Sunday, December 5, 2010

Harry Potter and the deathly Hallows

როგორც იქნა, დადგა ნანატრი დღე და 26 ნოემბერს, 26 კაციანმა ჯგუფმა, ვიშიშვლეთ ჯადოსნური ჯოხები და აპარაცია მოვახდინეთ კინოთეატრ ამირანში. სეანსის დაწყებამდე პატარა ივენთი მოაწყეს, რომელსაც მეტი ეფექტის მოსახდენად ბატონი გველი სტუმრობდა და ვიღაც თავმომწონე ქალის ტანზე ამაყად იკლაკნებოდა. პრინციპში, სხვა ჰარი პოტერული ივენთში არაფერი იყო.

ამირანის ორივე საერთული გადაჭედილი იყო, პოპკორნის დახლის წინ იხმელა რიგი იდგა, მთელი გულით და სულით მინდოდა აქციო პოპკორნის შელოცვა.

როგორც იქნა, შევაღწიეთ დარბაზში, მე რათქმაუნდა, მორყეული სკამი შემხვდა.

იმდენად დიდი ხანი და ისეთი აღტაცებით ველოდებოდი ფილმს, რომ მთელი 2 საათის განმავლობაში, მარტო იმას ვფიქრობდი, მალე არ დასრულებულიყო.

მინდოდა, რომ განსაკუთრებული ყოფილიყო, რა იქნებოდა, ერთხელ მაინც, ყოველგვარი ცვლილების გარეშე შეესხათ ხორცი როულინგის ფანტაზიისთვის.

მაგრად რად გინდა, პირველივე მომენტიდან ავცდით წიგნს.

ჰერმი ჩამოდის კიბეებიდან მისაღებ ოთახში, მშობლები უდარდელად სხედან ტელევიზორთან და ჩაის შეექცევიან, ჰერმი ჯიბიდან იღებს ჯოხს და ობლივიატეს ულოცავს. დედას და მამას სახის გამომეტყველება ეცვლებათ, ჰერმი ოჯახური სურათებიდან იშლება. მართალია, სენტიმენტალური მომენტია და ვიღაცას შეიძლება ერთი ორი კურცხალი ცრემლი გადმოვარდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, არ იყო საჭირო.

7 პოტერის სცენა სახალისო იყო, დენმა მშვენივრად გაართვა თავი 7 განსხვავებული ტიპაჟის თამაშს. თესტრალზე ბილის ზურგში თავჩარგულ ჰარი-ფლერზე იმდენი ვიცინე, კინაღამ ჩემი მორყეული სკამიდან გადმოვვარდი .


საწყალი ჰედვიგი მართალია გმირულად მოკვდა, მაგრამ წიგნისეული ვერსია მირჩევნია. რეჟისორუ უშნოდ ცდილობდა ჰედვიგისთვის გადაებრალებინა ის ფაქტი, რომ მხვრელებმა ნამდვილი ჰარი იცნეს. არადა, სინამდვილეში, საწყალი ჰედვიგი მშივდად იჯდა გალიაში, მოტოციკლის კალათში და მხვრელები მხოლოდ მაშინ იცნეს ნამდვილი ჰარი, როცა მას ჭკუა არ ეყო იმისთვის, რომ ექსპელიარმუსის შელოცვისგან თავი შეეკავებინა.

ბილის და ფლერის ქორწილში არავითარ შემთხვავაში არ უნდა გამოჩენილიყო ჰარი. წიგნში ფოლიჯუის ფოუშენი ჰქონდა დალეული და რონის ბიძაშვილად ასაღებდა თავს. ფილმის შემქმნელებს ეტყობა სულ არ მოუვიდათ აზრად ის ფაქტი, რომ მას მერე რაც მხვრელებმა ქორწილი დააბიეს, აუცილებლად გამოაშკარავდებოდა ჰარის მანდ ყოფნის ფაქტი, რაც ვიზლების ტოტალურ განადგურებას გამოიწვევდა.


რონის ჭინკაც არ ჩათვალეს გამოჩენის ღირსად, რომელიც რონმა წითელი თმებით, ჩუტყვავილით დამახინჯებული სახით დააჯილდოვა და თავის ლოგინში დააწვინა, რადგან ყველას ჰგონებოდა, რომ რონი მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებდა ჰოგვარტში დაბრუნებას.

ფილმში, ჰარის საერთოდ არ უნახავს სირიუსის ოთახში ლილის წერილი, სადაც ლილი სირიუსს სიცოცხლის უკანასკნელი დღეების შესახებ სწერდა და წუწუნებდა, ჯეიმსი სახლიდან ვერ გადის, დამბლდორს ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია უჩინმაჩინის მოსასახამიო. არ მესმის, ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი რატომ უნდა გამოეტოვათ.

ვის რაში აინტერესებდა კრიჩერის ისტორია,რა საინტერესოა ახლა ის, როგორ გაწირა თავი რეგულუსმა მედალიონის გადანადგურებლად.

ან ამ ეპიზოდში დობი საერთოდ რა შუაში იყო.


მაგიის სამინისტოს სცენები შეცვლილი იყო, მაგრამ კარგი.

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ფილმში, ფაქტიურად არ იყო ნახსენები უჩინმაჩინის მოსასხამი. კარგით, რა, საგის ეს ნაწილი სიკვდილის და ჯანდაბის საჩუქრებზეა ბოლოს და ბოლოს.

გოდრიკ ჰოლოუს სცენა არ უდნა შეეცვალათ, ფილმში ჰარი და ჰერმი საკუთარი გარეგნობით, ყოველგვარი უჩინმაჩინის მოსასხამის გარეშე მოსეირნობენ იმ ადგილას, სადაც ყველაზე მეტად ელიან ბნელი ძალები. ისმის ჰარის ამაყი განცხადება: This is where I was born and I dont want to return as someone else. ეს რომ ნამდვილად ეთქვა ჰარის, სახეში შემოვულაწუნებდი. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ შემდგომში განვითარებულ მოვლენებს. (წიგნში ფოლიჯუის ფოუშენი აქვთ დალეული, + უჩინმაჩინის მოსასხამის ქვეშ იმალებიან)

გოდრიკ ჰოლოუს სცენა ვოლდემორის მოსვლის გარეშე რომ დამთავრდა, ძალიან ტეხს.

"პოტერმზირმა" რაღა დაუშავათ, არ ვიცი. ვისაც არ ახსოვს, ეს არის რადიო, რომლის დაჭერაც შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული პაროლის მეშვეობით, ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც მთელი ჯადოსნური სამყარო სიმართლეს იგებს გატაცებულ და მოკლულ ხალხსზე თუ თავდაცვის სხვადასხვა საშუალებებზე.

ვოლდემორის სახელს რომ ტაბუ ადევს, არც უხსენებიათ, არადა, რონმა დაბრუნებისთანავე მოუყვა ჰარის და ჰერმის ამის შესახებ.Shaftesbury Avenue-ზეც სწორედ იმის გამო მიაგნეს მხვრელებმა, შემთხვევით ვიღაცას სახელი წამოსცდა.


გრძელკუდას ამბავიც ბუნდოვანი იყო. ვერ გავიგე, გაითიშა თუ მოკვდა. არადა წიგნში ძალიან ეფექტურია მისი სიკვდილი. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ფასეული რამ, რაც მას გააჩნდა, იყო ვოლდემორის მიერ ბოძებული ვერცხლის ხელი, და როგორც კი სინდისის ქენჯნა იგრძნო ჰარის წინაშე, მაშინ ამუშავდა ხელი და გზნებით მიახრჩო საკუთარი პატრონი. ამ სცენას დამბლდორის პერსონაჟისთვის ჰქონდა დიდი დატვირთვა და ცუდია, რომ ამოიღეს.

ბელატრისას მიერ ჰემის წამებამაც ისეთ ეფექტი არ დატოვა, როგორსაც ველოდია, სამაგიეროდ, მთელი ზარზეიმით აღნიშნას ბელატრისას თმის დავარდნის პროცესი. შემდეგ ნაწილში ჰერმი მას ფოლიჯუის ფოუშენში გამოიყენებს.

ძალიან ძალიან მომეწონა ჰარის და ჰერმის ცეკვა.


ჰარი საშინლად ცეკვავდა, მაგრამ ეს სცენა იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. LOVED IT!

მე მაინც ყოველთვის ვხედავ რაღაც chemistry-ს ჰარის და ჰერმის შორის.


მედალიონის განადგურების მომენტი ყველაზე სექსუალური სცენა იყო პოტერიადაში. ჰარი და ჰერმი, შიშვლები, ცხოველურად კოცნიან ერთმანეთს.


შემდეგ ნაწილში გველოდება გრინგოტში შეჭრა ბელატრისას გარეგნობით, ჰოგსმიდი, ჰოგვარტსი, პრინცის ისტორია და 18 წლის შემდეგ, უკვე 3D ეფექტით.


იმედია,დამბლდორსაც მიხედავენ, "The Life and Lies of Albus Dumbledore" ნამდვილად არ არის თაროზე შემოსადები წიგნი.

Saturday, December 4, 2010

დაიბადა ღნაჩვი

მსგავსი სიხარული ბოლოს 4 წლის წინ ვიგრძენი, როცა ჩემი დისშვილი დაიბადა.
რაც არ უნდა მოხდეს, სულერთია ჩემთვის, თითქოს დავფრინავ, მთელი დღე უაზროდ ვიცინი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო ვარ..

დილით 10 ზე ზაქროს მესიჯი დამხვდა, თამო წავიყვანეთ, ტელეფონებს გვათშინებენო. დავპანიკდი, დავიწყე ტირილი, ჯემამ შემიბღვირა, ასეთი კარგი რაღაც ხდება და შენ კი ასეთ უარყოფით აურას ქმნიო (სიტყვა აურა ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან აქტუალურია ბოლო დროს)

ნათას დავურეკე, თან ვტიროდი, ვერაფერი გავაგებინე. ერთ ნაჭერ პიცას დავტაცე ხელი, რამდენიმე ლუკმა შევჭამე და ლეტის მივეცი.

გამოვვარდი, ჩაჩავამდე როგორ მივედი, არ მახსოვს, კიდევ კარგი დასაპარკინგებელი ადგილი მალე ვიპოვე, დილა იყო და თითქმის თავისუფალი იყო ფილარმონიის შემოგარენი.

თამოს დედა და მამა ისხდნენ ვესტიბულში, დედამისი ტიროდა. მაღლა არავის უშვებნენ. რა ვანდალიზმია, მობილურებს ატოვებინებენ, არ გიშვებენ, აზრზე არ ხარ რა ხდება. მიმღებიდან 200 ჯერ დავარეკინე, 4 თითზეა გახსნილი, მაგრამ ჯერ ადრეაო. რანაირად იყო ადრე, არ მესმოდა. ზაქრო ავიკელი, იმასაც რა ექნა, ცოლი მშობიარობდა, ვერ მწერდა, გავწამდით.

ბოლოს დარეკა, დაიბადა და კარგად არიანო. ბავშვს ვერ აღვიქვამდი, მთავარიის იყო ჩემთვის, რომ თამო იყო კარგად. მამამისი გარეთ იყო, დედამისმა და დედამთილმა ტირილი დაიწყეს, გავვარდი, დავუძახე, მივულოცე, ჩამეხუტა, იტირა, მეც ვტიროდი, ზაქროს ნახვა მინდოდა, თამოსთან კიდევ 2 საათი არ აგვიშვებნენ.

ზაქრო მალევე ჩამოვიდა, ვამაყობ მისით, თავიდან ბოლომდე დაესწრო მშობიარობას, სამაგიეროდ წუწუნებდა, თმები გამაცალა თამომ ტკივილისგანო, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გამოძვრა.

2 საათში გადაიყვანეს პალატაში და ავედით, ჰოლში ყავდათ გამოყვანილი, ჯერ თამო დავინახე, ისევ ისეთი იყო, როგორც მშობიარობამდე, მხიარული და ლამაზი, გვერდით თამოს მეგობრის დედას პატარა არსება ეჭირა <3>

გაიცანით ბატონი დემეტრე, მე ის ძალიან მიყვარს <3

Friday, November 12, 2010

Me, he, she

ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე და ჯემა ჩემს დასთან ვცხოვრობთ (ლეტის გარეშე) და თითქმის უკვე დავიწყებული მაქვს, რას ნიშნავს მარტო ცხოვრება.

როგორც იქნა ვიპოვეთ, პატარა, საყვარელი ბინაა ჩემს უსაყვარლეს ადგილას. ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მაქვს გატარებული მანდ და ვერც კი ვიოცნებებდი იმაზე, რომ ოდესმე იგივე უბანში, უფრო კარგ სიტუაციაში დავბრუნდებოდი.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ბინა აბსოლუტურად ცარიელია და ერთი სული მაქვს, ბოლომდე როდის მოვაწყობთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

ძალიან მიხარია.
მიხარია, რომ გაღვიძებისას ერთ მხარეს ასეთი ხედი დამხვდება:


და მეორე მხარეს ასეთი:


მიხარია, რომ სახლში Supernatural - ის დაძაბულ მომენტებში სიგარეტს გავუკიდებ, ტრუსიკით ვირბენ, ჯემას გაკეთებულ გემრიელ სპაგეტის შევჭამ..

მიხარია, რომ მე და ჯემა, საწოლზე წამოკოტრიალებულები, ერთად ვუყურებთ რამე ფილმს.

მიხარია, რომ, სამსახურიდან გამოსულს, პირდაპირ სახლში წასვლა მომინდება და იქ ლეტი დამხვდება, (ბაკბიკს ჯემას მშობლებს გავატანთ) გაუხარდება, ტრაკის ქნევით გამოვარდება, მომედება, მომეფერება..

მიხარია, რომ საჭმელებს გავაკეთებ, ლეტი, რათქმაუნდა დამეხმარება, სულ ჩემთან იტრიალებს და თან ერთი სული ექნება, როდის მოიპარავს მაგიდიდან რამეს.

მიხარია ის, რომ შემეძლება მეგობრებთან დარეკვა და "გამო ჩემთან"-ის თქმა..

ერთადერთი რაც არ გამიხარდება არის ის, რომ ისევ დაგვეტყობა კომუნალური გადასახადების მსახვრელი ხელი და ალბათ ყოველთვის შემაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ორი წლის შემდეგ, ისევ მოგვიწევს იმ საშინელების თავიდან გადატანა, რასაც ბინის ძებნა ჰქვია.

Friday, September 10, 2010

Same Old Song

ბოლო დროს საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. ნერვები მაქვს დაწყვეტილი იმ გარემოების გამო, რომ ბინა ჯერ კიდევ ვერ ვიშოვეთ და ლეტი ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს.

სამი თვის განმავლობაში ერთმანეთზე საშინელი ბინები ვნახე. აქედან ერთი მოგვეწონა, თან ფასშიც ვეტეოდი, ფანტასტიური ხედით და სიმყუდროვით, მარა რად გინდა, პატრონებს პრობლემები შეექმნათ ვიზასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ცლიან სახლს. გულის სიღმეში მაინც ველოდებით და იმედი გვაქვს..

ლეტიმ თითქმის ყველა ჩვენს მეგობართან იცხოვრა. ერთი სული მაქვს, სულ ჩემთან როდის იქნება.


მანქანა ვიყიდეთ და ბედნიერი ვარ, რომ ნახევარ ხელფასს ტაქსებში აღარ ვტოვებ. იმ დღეს მე და ცუგა ვანგარიშობდით, რამდენი დახარჯა მან ბენზინში, 6 თვის განმავლობაში (ჩეკებს ინახავს) და რამდენი დავხარჯე მე ტაქსებში. ორჯერ მეტი გამოვიდა ჩემი და შევძრწუნდი.

ვოვის თამაში დავიწყე. ზუსტად ის დამემართა, რის გამოც მთელი შეგნებული ცხოვრება ვცდილობდი, მანდ თავი არ შემეყო.. მაგრამ feels good, who cares..

გუშინ ერთმა გამოსლევებულმა გოგომ ფორუმზე დამწყევლა. აქამდე, როგორც წესი, მხოლოდ გინებით შემოიფარგლებოდნენ. არადა, ზოგადად, ვცდილობ, არ ვიყო კონფლიქტური ფორუმზე. ბევრი ადამიანის სირულ გამოხტემებზე დამიხუჭავს თვალი, ნერვებიც მომშლია იმის გამო, რომ ჩემს პირადს ეხებოდნენ, მაგრამ არ ავყოლილვარ. ჩემს მიერ დავორნილი ან დაბანილი იუზერებისგან გინება ჩვეულებრივი მოკითხვაა უკვე ჩემთვის, ზოგს ბიჭი ვგონივარ და კუდით და ასფალტზე სახის ახევით მემუქრება, ზოგი ოდნოების გატეხვით და სამაგიეროს გადახდით, მარა ნუ არაუშავს, ვიტანთ, მითუმეტეს, ოდნოები არ მაქვს :დ ჰოდა გუშინ ეს გოგო ერთ მორიგ ტყუილში დავიჭირე და კომენტარის გაკეთებისგან თავი ვერ შევკავე და თითქოს მთელი ცხოვრება ინახავდა ამ ყველაფერს და მომენტს ელოდებოდა რომ ამოხეთქა. ისეთი საზიზღრობები წერა, მეც კი გავშტერდი. ალბათ იმიტომ რომ უფრო გარყვნილ ხალხთან მიწევს უერთიერთობა, ვიდრე ბოროტებთან.

სოფლის ორღობეში მდგარი, გაოფლილ ძუძუებიანი, კაპასი, კლიმაქსის ასაკს მიღწეული ქალის ჭეშმარიტი სახის ნახვა თუ გინდოდათ, გუშინ ის პოსტები უნდა გენახათ.


ერთი მაგისიც, დღეს Vamp Diaries-ს ვუყურებ.

ხვალ ამას



Tuesday, July 13, 2010

Homeless

თითქმის ერთი კვირაა რაც მე და ჯემა ჩემს დასთან ვცხოვრობთ. ჩვენმა სახლის პატრონმა ფული დაგვიბრუნა და იმავე დღეს გამოგვაბუნძულა სახლიდან, მართალია მთელი ბარგი მასთან ავიტანეთ და დავყარეთ, მაგრამ მაინც საშინლად ამაზრზენი საქციელი იყო მისი მხრიდან.

ლეტი მეგობრებთანაა, ბაკბიკი თან წამოვიყვანეთ, ძირითადად ყივილით და სარკეში თავისი ანარეკლის ყურებით ირთობს თავს.

საჭირო ნივთები ერთ ყუთში მიყრია და საწოლის გვერდით მიდებს, რათქმაუნდა ვერაფერს ვპოულებ.

ვეძებ ბინას მაღალ სართულზე! სასურველია ბოლოზე, არასოდეს რომ არ ამოხეთქოს მეზობლების ფეკალიებმა.

საქმე მაქვს, მეძინება. ყავა მინდა.
მომიტანონ და დავიწყებ.


Wednesday, March 3, 2010

ჰეფი

დღეს ჩემს ბავშვობის უსაყვარლეს მეგობარს შევხვდი. 6-7 წელი არ მყავდა ნანახი. ვერ აღვწერ ისეთი ბედნიერი ვარ, მადლობა სოციალურ ქსელებს.
ისევ ისეთი საყვარელია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ ბავშვობაში დავბრუნდი და თითქოს ამდენი წლის განმავლობაში წამით არ დაგვიკარგავს ერთმანეთი <3

Wednesday, February 3, 2010

Getting lost again

როგორც იქნა გამოვიდა ორი სერია, რამდენიმე წუთში ჩავრთავ.

ჯემას დიდი ხნის უნახავი მეგობარი ჩამოუვიდა, დალია და ახლა სძინავს, მე ვერ ვითმენ და ვრთავ, ხვალ არ მოვუყვები და კიდევ ერთხელ ვუყურებ მასთან ერთად.

როგორ მიყვარს, მაგან ხო არ იცის..

ყველაფერს მავიწყებს, დღის განმავლობაში მომხდარ ყველა უსიამოვნებას, პრობლემებს..
ბედნიერი ვარ, რომ მიყვარს.

ღმერთს მადლობა იმისთვის, რომ ჩემთანაა.

ჩვენ ერთად ყველაფერს გადავიტანთ.

Sunday, January 31, 2010

ავატარი

წავედი ისე, რომ არც წამიკითხავს სიუჟეტი. ფორუმზე გახსნილ თემაშიც არასოდეს შევსულვარ. შეგნებულად ვაიგნორებდი ნებისმიერ ინფორმაციას და როდესაც ყვებოდნენ, არ ვუსმენდი.

მოკლედ წავედი აბსოლუტურად უცხო სანახაობაზე და არ ვიცოდი რას ველოდი.

მოვხვდი ულამაზეს პლანეტა პანდორაზე, სადაც გრძელფეხება ლურჯი, მშვიდობისმოყვარე ხალხი ცხოვრობს და სადაც სილამაზე წარმოსახვას სცდება. თუმცა ჩვენ არც ერთი და არც მეორე არ გვაინტერესებდა, ჩვენი მისია იყო ძვირადღირებული მინერალების მოპოვება მთელი პლანეტის განადგურების ფასად.

ადამიანებმა კარგად იცოდნენ, რომ სახლს ნა’ვი არასოდეს დათმობდა, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ეს იყო ადგილი, სადაც იდგა აივა, რაც სათითაოდ ყველას, ნებისმიერ არსებას ფესვებით აკავშირებდა როგორც ერთმანეთთან, ისე მომავალთან და წარსულთან.

ჰიპოგრიფის მსგავს არსებას ბანშე ერქვა. ყოველ მეომარს უნდა გაეარა ბანშეს არჩევის ეტაპი და მას შემდეგ რას ადამიანი და ბანშე ერთმანეთს აირჩევნენ, განუყოფელნი ხდებოდნენ.

ბანშე იმ ერთი მეომრის ერთგული იქნებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე.



ადამიანებმა ნა’ვის შიგნიდან გატეხვის მიზნით, ჯეიკის ავატარი შეაგზავნეს..

ჯეიმს კამერონმა ამ ფილმზე მუშაობა 1995 წელს, მაგრამ ვინაიდან მაშინ არ არსებობდა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, პროექტი გვერდძე გადადო და მხოლოდ 4 წლის წინ გააგრძელა მასზე მუშაობა.
კამერონმა უკვე მოხსნა თავისივე რეკორდი, ავატარის შემოსავალმა უკვე მოიტოვა უკან ტიტანიკი რამდენიმე ბილიონით.

რას ნახავთ ავატარში:

  • იმდენად ლამაზ სამყაროს, რომ ფილმის დამთავრებისთანავე, პირველი, რაზეც დაგწყდებათ გული ისაა, რომ ერთადერთი გზა, რითიც შეგიძლიათ ამ სამყაროს ესტუმროთ, ჯეიკის სიზმრებია.
  • მთელი სამყაროს საოცარ სულიერ კავშირს ერთმანეთთან, იმას, რასაც ადამიანები ვერასოდეს ვეღირსებით..
სიუჟეტი, გმირები, სპეც ეფექტები, არსებები - 10/10 ჯეიმს კამერონს
მან უკვე მეორედ მომიღო ბოლო :))


video

ქართულ რეალობას რაც შეეხება: ამირანში 3D სათვალეს ისევ რამდენიმე წუთი ვწმდენდდი, სექსის დროს ისევ შტვენა და შეძახილები ისმოდა და ფილმის დასასრული, როგორც ყოველთვის, ტაშის დაკვრით აღნიშნეს.


Friday, January 29, 2010

Friday

  • კვირის ბოლო სამუშაო დღეა, ხელფასი ჩარიცხულია და წინ მთელი შაბათ-კვირაა
  • ლეტი კარგადაა
  • რამდენიმე პრობლემა მოგვარებულია
თუმცა, რჩება ერთი რამ რჩება უცვლელი - ჩემი დაწყევლილი სახლი!! კანალიზაციასთან და თაგვთან დაკავშირებით ისევ პრობლემები გვაქვს. ლეტის რა ვუყო, ეზოში ვერ ვაცხოვრებ, თორე დაუფიქრებლად გადავიდოდი ჩემს დასთან, ერთ პატარა საწოლში დავიძინებდით მე და ჯემა, როგორც ადრე :$

მალე გავიდეს ეს რამდენიმე თვე, გადავდივარ ჭკუიდან.

ხვალ ავატარზე მივდივარ, დავწერ შთაბეჭდილებებს।
ალბათ ახლაც მოიპარავენ მაყურებლები ३D სათვალეებს.
ნეტავ დიპლომზე რა მეშველება? დიდი ხანი არ მიფიქრია ამაზე.იმიტომ რომ ამრიეს! ვაპირებდი ინსაიდერულ ვაჭრობაზე წერას, შეთანხმებული ვიყავი ხელმძღვანელთან და ადმინისტრაციასთან, განაცხადი გავაკეთე, გავგვზავნე ხელმძღვანელთან და მითხრა, ძალიან ვიწრო სფეროა და ზოგადად პასუხისმგებლობაზე დაწერე საჯარო ფასიანი ქაღალდების სფეროშიო, ხოდა ამის შემდეგ ახალი განაცხადის გაკეთება დამეზარა და დავრჩი ასე...

ცეკვაზე წარმატებით ვაგრძელებ სიარულს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხოვრებაში შეხება არ მქონია ქართულ ცეკვასთან და სულ ორი თვეა ვსწავლობ, ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმყოფილებელია. მასწავლებელი დამცინის, ბაღდადურში თეძოს რომ ვრთავ და სალსაში გადამყავს, იმედია მივეჩვევი.
პარალელურად, ლათინური ცეკვის პრივატული გაკვეთილები მინდა ავიღო, ჯემა ვერ დავითანხმე ჩემთან ერთად სიარულზე და ჩემმა დამ გადაიფიქრა. მარტო მივალ!!






Saturday, January 23, 2010

ჩემი ლეტუნა ცუდადაა


ორი დღეა არ ჭამს, ძალა არ აქვს, თითქმის არ მოძრაობს და კანკალებს. წყალს მხოლოდ მაშინ სვამს, როცა ვახსენებთ.
ჩემი მსუნაგი და ზემათხოვარი ყურადღებას აღარ გვაქცევს როცა ვჭამთ. ზის თავისთვის სავარძელზე.

მე მჭირდეს ყველაფერი რაც მას ჭირს და ეს კარგად გახდეს.
ვერ ვიტან, ცუდად ვხდები ასეთს რომ ვუყურებ.

აზრზე არ ვარ რა ჭამა ისეთი რომ ასე მოიწამლა.

ახლა დავალევინე წამლები და ქათმის ფილეს ვუხარშავ, იქნებ ცოტა მაინც ჭამოს.

ჩემი ყველაფერი ხარ, ლეტუნა :(

Friday, January 22, 2010

Supernatural's back

როოგროც იქნა, გაგრძელდა მეხუთე სეზონი.
უმაგრესი სერია იყო

დინი და სემი საგიჟეთში ამოჰყოფენ თავს ერთ ერთი ყოფილი ჰანთერის თხოვნით, რაღაც მონსტრი პაციენტებს კლავს.

ერთი სული მაქვს, ჯემა მოვიდეს რომ კიდევ ვუყურო, ვერ მოვითმინე და შემომეყურა მის მოსვლამდე.




ძაან მაინტერესებს როგორ განვითარდება მთავარი ქეისი. სემი ეტყვის კის ლუციფერს, დინი - მიქაელს, გაბრიელი იკაიფებს, კესი ღმერთს იპოვის და ა.შ


Wednesday, January 20, 2010

10 Things i hate about you

ვიწერ და ვუყურებ იმისთვის, რომ ვიტირო.
იმისთვის, რომ ძალიან ცუდად შეიცვალე და იმისთვის, რომ აღარ ვიცი, რას ველოდო შენგან.
აღარაფერს ველოდები, იმიტომ რომ აღარ ხარ.

ვუყურებ და ვიტირებ.

ნეტავ არ შეცვლილიყავი, ნეტავ აქ არ ვწერდე და მქონდეს შესაძლებლობა, უბრალოდ დაგელაპარაკო

მინდა 20 წლის შემდეგ მოგწერო და გითხრა, რომ იმ დღეს მოვკვდი, როცა უკანასკნელად მნახე

როგორც ის ქალი მოკვდა.

და შენ რომ ვეღარ გაიხსენებ, როდის მნახე უკანასკნელად

და რომ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ არაფერი შეცვლილიყო
ყოველთვის მცოდნოდა, რომ ნებისმიერ დროს მზად იყავი მოსასმენად.

მაგრამ შენ უკვე აღარ ხარ
რა აზრი აქვს

Monday, January 18, 2010

მიიყვარს

მიყვარს ჯემა

მიყვარს დედა

მიყვარს თიკო

მიყვარს დემე

მიყვარს მეგობრები

მიყვარს ლეტი

მიყვარს ბაკბიკი

მიყვარს სექსი

მიყვარს ხელფასი

მიყვარს ფულის ხარჯვა

მიყვარს სვაროვსკი

მიყვარს მისტიკა

მიყვარს კითხვა

მიყვარს ყურება

მიყვარს ჭამა

მიყვარს დერენი

მიყვარს იტალიის ნაკრები

მიყვარს კომპოტი

მიყვარს ვანილის შეიკი

მიყვარს შემწვარი კართოფილი ხახვით 

მიყვარს ჯემა რომ ჭამს ჩემს გაკეთებულ საჭმელს და ისე მოსწონს, რომ იმატებს

მიყვარს ჯემას ერთი ოოო -ს დროს მიღებული სახე

მიყვარს ჯემას სიცლი

მიყვარს ჯემას მოფერება

მიყვარს ჯემას კოცნა

მიყვარს ლეტის ლოკვა

მიყვარს თანადგომა 

მიყვარს რომ მიგებენ

მიყვარს რომ ვუგებ

მიყვარს რომ თოვს

მიყვარს მანქანი ტარება

მიყვარს სენბერნარი

მიყვარს ბავშვი, რომელიც მეყოლება

მიყვარს ლეტის ამაყი გამოხედვა

მიყვარს სევერუს სნეიპი

მიყვარს ქარლაილ კალენი

მიყვარს დილის ძილი

მიყვარს სასიამოვნო საუბარი

მიყვარს ფეისბუქი

მიყვარს ფორუმი

მიყვარს ჩემი ფოტოაპარატი

მიყვარს ჩემი მობილური

მიყვარს მოგზაურობა

მიყვარს ზღვა

მიყვარს ცურვა

მიყვარს ცეკვა

მიყვარს ყველა მოხუცი კაცი

მიყვარს Supernatural

მიყვარს Fringe

მიყვარს ახალი ტანსაცმელი

მიყვარს ჩემი საათი 

ვერ ვიტან ტელევიზორს 

Monday, January 11, 2010

კატასტროფა

ყველაფერი დაიწყო ორი დღის წინ..

მეგობრისგან ღამის 3 საათზე დავბრუნდით. აბაზანაში, ტრაპთან მცირე რაოდენობის წყალი იდგა, თან აშკარად საპნიანი წყალი. დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, იმიტომ რომ გასვლის წინ ჯემამ იბანავა და ვიფიქრე, ალბათ ადგილობრივად გაიჭედა და მალე გავათქო. მართლა მალე გავიდა, ტრაპი გაწმინდა ჯემამ და მეგონა ეს კოშმარი დასრულდა.

სამზარეულოში გავედი ჩაის გასაკეთებლად, (სამზარეულო ახალი დალაგებული მქონდა, ზესუფთა,ერთი დასვენების დღე მთლიანად მაგას მივუძღვენი) კარები რომ გავაღე, ვიკივლე და უკან დავხურე. მეტლახს რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე გაურკვეველი წარმოშობის სითხე ფარავდა.

გადაწყდა, რომ სანტექნიკს ხვალ გამოვიძახებდით და ახლა მშვიდად დავიძინებდით.

მეორე დღეს ყველაფერი კარგად იყო, წყალი აღარ იდგა აბაზანაში. წყნარად მოვედი სამსახურში, გავიგე იმ სანტექნიკის ნომერი, რომელიც ჩვენთან, ბანკში მოდიოდა იგივე პრობლემის მოსაგვარებლად, ჯემამ დაურეკა, საღამოსკენ შეუთანხმდა და დამშვიდებულებმა გავნაგრძეთ მუშაობა.

საღამოს ჯემა მირეკავს, რომ მთელი სახლი წყლით იყო დაფარული.

პირველმა რაც თავში დამარტყა, ის იყო, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ის საპნიანი წყალი, რომ არ შეიძლება ისე ამოვიდეს კანალიზაციის წყალი, რომ ფეკალური მასები არ ამოყვეს თან.

გავითიშე, ჯემა და ლეტი რომ არა, სულ წავიდოდი და ფეხს აღარ მივადგამდი იმ სახლში არასოდეს.

წავედი ცეკვაზე, იქ სავარაუდოდ ვიცეკვე, შემდეგ წავედი სახლში.

საშინელი სუნი ჯერ კიდევ სადარბაზოდან იწყებოდა, ეზოში 5 მდე სანტექნიკი დადიოდა და რაღაც აპარატით ჭას ეძებდა. ჩემი საწყალი ქმარი გარეთ იდგა, ლეტი სახლში, დივანზე ყეფდა, დაბლა ვერ ჩამოდიოდა.

იატაკზე ჯერ კიდევ ბლომად წყალი იყო, სანამ მე არ ვიყავი, მეზობელი, რომელიც აამავდროულად სახლის პატრონიცაა, წმენდდა ყველაფერს და ჯემას ვედროებით გაჰქონდა გარეთ.

ნუ სახლში სუნია საშინელი და ყველაფერი დატბორილია და ბინძური.

მოვკიდე ლეტის ხელი და გიოსთან გავიყვანე, ვაბანავეთ და დავტოვე. მაგ მხრივ დავმშვიდდი, ლეტი მაინც კარგადაა და უსაფრთხოდ.

მეც და ჯემაც ნინოსთან დავრჩით. დღეს დილიდან გავიდა სახლში კიდევ ელოდებოდა სანტექნიკებს.

ახლა დავრეკე და ისევ აკეთებენ.

საერთოდ როგორ უნდა ვიცხოვრო აწი მაგ სახლში, ვერ წარმომიდგენია. რა დამავიწყებს იმას, რაც მანდ ხდებოდა, ან როგორ უნდა ამოვიდეს ხის იატაკიდან ის საშინელი სუნი, წარმოდგენა არ მაქვს.

მინდა რომ ვერ გაკეთდეს და საერთოდ სხვაგან გადავიდეთ საცხოვრებლად.

ჩემი ნივთები, ჩემი ტანსაცმელი, ყველაფერი ალბათ უკვე ყარს!!






Saturday, January 9, 2010

Let them sing!

they are fucking good


იმ დღეს, როცა პირველად ვუყურე ამ ფილმს, გარდაიცვალა ჰით ლეჯერი.


My best friends wedding


A life less ordinary - lion fells in love with the lamb
ედვარდსა და ბელაზე ათეული წლით ადრე.

Friday, January 8, 2010

The Picture of Dorian Gray


მინდა ცოტა რამ მოგახსენოთ ბენ ბარნსის დორიანზე , რომელიც რამდენიმე დღის წინ გავიცანი.

ბენის დორიანი არ გაქვს ოსკარის დორიანს, ბენის დორიანი არ არის ისეთი, როგორიც ბავშვობიდან წარმომედგინა: ოქროსფერკულულიანი, ნაზი, დახვეწილი. ბენის დორიანი უფრო მომხიბვლელია, უფრო მამაკაცური, უფრო აღვირახსნილი.



ეს არის ისტორია ახალგაზრდა, ლამაზ ადამიანზე, რომელიც, ერთ მშვენიერ დღეს აცნობიერებს, რომ სულ მალე დაბერდება, მისი სილამაზე დაჭკნება და ამის თავიდან ასაცილებლად მზადაა გაყიდოს საკუთარი სული და ასაკის, ცხოვრების და კანონზომიერების კვალი მხოლოდ მის პორტრეტს დააჩნდეს, რომელიც იდეაში მისი სილამაზის მარადიულობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.




ეშმაკთან გარიგება შედგა და დორიანი რადიკალურად შეიცვალა. ლორდ ჰენრის რჩევა- დარიგებებით გაბრუებული მთელი არსებით ეშვება სიამოვნების სიამოვნების მორევში.

ყველაფერი მომეწონა ფილმში: კოსტუმები, გრიმi, მუსიკა, რეჟისორის ინტერპრეტაციები.

ძაან მოულოდნელი იყო ჩემთვის ბაზილის და დორიანის სექსი, ასევე ის, რომ ფილმში ლორდ ჰენრი კეტავს დორიანს სურათთან ერთად ცეცხლმოკიდებულ ოთახში და აფეთქებს, რეალურად კი დორიანი იმენად იღლება საკუთარი ცხოვრებით და იმდენად ნანობს ჩადენილს, რომ უბრალოს უყრის სურათს დანას და საკუთარ თავს კლავს.


ძალიან კარგად არის გადმოცემული დორიანის აღვირახსნილი ცხოვრება: ჯგუფური სექსი, ქალის ზურგიდან მკერდზე ჩამომავალი სისხლის სმა, ნარკოტიკები, მაზოხიზმი, სადიზმი, ენით აუწერელი სისასტიკე.

არადა არცერთი სცენა არ არის პორნოგრაფიული,არც ეროტიული, უბრალოდ ძალიან რეალურადაა გადმოცემული გრძნობები, მისი სული შენს თვალწინ იცვლება, სიძველის და სიბინძურის სუნიც კი გაწუხებს ხანდახან.

ძალიან ძლიერად არის გადმოცემული სცენა, როდესაც დორიანი ჰეროინს იკეთებს და თან სურათს გადასაფარებელს აცლის, უბრალოდ ტკბება იმ ცვლილებით, რაც იქ აისახება.

ნამდვილად არ მოველოდი რომ ასე მომეწონებოდა.



მადლობა ოლივერ პარკერს.


Wednesday, January 6, 2010

საშინელი 2010, ჩათლახი წითელი ძროხის ამბავი და ის, თუ რატომ არ მჯერა, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა

აქვე ბოდიშს მოვუხდი სრულიად მსხვილფეხა საქონელს ამგვარი შედარების გამო შეურაცხყოფისთვის და ისე დავიწყებ...
მოკლედ, ანა, ძვირფასო, ბევრი ვიარე თუ ცოტა, ისევ შენთან მოვედი, როგორც ადრე.
იმიტომ, რომ ცუდად  ვარ, ისე ცუდად, არასდროს რომ ვყოფილვარ და შენც ისევ ისე მომისმენ, როგორც ადრე მისმენდი ხოლმე, ოღონდ ცოტა სხვანაირად...
რას ვიზამთ, დრო შეიცვალა )))
მარა ეს ბოღმა როდის გამივლის სრულიად ადამიანებზე და სამყაროზე, არ ვიცი.
ცხოვრებაში პირველადაა სიცოცხლე რომ არ მინდა და არაფრის ხალისი და სურვილი რომ არ მაქვს.
დღეს რომ მთხოვა, არ ქნაო და მინც ვქენი,  ამაზე დიდი ნაძირლობა შეიძლება გამეკეთებინა?
არა

მაგრამ, სწორად მოვიქეცი
რა ვქნა, არ ვარ მე ის ადამიანი, ვინც წითელ ძროხას აიტანს..
არ შემიძლია და ვერასდროს შევძლებ. აი, ვერასდროს. ისე მოვკვდები და ისე შემჭამენ ჭიაყელები, რომ ამას ვერ შევეგუები. ვერ შევეგუები მაგის არსებობას საერთოდ..
პოტენციური მკვლელი ვარ, გეფიცები.
და იმას მით უმეტეს ვერ შევეგუები, ადამიანი მის სიჩათლახეს არ ხედავდეს.
არ ვარ ჰუმანური და კეთილშობილი
არ შემიძლია მიტევება..
ვიცი
მაგრამ ეგ მისნაირ პარაზიტებზე ვრცელდება.
თან ხომ იცი, რა პატივმოყვარე ვარ..
სიცოცხლეს დავთმობ და რასაც ვიტყვი, გავაკეთებ.
რამდენიმე დღის წინ ერთი წინდადება ვთქვი, ისიც დავაყოლე, მეორედ არ გავიმეორებ-მეთქი.
და სულ რომ თვითმკვლელობით დავასრულო სიცოხლე, მაინც ვიზამ.
ჩემს თავს გვერდზე გადავდებ და გავაკეთებ.
თან, ხომ იცი, სიძულვილი და ბოღმა შენვე გიღებს ბოლოს. აი, ეგ მჭირს ახლა.
და იცი რატომ არ მჯერა, რომ ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად შექნა?
იმიტომ, რომ მაშინ წთელი ძროხისნაირი ჩათლახები არ იარსებებდნენ.
დღეს ნანამ თქვა ზუსტი პერიფრაზი და ჩავფიქრდი..

და ჯემა მახსენდება ამ ბოლო დროს..
რაც 2010 დაიწყო.
ის დღე გახსოვს? პარიზში თუ სადღაც რომ ვისხედით მე, შენ და ჯემა. ჩანთაში პაპირუსი რომ მედო. მაშინ ისეთ თემაზე ვსაუბრობდით, რომელზეც ჯერ ნალაპარაკები არ გვქონდა. ჯემამ ერთი წინადადება თქვა, ყველან ასეთები და ასეთები არიანო... გულზე მომხვდა მაშინ :D მარა, სიმართლეა, გეფიცები :)