Friday, November 12, 2010

Me, he, she

ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე და ჯემა ჩემს დასთან ვცხოვრობთ (ლეტის გარეშე) და თითქმის უკვე დავიწყებული მაქვს, რას ნიშნავს მარტო ცხოვრება.

როგორც იქნა ვიპოვეთ, პატარა, საყვარელი ბინაა ჩემს უსაყვარლეს ადგილას. ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მაქვს გატარებული მანდ და ვერც კი ვიოცნებებდი იმაზე, რომ ოდესმე იგივე უბანში, უფრო კარგ სიტუაციაში დავბრუნდებოდი.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ბინა აბსოლუტურად ცარიელია და ერთი სული მაქვს, ბოლომდე როდის მოვაწყობთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

ძალიან მიხარია.
მიხარია, რომ გაღვიძებისას ერთ მხარეს ასეთი ხედი დამხვდება:


და მეორე მხარეს ასეთი:


მიხარია, რომ სახლში Supernatural - ის დაძაბულ მომენტებში სიგარეტს გავუკიდებ, ტრუსიკით ვირბენ, ჯემას გაკეთებულ გემრიელ სპაგეტის შევჭამ..

მიხარია, რომ მე და ჯემა, საწოლზე წამოკოტრიალებულები, ერთად ვუყურებთ რამე ფილმს.

მიხარია, რომ, სამსახურიდან გამოსულს, პირდაპირ სახლში წასვლა მომინდება და იქ ლეტი დამხვდება, (ბაკბიკს ჯემას მშობლებს გავატანთ) გაუხარდება, ტრაკის ქნევით გამოვარდება, მომედება, მომეფერება..

მიხარია, რომ საჭმელებს გავაკეთებ, ლეტი, რათქმაუნდა დამეხმარება, სულ ჩემთან იტრიალებს და თან ერთი სული ექნება, როდის მოიპარავს მაგიდიდან რამეს.

მიხარია ის, რომ შემეძლება მეგობრებთან დარეკვა და "გამო ჩემთან"-ის თქმა..

ერთადერთი რაც არ გამიხარდება არის ის, რომ ისევ დაგვეტყობა კომუნალური გადასახადების მსახვრელი ხელი და ალბათ ყოველთვის შემაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ორი წლის შემდეგ, ისევ მოგვიწევს იმ საშინელების თავიდან გადატანა, რასაც ბინის ძებნა ჰქვია.