Thursday, November 10, 2011

Dear 16 years old self

შენ თუ ამ წერილს კითხულობ, ე.ი დოქტორმა თავისი ლურჯი ტარდისი ჩემს სახლში მიაპარკინგა, შესაძლოა კომპანიონობაც შემომთავაზა და გადატვირთული გრაფიკის გამო უარი ვუთხარი (ჰიჰი). ჯერ არ იცი, ვინაა დოქტორი, ჯერ კიდევ არ განახლებულა სერიების გადაღება, არაუშავს, 9 წელიწადში გაიგებ და მოგეწონება.

პირველ რიგში გეტყვის იმას, რომ ვიზეც და რაზეც ახლა ნერვიულობ, დაიკიდე, არაა სანერვიულო, მომავალში ისეთი რაღაცეების გადატანა მოგიწევს, რომ ეს წვრილმანი პრობლემები  აღარც კი გაგახსენდება.

მათემატიკის სწავლით თავს ნუ მოიკლავ, არ დაგჭირდება.

უნივერსიტეტში ჩააბარებ თუ არა, აგიხდება დიდი ხნის ოცნება და ძაღლს იყიდი, საყვარელი გოგოა, ცოტა ღომუცელა და ეგოისტი, მაგრამ ძალიან ეყვარები და არასოდეს მიგატოვებს.

ძალიან ბევრი ბიჭი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, დაიკიდე ყველა და განსაკუთრებით ის, ვინც გგონია, რომ არასოდეს გატკენს გულს.

დერენ ჰეისი გეია.

იქნებ სადმე მოახერხო და buffy vampire slayer-ს უყურო? 5 სეზონი უნდა გადიოდეს ახლა წესით.  გაჭედავ.

მეგობრებში ძალიან გაგიმართლა, ყველას მთელი გულით ეყვარები. ნათიას, ზურას, ნინოს და ნანას ვერც 9 წლის შემდეგ მოიშორებ.

ზურას ხშირად დააპატიჟებინე თავი კინოში, შემოგთავაზებს - დათანხმდი, არ მოგერიდოს. დამიჯერე, შემდეგი 9 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება.

 ყოველთვის იყავი ის რაც ხარ, შეეცადე, არ დაკარგო კარგი ადამიანები, შეინარჩუნე ის ურთიერთობა რაც გაქვს, არაფერი შეცვალო.  

 არ დაუჯერო ადამიანს, რომელიც გეუბნება რომ უყვარხარ და ამ დროს საშაქრეს ატრიალებს.

ძალიან დიდი ხნის შემდეგ, როცა ეს მომენტი დადგება, ეს წერილი გაიხსენე, ძალიან მოგწონს, ძალიან გინდა, მაგრამ ჯერ არ გიყვარს. წადი სახლში. წადი და აღარ დაბრუნდე. არასოდეს.

კარგად ჩაეჭიდე შენს ოცნებებს, არ დაკარგო არცერთი წამი, იცხოვრე ჩემზე კარგად, იყავი ძლიერი და გეტყოდი, გაითვალისწინე ყველაფერი, რაც მოგწერეთქო, მაგრამ გიცნობ, მაინც ისე მოიქცევი, როგორც შენ თვლი საჭიროდ.

სხვანაირად შენ მე არ იქნებოდი. (თუ მე შენ? O_O)

Monday, September 19, 2011

To whom it may concern

ასე არასოდეს დამჭირვებია შენი დახმარება როგორც ახლა და ასე არასოდეს მიგრძვნია შენი არყოფნა. ყველაფერი ინგრევა, ძალიან მტკივა, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, მაგრამ მე მინდა,რომ შენ მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მინდა, სხვა გამოსავალი მიპოვო, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამეხმარო. (არ თქვა ახლა, ჭკუა მოგეცი, ძმაო, მეტი რა გინდაო)

ვიცი, ბოლოს რომ მნახე, ვერც მიცანი, მაგრამ ეს მხოლოდ შენი ბრალი არაა, ყველაფერს თავად ვაფუჭებ, მე ვარ ის, ვინც ტკივილს აყენებს გარშემომყოფებს და მერე ამ ტკივილით თავად იტანჯება. 

ვიცი, ჩემი იმედი გქონდა, ვიცი, ასეთი ცხოვრება არ გინდოდა ჩემთვის, მაგრამ შენ დაგემსგავსე, ყველაფერი გავაფუჭე,ვეღარაფერს შევცვლი. 

ბევრი კითხვა მაქვს შენთან, ბევრი სალაპარაკო, ბევრი რამ გაქვს ასახსნელი, რატომ დამიკიდე, რატომ გამიმიტე იმისთვის, რომ შენს გარეშე გავზრდილიყავი, საერთოდ რატომ დავიბადე. 

მატერიალურად არასოდეს არაფერი მაკლდა, შენი ცოლით და შვილით უნდა იამაყო. მაგრამ ერთი რჩევაც არ მოგიცია ჩემთვის მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ერთხელ არ გამოგიყვანივარ მძიმე მდგომარეობიდან, ერთხელ არ გითქვამს, რომ ცხოვრება ცხოვრება არაა ტკივილის და სიხარულის გარეშე, რომ ისინი ყოველთვის ერთმანეთს ცვლიან და რომ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება. 

მაგრამ შენ ალბათ ამას არც მეტყოდი, შენ პრიმიტიულად შეხედავდი ამ ყველაფერს, სადმე წავიდოდით, დავლევდით, მოვწევდით, მაცინებდი, ამ თემაზე საერთოდ არ დამელაპარაკებოდი. ზუსტად ეს მინდა შენგან და ვბრაზდები, რომ ამის მოცემა არ შეგიძლია. 

იმედი მაქვს, სანამ ერთმანეთს შევხვდებით, ყველაფერს გაპატიებ.
და კიდევ იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდება ეს შეხვედრა. 

Monday, July 18, 2011

Harry Potter and the deathly Hallows Part II

ჩემი ცხოვრების ჯადოსნური თავის დასრულებამდე დარჩა 7 საათი.
პირველად ცხვორებაში მეშინია კინოდან გამოსვლის და ფილმის დამთავრების.
"აუ ახლა შემდეგს ნოემბრამდე ელოდე"
"რა მოიცლის კიდევ ერთი წელი"
"მეექვსე წიგნი მინდა სასწრაფოდ"
"იმედია, შემდეგი ფილმი მაინც ნორმალური იქნება"
 ამას ვწერდი, სანამ წავიდოდი ფილმის სანახავად, მერე, ალბათ რაღაცამ ან ვიღაცამ შემიშალა ხელი და  მივაგდე, დრაფტებში გადავაწყდი ამწამს.

ძალიან ვწუხვარ, თავო, ჩემო, მაგრამ არა,  შემდეგი ფილმიც არ აღმოჩნდა ნორმალური, რით ვერ შეიგნე, რით ვერ მიეჩვიე, მეექვსედ გამოხვედი უკვე კინოთეატრიდან ასეთი იმედგაცრუებული, ნუ კაი,  Prisoner of Azkaban – ს არაუშავდა.

მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ეპიკური დასასრულის ნაცვლად  უაზროდ შეცვლილი სიუჟეტი, უემოციო, მიფუჩეჩებული ფაქტები და დაბალი ხარისხხის 3დ შემრჩა ხელში.

წიგნიდან გადახრა რომ იქნებოდა, ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ახსნიდნენ დამბლდორის სისუსტეებს, (წინა ფილმში საკმაოდ ბევრი ილაპარაკეს ამაზე) მისი ოჯახის ისტორიას, მინდოდა მეტი  ემოცია,  ფრედის, ტონკსის და ლუპინის სიკვდილის ჩვენება მთელი სიმძაფრით, კივილით, წივილით, ცრემლებით,  ეს პერსონაჟები ამას იმსახურებდნენ. მინდოდა ჰაგრიდის ქვითინი, როდესაც  მკვდარი ჰარი მოჰყავდა ჰოგვარტსისკენ, მინდოდა მეტი გრძნობა რონის/ჰერმის და ჰარის/ჯინის შორის. მინდოდა მენახა ტედი, გაზრდილი და სიმპატიური.მინდოდა მენახა მოლის და ბელატრისას სასიკვდილო დუელი და არა ნაჩქარევად ნასროლი წყევლა და ხელის მარტივი მოძრაობა.

ყველაზე დიდი დარტყმა ჰარის და ვოლდის საბოლოო ბრძოლისას მივიღე. ვისაც წიგნი წაკითხული არ აქვს, ყველას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ჰარიმ მხოლოდ იმიტომ დაამარცხა ვოლდემორი, რომ ელდერ ვანდის ნამდვილი პატრონი თვითონ იყო.
რეალურად, მათი საბოლოო ბრძოლა მხოლოდ წყევლების გასროლით და  მწვანე და წითელი სხივების შეჯახებით არ შემოიფარგლებოდა, ამას მათი გრძელი და ტკბილი საუბარი უძღოდა წინ, რომლის აფიშირებაც საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ.

ფილმში ისე მოკლეს ვოლდემორი, რომ ვერ გაიგო,რომ მწრედ მოატყუეს და დასცინეს, რომ სნეიპი თავიდან ბოლომდე დამბლდორის კაცი იყო,  რომ ელდერ ვანდი  ჰარის საკუთრება იყო და მას არასოდეს დაემორჩილებოდა,  რომ დამბლდორმა თავად დაგეგმა საკუთარი სიკვდილი და რომ ის ვოლდემორზე უკეთესი კაცი და უკეთესი ჯადოქარი იყო..

 ჰარის ნათქვამი  ყოველი სიტყვა ვოლდემორის სულის დარჩენილ ნაგლეჯს ერთიანად ჭამდა და ანადგურებდა.  ის ავადა კედავრას წარმოთქვამდე უკვე   დამარცხებული იყო.


ყველას დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ ჰარის თავგანწირვა ფარად გადაეფარა მთელ ჰოგვარტს, ისევე როგორც ლილის თავგანწირვა გადაეფარა ჰარის თავის დროზე. მას შემდეგ, რაც ვოლდემორმა ჰარის მისამრთით ავადა კედავრა გაისროლა, ჰოგვარტსში არავინ მომკვდარა.


სამწუხაროა, რომ ჰარიმ ისე გადატეხა ელდერ ვანდი, რომ საკუთარი ჯოხი არ შეაკეთა.  ეს პატარა ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მთელი 7 წიგნი ჰარის ჯოხის მნიშვნელოვან თვისებებზე იყო ლაპარაკი.

ერთადერთი სცენა,რომელიც ძალიან მომეწონა:  ჰარი სიკვდილს გადაწყვეტს და ვოლდემორთან შესახვედრად მიდის. მეგობრებს ემშვიდობება, უხსნის რა ხდება, ჰერმი ეხუტება და ტირის. როგორც იქნა, ვიგრძენი რაღაც,  გამიხარდა ,რომ ვტიროდი. მერე რა, რომ წიგნიდან გადაუხვიეს.

 ქასთი იყო შესანიშნავი, დენიელმა თავისი საუკეთესო გვაჩვენა.

საბოლოოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დაცარიელებული და მოწყენილი ვარ.
ჩემი ბავშვობა ასე უემოციოდ დამთავრდა.
დედაც ვატირე.

Saturday, June 18, 2011

My Immortal


Monday, May 23, 2011

A Better God

ღმერთის თემა ყოველთვის მტკივნეული იყო სუპერნეიჩერალში. მთელი მეხუთე სეზონი ვეძებდით, შემდეგ გავიგეთ, რომ ღმერთმა ხელი ჩაიქნია და აპოკალიპსის მსვლელობა თავის ნებაზე მიუშვა. კესმა ბევრი ეძება, დინს ღმერთოსკოპიც (მედალიონი, რომელიც ღმერთთან სიახლოვისას ხურდებოდა) გამოართვა, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. აპოკალიპსი დინმა, სემმა, ბობიმ და კესმა შეაჩერეს, ლუციფერმა, სემმა და მიქაელმა კი ჯოჯოხეთში ამოყვეს თავი. ჩაკი, რომელიც აქამდე წინასწარმეტყველი გვეგონა, საეჭვო ვითარებაში გაუჩირდა და ეჭვები აღგვეძრა, რომ სწორედ ის იყო ღმერთი. 

აპოკალიპსის შემდეგ, კასტიელმა გადაწყვიტა, მიეცა ანგელოზებისთვის ის, რაც ღმერთმა მისცა ადამიანებს - თავისუფალი ნება. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ  მათთვის  თავისუფლების ცნებას ისეთივე დარტვირთვა ჰქონდა, როგორც თევზებისთვის-პოეზიას.  

კესი საკმაოდ რთული მისიის წინაშე აღმოჩნდა. მას წინ აღუდგა მთავარანგელოზი რაფაელი, რომლის ერთადერთი მიზანიც თავიდან აცილებული აპოკალიპსის გამეორება და წარმატებით დაგვირგვინება იყო.  კესი ამას არ დაუშვებდა, მას ჭირდებოდა დახმარება,  ადამიანის სულების არმია.

რესურსი ამოწურული იყო, კესმა აღარ იცოდა, რა ექნა.  ისტორიაც კი  შეცვალა, ტიტანიკის ჩაძირვაც კი აიცილა თავიდან, 50 000 სული რომ მიეღო, თუმცა, ამ ამბვში ბედისწერა ჩაერია და კესს დინის და სემის სიკვდილით დაემუქრა. კესი ყველაფერზე იყო წამსვლელი მათ გადასარჩენად, უარი თქვა სულებზე და ტიტანიკს უფლება მისცა, თავისუფლად შეჯახებოდა აიზბერგს 1912 წელს.

სასოწარკვეთილ კესს ჯოჯოხეთის მეფე გამოეცხადა და დახმარების ხელი გაუწოდა. კროული განსაწმენდელს ეძებდა, სადაც ძაალიან ბევრი ადამიანის სული იყო გამოკეტილი.  ადამიანის სულს უდიდესი ძალა და მნიშვნელობა ჰქონდა, ეს თუ კროულისთვის უბრალოდ პირის ჩატკბანურება იყო, კესისთვის სასიცოცლო მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, კროულისთან ერთად მოეძებნა განსაწმენდელი. 

ვინჩესტერებმა შემთხვევით გაიგეს კესის და კროულის თანამშრომლობის ამბავი და გაჭედეს!

არადა ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვთ გამოვლილი თითოეულ მათგანს. 

სემი:

1)  ბავშვობაში აზაზელის სისხლი აქვს დაგემოვნებული.
2) იყო ლუციფერის ვესელი
3) თვეების განმავლობაში სექსი ჰქონდა რუბისთან, სვამდა მის სისხლს
4) რუბის გამო გადააგდო საკუთარი ძმა
5) ფეხებზე დაიკიდა ყველა და ყველაფერი რუბის გარდა, გატეხა ლუფერის საპყრობილის უკანასკნელი ბეჭედი და დაიწყო აპოკალიპსი.

დინი:
1) დადო გარიგება დემონთან და გაყიდა სული სემის გადასარჩენად
2) ჯოჯოხეთში, ალასტორთან ერთად, აწამებდა სულებს, რითაც ლუციფერის საპყრობილის პირველი ბეჭედი გატყდა.
3) აპოკალიპსის შეჩერების მიზნით , სიამოვნებით იღებდა მეგობრულ მხარდაჭერას კროულისგან.

კასტიელი:

1) დინი ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან
2)უღალატა თავის ოჯახს  და წინ აღუდგა მთავარანგელოზებს, სემის და დინის დახმარების მიზნით.
3) ეხმარებოდა, გვერდში ედგა და იცავდა ვინჩესტერებს, მიუხედავად იმისა, რა იყო მათი წამოწყება.
4) დააბრუნა სემი ჯოჯოხეთიდან.
5) გააცოცხლა ბობი, ფაქტიურად გააცოცხლა ლიზა, დინი, სემი და ბობი რამდენჯერ გადაარჩინა სიკვდილს, ნამდვილად არ ვიცი.

და დინმა ის მიატოვა, ფეხებზე დაიკიდა, დიახ, კესის საყვარელმა დინმა, რომლის გამოც ყველაფერი დათმო თავის დროზე.

დაემუქრა,  კროულის შეეშვი, თორემ, იცოდე, შეგაჩერებ, დედას გიტირებ, სემსგეფიცებიო.

და აი, გახსნა კესმა განსაწმენდელი, გაანადგურა რაფაელი, იყო ძლიერი და ამაყი, სამყაროს ძალით და სიბრძნით სავსე.

დინმა უკანასკნელად გაიფართხალა და კესის მოთაფლვა სცადა:
          Please. I've lost Lisa, I've lost Ben, and now, I've lost Sam. Don't make me lose you too
ალბათ კარგად იცის დინმა, რომ კესი მაშინ დაკარგა, როცა არ დაეხმარა  და არ აპატია, როცა ფეხებზე დაიკიდა და ზურგი შეაქცია. არადა ერთადერთხელ დასჭირდა კესს მისი მხარდაჭერა.

სემი უფრო შორს წავიდა, თუმცა უშედეგოდ.



და მაგრად მკიდია,  შერაცხავენ  თუ არა კესს ვილიანად ამ სიტყვების გამო:

 I'm not an angel anymore. I'm your new God, a better one. So, you will bow down and profess your   love to me, your Lord, or I shall destroy you.

ვნახოთ, რას იზამენ ძმები, გამოჩნდება თუ არა, ნამდვილი ღმერთი და როგორ შეასრულებს კესი თავის დაპირებას.

სექტემბრამდე ძალიან ბევრი უსუპერნეიჩერალო შაბათი მელის.

რა გაძლებს.


Thursday, May 19, 2011

The Road So Far


ზეგ Supernatural -ის მეექვსე სეზონის ბოლო ორი ფინალური სერია გამოვა. გავიგებთ რას აპირებს კესი, როგორ ენგრევა სემს მეხსიერების კედელი  და როგორ შეიშლებაჭკუიდან, როგორ მოახერხებს კესი ანგელოზების თავისუფლების დაცვას ჯოჯოხეთის მეფის "დახმარებით", რა ეშველებათ სალხინებლის სულებს, ვის სამსახურში ჩადგებიან ისინი და ა.შ. (დარწმუნებული ვარ, რაფაელის ფრთითაა დაწერილი კესის და კროულის კონტრაქტი :დ )

მეშვიდე სეზონზე ჯერ ლაპარაკი არ შემიძლია, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დაამთავრებენ მეექვსე სეზონს.

შაბათამდე დარჩა 2 დღე :შიში:

მანამდე კი enjoy the past

































 













Last one my favorite <3


Monday, February 21, 2011

Total Eclipse

დიდი ხანია ასეთი საშინელი სუსხი არ ყოფილა, თბილი ტანსაცმელი დედაჩემთან მქონდა გადაბარგებული და სამსახურში ჩემი წითელი, თხელი მაისურით წავედი, ყველაზე თბილი ეგ აღმომაჩნდა სახლში.

ძალიან ადრე დაღამდა, ფეისბუქზე ჩემმა ყველა მეგობარმა აპოკალიპსი დაატრიალა,ახალ ამბებში ამ ყველაფერს მზის და მთვარის მოულოდნელი გადაფარვით და, ამავდროულად, მთვარის საეჭვო მოახლოვებით ხსნიდნენ, სიმართლე გითხართ, მეკიდა,საშინელ ხასიათზე ვიყავი, ერთადერთი ნათელი წერტილი საღამოსთვის დარიცხული ხელფასი და მეგობრებთან ერთად ლუდის დალევის პერსპექტივა იყო.

ვინაიდან ჩემს უფროსს საშინლად აღიზიანებს, როცა ვინმე სამსახურში მაკითხავს, განსაკუთრებით მამრი, დერენი, ნახევარი საათის განმავლობაში გარეთ იყო ატუზული. საბედნიეროდ, ამინდის გამო, კლიენტები არ გვყავდა და მალე გამოგვიშვეს. შემშურდა, ისე თბილად ეცვა დერენს, მხოლოდ თვალები უჩანდა და სიცივისგან ფეხებს აბაკუნებდა.  მანქანა არ გვყავდა, არც ტაქსის ფული გვქონდა და არც ბანკომატი გვიღიმოდა უახლოესი 200 მეტრის მანძილიდან. მეტი ჩემს მტერს გაევლო. გადავწყვიტეთ, ჰიუსთვის დაგვერეკა, მანქანით გამოეარა და ევანთან წავსულიყავით ჩაის დასალევად.

ჩემი უფროსი ჩვეული თავის ქექვით გამოვიდა, დერენი აათვალიარა, რაღაც ჩაიბურტყუნა და თავის x 5-ში შეძვრა. ჩვენ ოფისში შევიკეტეთ და ონლაინ ჭადრაკის თამაშით შევიქციეთ თავი. ჰიუ ნახევარ საათში მოვიდა, ვერ ვიტან სიცივეში ტყავის სალონს, თან, მითუმეტეს, თუ მანქანა ახალი დაქოქილია.

ევანთან კიანუ დაგვხვდა. თბილ ბუხართან ისხდნენ და ხითხითებდნენ, კიანუ ჩვეული, სევდიანი იუმორით ყვებოდა იმას, თუ როგორ უკბინა გველმა კუნძულზე და, რამდენიმე წამში, როგორ დაეცა ღონემიხდილი გველი მის ფეხებთან და როგორ დალია სული, როგორ დაიჭირა თევზი ანკესით, რომელიც თურმე არ არსებობდა, როგორ შებოდიალდა, შემთხვევით, დრაკულას სასახლეში და როგორ მოატყუა, რომ შიდსის ვირუსით იყო დაავადებული, თუ როგორ ცხოვრებდა ვიღაც ნიკ პოუელთან ერთად კუნძულზე ერთი კვირის განამვლობაში, მაშინ, როდესაც ეს ნიკი, კიანუს კუნძულზე წასვლიდან რამოდემინე დღეში, თავის ტვინის მძიმე დაზიანებით, კომატოზურ მდგომარეობაში დააწვინეს საავადმყოფოში.

ნათიასთან წავედით.

ნათია და სპაიკი ერთად ცხოვრობენ, მისი მშობლები დიდი ხანი ვერ ეგუებოდნენ მათი საამაყო, ფრიადოსანი, ქალიშვილის ურთიერთობას ვამპირთან. თავიდან მამამისმა საგვარეულო სიიდანაც ამოშალა, მაგრამ სპაიკი რის სპაიკი იყო, ადამიანისთვის თავი რომ არ მოეწონებინა. უკვე 10 წელია ადამიანი არ მოუკლავს, თან სისხლის გარდა ღვინოსაც კარგად სვამს, რამდენიმე ვიზიტი ნათიას მამასთან და გულიც მოგებული იყო. ახლა ნათია არადამარტო დააბრუნეს საგვარეულო ნუსხაში, არამედ ნებაც კი დართეს, ქორწინების გარეშე, ეცხოვრა სპაიკთან, იმ შემთხვევაში თუ ის რაიმე რესპექტაბელურ სამსახურს ნახავდა. სიყვარულის გამო რას არ იზამს ვამპირი, სული დაიბრუნა და ეგ გაუჭირდებოდა? იურიდიულ ფირმაში მოაწყო ძველმა მეგობარმა ენჯელმა და მშვენიერ ანაზღაურებას იღებს. (ყველას გვშურს) პატარა მყუდრო ბინაში ცხოვრობენ, მართალია, სპაიკის მზის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო, ერთადერთ ფანჯარას თუ იპოვით წამლად მთელ სახლში, მაგრამ ეს მათ დისკომფორტს საერთოდ არ უქმის.

მივედით თუ არა, სპაიკი ფეხბურთს ჩაუჯდა, მე და ნათიამ ბავშვებს გადავურეკეთ.

ჩვენი მეგობრების წრე არც ისე ფართოა: ჯერი - რომელიც სულ იმაზე წუწუნებს, რომ სექსი აღარ აინტერესებს, ზურა, რომელიც განდიდების მანიით არის შეპყრობილი, სულ სერიოზული სახით დადის და გარშემო ხალხს აკომპლექსებს, ილია, რომელთან ერთადაც არასოდეს მოიწყენ, ნანა, რომელსაც უკვე კაი ხანია, რომანი აქვს ვამპირ დეიმონთან, მაგრამ, რომ კითხო, სერიოზულ უერთიერთობაზე ჯერ არ ფიქრობს, ნინო, რომელიც საშინელ დეპრესიაშია იმის გამო, რომ მისი მეგობარი ბიჭი - მაქცია ტრანსფორმაციის დროს შემთხვევით შემოაკვდა მონადირეს, თამუნა, რომელსაც ახლახან ეყოლა ბავშვი და ხშირად ვერ ახერხებს ჩვენს ნახვას და მაკო, რომელიც დემონოლოგიით არის გატაცებული. დერენი, ევანი, ჰიუ და კიანუ უკვე ვახსენე.

ნახევარ საათში უკვე სმა გვქონდა გაჩაღებული. საუბრის ძირითადი თემა იყო მოულოდნელად თავს დამტყდარი საშინელი სიცივე/სიბნელე, მთვარის მოახლოვებით გამოწვეული შესაძლო კატაკლიზმები (მთვარის ხსენება ნინოს განსაკუთრებით ხვდება გულზე) ჯერის სექსუალური დაუკმაყოფილებლობა, კიანუს გველის ტრაგიკული ამბავი, დერენის უსაქმურობა, ჰიუს მარჯვენა ხელის ტკივილი, რასაც პირდაპირ მივყავდით მის მოხუც ცოლთან, ზურას ბლოგი, ილიას ჯეოსელი, მაკოს ფოსფორის ფრთებიანი დემონი და ფეხბურთი. ნანა და დეიმონი მთელი საღამო ზასაობდნენ, სპაიკი ფეხბურთს უყურებდა, მე და კიანუ კვლავ კუნძულზე მომხდარ თავგადასავლებზე ვბჟირდებოდით, ნათია და თამუნა ღორის სისხლს წურავდნენ სპაიკისთვის, ჰიუს და დერენს უკვე ეძინათ.

ყველაფერი კარგად იყო, სანამ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ვერცხლისფერ ფურირემი შემოიჭრებოდა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი, მეგობრული, ხმით არ გვეტყოდა იმას, რომ კარგად ჩაგვეკეტა კარები, გათბობაზე გვეზრუნა და სახლიდან გასვლაზე არც გვეოცნება.

ღორის სისხლით სავსე ჭიქამ, თამოს ხელებიდან, იატაკზე გაადინა ბრახვანი, ილიას მობლური შეეყინა ყურზე, ზურამ სიმწრით ნაყიდ ლეპტოპზე სპეისის კლავიში გატეხა..

ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობდა თითოეული ჩვენგანი იმ მომენტში, მხოლოდ ის ვიცი, რომ ნანას და დეიმონს არაფერი გაუგიათ.

Sunday, February 13, 2011

ბებო

ჩემი ბებო ძალიან ლამაზი და თბილი იყო. არასოდეს მიბრაზდებოდა, დედა და მამა მაწოვარას რომ მიმალავდნენ 6 წლის ასაკში, ბებო ჩუმად მაძლევდა. ის ყოველთვის ტელევიზორის წინ მიშლიდა საწოლს და გემრიელ საჭმელებს მიკეთებდა. დედა რომ მიბრაზდებოდა, ბებოსთან მივრბოდი. ყოველთვის მეუბნებოდა, სად იყო ჩურჩხელების სამალავი, ოღონდ მაფრთხილებდა, სხვებისთვის არ მეთქვა და ახალ წლამდე ბევრი არ შემეჭამა.

მერე ნელ ნელა დაბერდა, მაგრამ ძველებურად იპრანჭებოდა, ტრიალებდა, ყველანაირ საქმეს ეჭიდებოდა.

არც მაშინ დაუკარგავს ცხოვრების ხალისი, მეუღლე რომ გარდაეცვალა.

ჩვენით ცოცხლობდა, ყოველთვის უნდოდა, რომ მისი 5 შვილიშვილი სულ მასთან ერთად ყოფილიყო, ვერ იტანდა, როცა, მისთვის გაუბებარი მიზეზით, ხშირად ვერ ვახერხებდით მის ნახვას. ხშირად წუწუნებდა და ჩვენ ვუბრაზდებოდით.

ყოველ ნახვაზე სირბილით მოდიოდა ჩემთან და "გენაცვალოს ბებო"-ს ჩურჩულით გულში მიკრავდა.

დღეს ჩემი ბებო აღარაა, მაგრამ ახდა მისი ოცნება: გუშინ მისი 5 ვე შვილიშვილი, ოჯახებთან ერთად, მასთან იყო მისული, ოღონდ ეს უკვე მისთვის სულერთი იყო. იმედია, სამშაბათამდე ძალას მოვიკრებ და ერთხელ მაინც, უკანასკნელად შევავლებ თვალს.

ბოლოს რომ ვნახე, ეზოში ფუსფუსებდა და მეჭორავებოდა და მინდა სწორედ ასეთი დავიმახსოვრო.

Sunday, January 23, 2011

hey, Gerry


მას შემდეგ, რაც ჩემმა სერიალებმა თვენახევრიანი შვებულება გამოაცხადდეს, გადავწყვიტე, გამეხსნა IMBD და ერთი კონკრეტული მსახიობის ფილმები დამელაშქრა.რაღაც უხილავმა ძალამ არჩევანი კეტრინ ჰეიგლზე შემაჩერებინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფილმები ყველა ნორმალურ ადამიანს სიქველები ეგონება, არ ვჩერდებოდი და, ამ არგაჩერებამ, Ugly Truth -მდე მიმყვანა.

ფილმის ქავერზე აღბეჭდილი მამრი დავინახე თუ არა, შევვარდი. ძალიან შევცდი, ძალიან..


ფილმში ყველაფერია, რაც შეიძლება ადამიანს უყვარდეს. ფილმის მთელი სული და გული ჯერია. He's Mike Chadway. He likes girls in Jello. He likes to fuck like a monkey. Don't fall in love. It's scary. e

უი, ცეკვავს? (უსინდისოდ ნასროლი სიყვარულის სფელის ასხლეტა არც კი გამივლია გულში)


ამ ფილმის შემდეგ ვიღას ახსოვდა კეტრინი, ოფიციალურად დავემშვიდობე და IMDB -ის საძიებო სისტემა უკვე ჯერარდ ბატლერით დავტვირთე.

შოტლანდიელია, single, not gay და ვერ იტანს, როცა ჯერარდს ეძახიან.
დაამთავრა გლასგოუს უნივერსიტეტი, იყო პრაქტიკოსი იურისტი, მაგრამ მალე მიხვდა (აქ იყო პირველი ელდისებური შოკი) რომ ეს ის არ არის, რისი კეთებაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა და წავიდა თეატრში.

არის 1,88 სმ, მაგარი ტანით და თვალებით, თუმცა ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. ყველამ იცის, რომ კარგია.

მაშინ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი მისი ვოკალური მონაცემების შესახებ.

IMDB-მ (ვლოცავ მის შემქმნელს) 30 მდე ფილმი ამომიგდო ჯერის მონაწილეობით. არც კი ვიცოდი, რომ Phantom of the opera-ში თამაშობდა, თავად ლოიდ ვებერს აურჩევია, ომგ, მღერის კიდეც? (ეს უკვე დასასრული იყო, მიზანში გარტყმული ავადაკედავრა)

როდესაც შოტლანდიელი მამაკაცი მღერის, ჩემი წყნარი ცხოვრება მთავრდება.

სხვა ფანტომი ვერ წარმომიდგენია და არც წარმოვიდგენ. იმდენად იყო როლში შესული, რომ ინტერვიუს დროს, ფანტომის მარტოობასა და ტრაგედიაზე საუბრისას, თვალები ცრემლით აევსო. (ჩემი სისუსტეა კაცის ცრემლები, მაგრამ უკვე განმგმირული ვიყავი ზემოთ აღნიშნული მოვლენებით, უარესი არაფერი დამემართებოდა)

ფანტომზე ხომ არ შევჩერდებოდი, ფილმების გრძელი სია მედო წინ და IMBD -ს შემქნელისკენ მივლენილი ლოცვა-კურთხევა ახლა ტორენტების შემქნელებისკენ მივმართე.

Gamer - შესაძლო მომავალი. რა მოხდება, WOW რეალურ სამყაროში რომ გადმოიტანო და ჩემი სიბილის ნაცვლად რეალური ადამიანს რომ აკეთებინო ქვესთები. ჯერის პერსონაჟი პატიმარია. მას მოთამაშე მართავს და მან 10 სასიკვდილო ბრძოლას უნდა გაუძლოს. მეც მინდა ასეთი ჩარი.

RocknRolla - კრიმინალური კომედია გაი რიჩის ჩვეულ სტილში. საოცარი სლენგით და პერსონაჟებით.


Law Abiding Citizen - ძალიან მომეწონა. ჯერის პერსონაჟს ცოლს და შვილს უკლავენ თვალწინ. რამდენიმე წლის შემდეგ ის იწყებს ძლიან ტკბილ და სასტიკ შურისძიებას როგორც მკვლელების, ასევე მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ.

Nim's Island - ჯერის პერსონაჟი ბიოლოგია, რომელიც განსაკუთრებულ სახეობებს იკვლევს დაუსახლებელ კუნძულზე, სადაც შვილთან ერთად არის დასახლებული. ყველაფერი კარგად იყო, სადამ ჯოდი ფოსტერი გამოჩნდებოდა.


P.S I love you - ამ ფილმზე ფიქრიც კი მაღიზიანებს, შემზარავი სიუჟეტია.


Butterfly on a Wheel - ჯერის პერსონაჟი ახალგაზრდა და წარმატებულია, ყველაფერი აქვს ცხოვრებაში: ცოლი (არ არის გასაკვირი, რომ ღალატობს) საყვარელი, შვილი, ბევრი ფული. მოულოდნელად ჩნდება პირს ბროსნანის პერსონაჟი, რომელსაც არა მხოლოდ ფილმის, არამედ ჯერის განადგურებასაც შეეცდება და შვილს მოტაცებს. გამოსასყიდს არ ითხოვს, უბრალოდ თამაშობს და ჯერ ვერ ვარკვევთ, რა ხდება.


300 - არ ვიცი, რას დავაბრალო ჩემში დიდი ხნის წინ მიძინებული პატრიოტიზმის გამოღვიძება - სპარტელების უბადლო ვაჟკაცობას თუ 300 ნახევრად შიშველი მამაკაცის ნახვით გამოწვეულ ეიფორიას. ისტორიული ფაქტები, რათქმაუნდა, შეცვლილია.





Beowulf & Grendel - ამ ფილმის ერთადერთი ღირსება ჯერია. სხვა არაფრის თქმა შემიძლია.


Dear Frenkie - ასეთი პოზიტიური ფილმი ძალიან დიდი ხანი, არ მინახავს. ჯერი იმაზე სენტიმენტალური და საყვარელია აქ, ვიდრე ამის წარმოდგენა ვინმეს შეუძლია.


Timeline - დროში მოგზაურობა, ისტორიის შეცვლა, რამანწიკა და სისხლისღვრა.


Lara Croft Tomb Raider: The Cradle of Life - დასასრული ყარს, ანჯელინაც საქს.


Reign of Fire - არც თუ ისე შორეული მომავალი, დრაკონების ძალაუფლება, ცეცხლი და თითქმის გადამწვარი დედამიწა. ჯერის პერსონაჟი მთავარი გმირის უახლოესი მეგობარია. მხიარული და საყვარელი.


Shooters - ძალიან პატარა როლი აქვს ამ ფილმში, მაგრამ ან ძალიან ლამაზია, ან შიშველი. ასე, რომ მე მაკმაყოფილებს.


Attila - ძალიან მომეწონა. ჯერი ჰუნების მბრძანებელ და რომაელების რისხვა ატილას თამაშობს, რომელმაც ბარბაროსული ერი გააერთიანა.ატილა ულამაზესი და უძლიერესია, მაგრამ ძალიან უძლური ერთი დამპალი ქალის წინაშე.



Dracula 2000 - ჯერიმ გარი ოლდმანის შემდეგ დრაკულას ყველაზე კარგი პერსონაჟი შექმნა.მიუხედავად იმისა, რომ ფილმი, არც სიუჟეტით გამოირჩევა და არც ეგექტებით, დრაკულას დაბადების ყველაზე საინტერესო ვერსია არის გაჟღერებული. რატომ ვერ იტანს ის ჯვარს და ვერცხლს.. უყურეთ და გაიგეთ. ერთი მინიშნება - ჯვარცმა.იშ


Game of Their Lives - ეს გემრიელ ლუკმად შემოვიტოვე. ფილმი 1950 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზეა. მაშინ ინგლისი ქუხდა და შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს, ახლანდელ ნაკრებს კი არ გავდა. ჯერი ამერიკის ეროვნული ნაკრების მეკარეს - ფრენკს თამაშობს, რომლის გუნდიც ინგლისს დაამარცხებს და ოლიმპოდან ჩამოაგდებს.
ერთი დასკვნა გამოვიტანე ფილმიდან: ჯერის ფეხბურთი უყვარს. ძალიან კარგად თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშის შედეგი ვიცოდი, ბევრი ვინერვიულე და ისევე ვუგულშემატკივრე ამერიკას, როგორც იტალიას ვგულშემატკივრობ ხოლმე. ჯემამ და ლეტიმ კინაღამ სახლიდან გამაგდეს.


და ახლა ვზივარ ასე. ველოდები ახალ ფილმებს.

დიდი მადლობა ჯერის, იმისთვის, რომ რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს თამაშობს და ვერ ვიგრძენი ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე მსახიობის ფილმებს ვუყურებდი ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე დღის განმავლობაში.

ერთი მოკრძალებული რჩევა სცენარისტებს და რეჟისორებს: ამღერეთ და აცეკვეთ ეს კაცი, სულ ნუ კლავთ :@