Sunday, January 23, 2011

hey, Gerry


მას შემდეგ, რაც ჩემმა სერიალებმა თვენახევრიანი შვებულება გამოაცხადდეს, გადავწყვიტე, გამეხსნა IMBD და ერთი კონკრეტული მსახიობის ფილმები დამელაშქრა.რაღაც უხილავმა ძალამ არჩევანი კეტრინ ჰეიგლზე შემაჩერებინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფილმები ყველა ნორმალურ ადამიანს სიქველები ეგონება, არ ვჩერდებოდი და, ამ არგაჩერებამ, Ugly Truth -მდე მიმყვანა.

ფილმის ქავერზე აღბეჭდილი მამრი დავინახე თუ არა, შევვარდი. ძალიან შევცდი, ძალიან..


ფილმში ყველაფერია, რაც შეიძლება ადამიანს უყვარდეს. ფილმის მთელი სული და გული ჯერია. He's Mike Chadway. He likes girls in Jello. He likes to fuck like a monkey. Don't fall in love. It's scary. e

უი, ცეკვავს? (უსინდისოდ ნასროლი სიყვარულის სფელის ასხლეტა არც კი გამივლია გულში)


ამ ფილმის შემდეგ ვიღას ახსოვდა კეტრინი, ოფიციალურად დავემშვიდობე და IMDB -ის საძიებო სისტემა უკვე ჯერარდ ბატლერით დავტვირთე.

შოტლანდიელია, single, not gay და ვერ იტანს, როცა ჯერარდს ეძახიან.
დაამთავრა გლასგოუს უნივერსიტეტი, იყო პრაქტიკოსი იურისტი, მაგრამ მალე მიხვდა (აქ იყო პირველი ელდისებური შოკი) რომ ეს ის არ არის, რისი კეთებაც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა და წავიდა თეატრში.

არის 1,88 სმ, მაგარი ტანით და თვალებით, თუმცა ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ. ყველამ იცის, რომ კარგია.

მაშინ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი მისი ვოკალური მონაცემების შესახებ.

IMDB-მ (ვლოცავ მის შემქმნელს) 30 მდე ფილმი ამომიგდო ჯერის მონაწილეობით. არც კი ვიცოდი, რომ Phantom of the opera-ში თამაშობდა, თავად ლოიდ ვებერს აურჩევია, ომგ, მღერის კიდეც? (ეს უკვე დასასრული იყო, მიზანში გარტყმული ავადაკედავრა)

როდესაც შოტლანდიელი მამაკაცი მღერის, ჩემი წყნარი ცხოვრება მთავრდება.

სხვა ფანტომი ვერ წარმომიდგენია და არც წარმოვიდგენ. იმდენად იყო როლში შესული, რომ ინტერვიუს დროს, ფანტომის მარტოობასა და ტრაგედიაზე საუბრისას, თვალები ცრემლით აევსო. (ჩემი სისუსტეა კაცის ცრემლები, მაგრამ უკვე განმგმირული ვიყავი ზემოთ აღნიშნული მოვლენებით, უარესი არაფერი დამემართებოდა)

ფანტომზე ხომ არ შევჩერდებოდი, ფილმების გრძელი სია მედო წინ და IMBD -ს შემქნელისკენ მივლენილი ლოცვა-კურთხევა ახლა ტორენტების შემქნელებისკენ მივმართე.

Gamer - შესაძლო მომავალი. რა მოხდება, WOW რეალურ სამყაროში რომ გადმოიტანო და ჩემი სიბილის ნაცვლად რეალური ადამიანს რომ აკეთებინო ქვესთები. ჯერის პერსონაჟი პატიმარია. მას მოთამაშე მართავს და მან 10 სასიკვდილო ბრძოლას უნდა გაუძლოს. მეც მინდა ასეთი ჩარი.

RocknRolla - კრიმინალური კომედია გაი რიჩის ჩვეულ სტილში. საოცარი სლენგით და პერსონაჟებით.


Law Abiding Citizen - ძალიან მომეწონა. ჯერის პერსონაჟს ცოლს და შვილს უკლავენ თვალწინ. რამდენიმე წლის შემდეგ ის იწყებს ძლიან ტკბილ და სასტიკ შურისძიებას როგორც მკვლელების, ასევე მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ.

Nim's Island - ჯერის პერსონაჟი ბიოლოგია, რომელიც განსაკუთრებულ სახეობებს იკვლევს დაუსახლებელ კუნძულზე, სადაც შვილთან ერთად არის დასახლებული. ყველაფერი კარგად იყო, სადამ ჯოდი ფოსტერი გამოჩნდებოდა.


P.S I love you - ამ ფილმზე ფიქრიც კი მაღიზიანებს, შემზარავი სიუჟეტია.


Butterfly on a Wheel - ჯერის პერსონაჟი ახალგაზრდა და წარმატებულია, ყველაფერი აქვს ცხოვრებაში: ცოლი (არ არის გასაკვირი, რომ ღალატობს) საყვარელი, შვილი, ბევრი ფული. მოულოდნელად ჩნდება პირს ბროსნანის პერსონაჟი, რომელსაც არა მხოლოდ ფილმის, არამედ ჯერის განადგურებასაც შეეცდება და შვილს მოტაცებს. გამოსასყიდს არ ითხოვს, უბრალოდ თამაშობს და ჯერ ვერ ვარკვევთ, რა ხდება.


300 - არ ვიცი, რას დავაბრალო ჩემში დიდი ხნის წინ მიძინებული პატრიოტიზმის გამოღვიძება - სპარტელების უბადლო ვაჟკაცობას თუ 300 ნახევრად შიშველი მამაკაცის ნახვით გამოწვეულ ეიფორიას. ისტორიული ფაქტები, რათქმაუნდა, შეცვლილია.





Beowulf & Grendel - ამ ფილმის ერთადერთი ღირსება ჯერია. სხვა არაფრის თქმა შემიძლია.


Dear Frenkie - ასეთი პოზიტიური ფილმი ძალიან დიდი ხანი, არ მინახავს. ჯერი იმაზე სენტიმენტალური და საყვარელია აქ, ვიდრე ამის წარმოდგენა ვინმეს შეუძლია.


Timeline - დროში მოგზაურობა, ისტორიის შეცვლა, რამანწიკა და სისხლისღვრა.


Lara Croft Tomb Raider: The Cradle of Life - დასასრული ყარს, ანჯელინაც საქს.


Reign of Fire - არც თუ ისე შორეული მომავალი, დრაკონების ძალაუფლება, ცეცხლი და თითქმის გადამწვარი დედამიწა. ჯერის პერსონაჟი მთავარი გმირის უახლოესი მეგობარია. მხიარული და საყვარელი.


Shooters - ძალიან პატარა როლი აქვს ამ ფილმში, მაგრამ ან ძალიან ლამაზია, ან შიშველი. ასე, რომ მე მაკმაყოფილებს.


Attila - ძალიან მომეწონა. ჯერი ჰუნების მბრძანებელ და რომაელების რისხვა ატილას თამაშობს, რომელმაც ბარბაროსული ერი გააერთიანა.ატილა ულამაზესი და უძლიერესია, მაგრამ ძალიან უძლური ერთი დამპალი ქალის წინაშე.



Dracula 2000 - ჯერიმ გარი ოლდმანის შემდეგ დრაკულას ყველაზე კარგი პერსონაჟი შექმნა.მიუხედავად იმისა, რომ ფილმი, არც სიუჟეტით გამოირჩევა და არც ეგექტებით, დრაკულას დაბადების ყველაზე საინტერესო ვერსია არის გაჟღერებული. რატომ ვერ იტანს ის ჯვარს და ვერცხლს.. უყურეთ და გაიგეთ. ერთი მინიშნება - ჯვარცმა.იშ


Game of Their Lives - ეს გემრიელ ლუკმად შემოვიტოვე. ფილმი 1950 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზეა. მაშინ ინგლისი ქუხდა და შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს, ახლანდელ ნაკრებს კი არ გავდა. ჯერი ამერიკის ეროვნული ნაკრების მეკარეს - ფრენკს თამაშობს, რომლის გუნდიც ინგლისს დაამარცხებს და ოლიმპოდან ჩამოაგდებს.
ერთი დასკვნა გამოვიტანე ფილმიდან: ჯერის ფეხბურთი უყვარს. ძალიან კარგად თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშის შედეგი ვიცოდი, ბევრი ვინერვიულე და ისევე ვუგულშემატკივრე ამერიკას, როგორც იტალიას ვგულშემატკივრობ ხოლმე. ჯემამ და ლეტიმ კინაღამ სახლიდან გამაგდეს.


და ახლა ვზივარ ასე. ველოდები ახალ ფილმებს.

დიდი მადლობა ჯერის, იმისთვის, რომ რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟებს თამაშობს და ვერ ვიგრძენი ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე მსახიობის ფილმებს ვუყურებდი ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე დღის განმავლობაში.

ერთი მოკრძალებული რჩევა სცენარისტებს და რეჟისორებს: ამღერეთ და აცეკვეთ ეს კაცი, სულ ნუ კლავთ :@


Monday, January 17, 2011

ადამიანები, რომლებიც წავიდნენ

18 წლის ბავშვი ვიყავი, ერთი ბიჭი რომ ავიკვიატე, ყველაფერი აისიქიუდან დაიწყო და ტელეფონზე ღამეების გათენებებით გაგრძელდა. ძალიან ბევრი კარგი და ცუდი რამ მოხდა ჩვენს შორის, საბოლოოდ, ტკბილ და კეთილ ნაცნობებად დავრჩით და გავაგრძელეთ ორივემ ცხოვრება. ყოველთვის მიხაროდა-უხაროდა ჩემი შემთხვევით ნახვა, ისევ გვქონდა შემორჩენილი ძველი და იაზვური ხუმრობები და კბენები, ისევ მაცინებდა მისი მწარე ენა და ისევ ვუშლიდი ნერვებს.

დიდი ხანი არ მინახავს/მილაპარაკია.
დღეს მომწერა, რომ ფეხები მომტვრეული აქვს და სახეზე ძვლების მაგივრად, ტიტანები იმის გამო, რომ ერთმა სირმა ზომაზე მეტი დალია, საჭესთან დაჯდა და გადაუარა. კომიდან დიდი ხნის შემდეგ გამოსულა და მხოლოდ 6 თვის შემდეგ მოახერხებს ფეხზე დადგომას.

გულში რაღაც ჩამწყდა. ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი გავატარე, ცუდად თუ კარგად, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ისე კვდებოდა, რომ მე არ ვიცოდი და, საერთო ნაცნობების არარსებობის გამო, ვერც ვერასოდეს გავიგებდი.