 2009

წლის უკანასკნელი დღე

დღეს პირველამდე ვმუშაობ, შემდეგ სასწრაფო წესით ვნახავ დედიკოს, დავემშვიდობები, ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ, წამოვალ სახლში, გავემზადები, ლეტის მოვისურვილებ, ზურას გადავულოცავ და წავალ ბაკურიანში.

ისეთი ახალი წელი მექნება, როგორზეც ვოცნებობდი, ოღონდ ლეტი და ჩემი რამდენიმე მეგობარი თან არ მეყოლება.

ხელფასი ჯერ არ ჩამრიცხვია და ისტერიკის პირას ვარ.

მომავალი წლის მიზნები:

  • ახალი სამსახური
  • ახალი სახლი
  • მანქანა
ყველას გილოცავთ ახალ წელს, სურვილების ასრულებას გისურვებთ :)

Friday, December 18, 2009

საჯარო რეესტრი და ავადმყოფობა

დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა ბანკების იურისტებთან შეხვედრა. იმდენად საჭირო და კარგ რაღაცეებს აკეთებენ, რაღაც მომენტში სულ გადამავიწყდა, მათზე განრისხებული რომ ვიყავი.

სიახლეს წარმოადგენს ის, რომ სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია 1 იანვრიდან მოხდება საჯარო რეესტრში, შპს ს რეგისტრაცია დაჯდება სულ 100 ლარი, აღდგება წესდების წარდგენის ვალდებულება, რომელიც დასკანერებული სახით ედებათ საჯარო რეესტრის საიტზე და, დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დროს შეგეძლება ჩამოტვირთვა და ნახვა. ამონაწერს რაც შეეხება, დეტალურად გაწერენ ინფოს დამფუძვნებლების შესახებ და მკითხაობით აწი აღარ შევიწუხებ თავს.


ბოლომდე ჩამოყალიბებული ინსტრუქცია ჯერ არაა, პირველი იანვრიდან შედის ეს ცვლილება ძალაში და იქამდე კი გამოგვიგზავნიან.

მიხარია.

მე და ჩემი ქმარი ორი დღეა ცუდად ვართ. მე მაინც ვმუშაობ, ჯემა სახლშია. ჩემი ტემპერატურა დღის განმავლობაში მოძრაობს ქვემოდან ზემოთ და პირიქით. საშინლად მტკივა ყელი და მახველებს.

ღორის არა, ალბათ ჩვეულებრივი ვირუსია.
სამსახურში ვთქვი, ღორის გრიპი მაქვსთქო მარა მაინც მიმათრიეს, გადადების არ ეშნიათ ეტყობა.



Tuesday, December 15, 2009

New Year dream

ცოტა ხნით მინდა მოვწყდე ჩემს რუტინულ ყოფას და ჯადოსნურ სამყაროში გადავინაცვლო, თუნდაც მხოლოდ ორი დღით და მთელი წელი ბედნიერი ვიქნები.

მინდა ახალ წელს შევხვდე იქ, სადაც ბევრი თოვლია, სადაც თოვლში სირბილით გათანგული ლეტი აძიგძიგებულ ბუხართან თბება, სადაც გემრიელი საჭმელების სუნია და სადაც მკრთალი შუქის ფონზე, მეგობრების ლაპარაკი ისმის.

გარეთ თოვლის ბაბუა დგას, სტანდარტული, მრგვალი, სტაფილოს ცხვირით და ნახშირის თვალებით. ჩვენი გაკეთებულია.

ნაძვის ხე არც თუ ისე დიდია, მაგრამ ლამაზი, მწვანე, წითელი სათამაშოებით, რამდენიმე წვიმით და ფერადი ნათურებით.

იქ ძალიან თბილა და დიიდ, რბილ ლოგინში გვძინავს.
მეგობრების გარდა იქ არავინაა..
მეგობრები, ჯემა და ლეტი


Saturday, December 12, 2009

გორი სითი

დღეს მე, ჯემა, ნათია და ცუგა ორში ვისხედით და სპონტანურად მოგვივიდა იდეა, გორში წავსულიყავით ახალი გზის სანახავად. ჩვენ ოთხნი, როგორც წესი, ერთად დავმოგზაურობთ, სრული იდილიაა, აგრე ერთადერთი პრობლემა გვქონდა - ცუგა არ ეწეოდა და არც გზაში გვაწევინებდა, თუმცა ახლა ეგეც მოგვარებულია.

მოკლედ წავედით, 40 წუთში გორში ვიყავით. ერთი სული მაქვს, ბათუმამდე როდის გაიყვანენ გზას, უძალიანმაგრესია.

ქალაქში ცხოვრება რათქმაუნდა ჩამკვდარია, ქალაქის მთავარ მოედანზე ამაყად აღმართული სტალინის ძეგლის წინ ერთადერთი coffee house დგას და ისიც 10 საათზე იკეტება, არ შეგვიშვეს. შემდეგ რაღაც კაფე ვიპოვეთ ფიტულებით გაფორმებული და იქ დავსხედით საჭმელად.

აქედან მე მხოლოდ ლიმნიანი ჩაი შემხვდა. ჯემა მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ თვითონ ეჭამა და ჩემთვის ჭამა აეკრძალა, მერე რა, რომ ესე რომ არ მოქცეულიყო, ახლა ისევ მექნებოდა ნაღვლის ბუშტის შეტევა, ხო მშიოდა.






ეს რქები, რომლებიც იმ გოგოს ქმარს დარჩა კაფეში.



გარეთ გამოსვლისას ზოო გეი პორნოც ვნახეთ ლაივში სამი ძაღლის მონაწილეობით, ბევრი ვიხალისეთ და წამოვედით.


Monday, December 7, 2009

ისეთი რაღაც მაინც მჭირდეს, რომ სახლში ყოფნა იყოს აუცილებელი

დრო მოვიდა, მივხედო საკუთარ კუჭს, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე თვეა, დადგენილი პერიოდულობით, ისეთი შეტევები მაქვს, რომ მირჩევნია ერთხელ გამისკდეს, დავისვენო და მოვკვდე.

ინტერკლინიკაში მივდივარ გვილიასთან, რათქმაუნდა, როგორც ყველა დიდ ექიმს ახასიათებს, მასთან ჩაწერა არ ხდება, ცოცხალი რიგია.

მაალოქსი დავლიე ახლა, ცოტა მომეშვება.