Monday, January 17, 2011

ადამიანები, რომლებიც წავიდნენ

18 წლის ბავშვი ვიყავი, ერთი ბიჭი რომ ავიკვიატე, ყველაფერი აისიქიუდან დაიწყო და ტელეფონზე ღამეების გათენებებით გაგრძელდა. ძალიან ბევრი კარგი და ცუდი რამ მოხდა ჩვენს შორის, საბოლოოდ, ტკბილ და კეთილ ნაცნობებად დავრჩით და გავაგრძელეთ ორივემ ცხოვრება. ყოველთვის მიხაროდა-უხაროდა ჩემი შემთხვევით ნახვა, ისევ გვქონდა შემორჩენილი ძველი და იაზვური ხუმრობები და კბენები, ისევ მაცინებდა მისი მწარე ენა და ისევ ვუშლიდი ნერვებს.

დიდი ხანი არ მინახავს/მილაპარაკია.
დღეს მომწერა, რომ ფეხები მომტვრეული აქვს და სახეზე ძვლების მაგივრად, ტიტანები იმის გამო, რომ ერთმა სირმა ზომაზე მეტი დალია, საჭესთან დაჯდა და გადაუარა. კომიდან დიდი ხნის შემდეგ გამოსულა და მხოლოდ 6 თვის შემდეგ მოახერხებს ფეხზე დადგომას.

გულში რაღაც ჩამწყდა. ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი გავატარე, ცუდად თუ კარგად, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ისე კვდებოდა, რომ მე არ ვიცოდი და, საერთო ნაცნობების არარსებობის გამო, ვერც ვერასოდეს გავიგებდი.





3 comments:

Kate said...

აუ ხო.
ეგეთი რამ მეც მიგრძვნია და მეც დამწყდა გული, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ერთ დროს მეგობარი საშინელ ავარიაში მოყვა, თვითონ ძლივს გადარჩა და მამა კი გარდაეცვალა.

CheshireCat said...

დიახ. მე მესმის შენი.
მასევე მყავდა ნაცნობი, რომელთანაც მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდი. და ერთხელ ეგ მითხრა ზუსტად, "რამე რომ დამემართოს ვერც გაიგებო".. ბრრრრრ

Kate said...

ეგ კი არა, მე რომ დამემართოს რამე, იმასაც ვერ გაიგებთ.


ან გაიგებთ გვიან.